მაშინ, როცა ესპანეთში XVI ტური გახურდება, "სამეფო კლუბი" შეეცდება, ზედიზედ მეორედ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი, ამჯერად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში
მაშინ, როცა ესპანეთში XVI ტური გახურდება, "სამეფო კლუბი" შეეცდება, ზედიზედ მეორედ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი, ამჯერად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. ასე რომ, ტურში ჩემპიონი არ გვყავს - მისი დაპირისპირება "ლეგანესთან" გადადებულია.

ეს გარემოება ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონას" შესანიშნავ შანსს აძლევს, 23 დეკემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალთან" 11-ქულიანი ჰანდიკაპით ჩავიდეს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ აუტსაიდერ "დეპორტივოს" შინ დამარცხება. თან, "ბარსას" შურიც აქვს საძიებელი - ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაში "დეპორტივომ" 2:1 იმარჯვა.

ეს მარტში მოხდა "რიასორზე", ალექს ბერგანტინიოსმა გადამწყვეტი თავური მეორე ტაიმში გაიტანა. მაშინდელი მატჩის გმირი "დეპორტივოში" საერთოდ აღარ არის, ხიხონის "სპორტინგში" თამაშობს.

"ბარსელონას" უბრუნდება გამოჯანმრთელებული ანდრეს ინიესტა, მაგრამ სამუელ უმტიტი ჯერაც ლაზარეთშია. ასე რომ, საუკეთესო 11-ეულს ერთი პოზიცია მაინც აკლია.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, ვერმალენი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, პ. ალკასერი.

"ბარსელონას" უახლოესი მდევარი "ვალენსია" ბასკეთში მიდის და "ეიბარს" სტუმრობს.

"ღამურების" ფანებს ახლაც ცუდად ახსოვთ თებერვლის დაპირისპირება "მესტალიაზე", როცა "ეიბარმა" მასპინძელთა კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანა. გასულ სეზონში "ვალენსიამ" "ეიბართან" სტუმრადაც წააგო (0:1), მაგრამ შარშანდელი და წლევანდელი "ვალენსიას" შედარებაც არ შეიძლება. მარსელინოს ხელში "ვალენსია" სულ სხვა გუნდია.

მესამეადგილოსანი და ჩემპიონატს დაუმარცხებლად შემორჩენილი "ატლეტიკო", ალბათ, არც ახლა წააგებს - "ვანდას" "ალავესი" სტუმრობს. გასულ სეზონში სიმეონეს გუნდს ორი დაძაბული მატჩი ჰქონდა "ალავესთან" და ორივე ფრედ დაასრულა (0:0, 1:1).

ტურის მშვენება უნდა გახდეს ბასკური დერბი. ბასკური კლუბების მატებამ ბასკური დერბი ხშირ მოვლენად აქცია ლა ლიგაში, მაგრამ "ბილბაოსა" და "რეალ სოსიედადის" დაპირისპირებას სულ სხვა ხიბლი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდებს არ აქვთ სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა, "სან მამეს ბარიაზე" დიდი ამბები გველის. ისეთი, როგორიც შარშან ბილბაოში, როცა 5-გოლიან თრილერში "ბილბაომ" 3:2 იმარჯვა.

ფაქტები

"ბარსელონამ" ბოლო 19 საშინაო მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

ლა ლიგის ბოლო 24 მატჩში "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" არ წაუგია.

"დეპორტივოს" ლა ლიგის ბოლო 26 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ორი მოგება აქვს.

"სევილიას" ლა ლიგაში შინ 20 ტურია, რაც არ წაუგია.

"ვალენსიამ" ბოლო 15 ტურიდან 14-ში არ წააგო.

"ეიბარმა" ბოლო 3 საშინაო მატჩში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.

"ატლეტიკოს" არ წაუგია ლა ლიგის ბოლო 19 მატჩში.

ბოლო 7 საშინაო მატჩიდან (ლა ლიგაში) "ატლეტიკომ" 5-ში გოლი არ გაუშვა.

"რეალ სოსიედადმა" ბოლო 3 ტურში სულ მცირე, 2 გოლი გაუშვა.

"ვილიარეალს" ლა ლიგაში 3-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს.

ლა ლიგა. XVI ტური

პარასკევი, 15 დეკემბერი

სევილია-ლევანტე 23:59

შაბათი, 16 დეკემბერი

ბილბაო-სოსიედადი 19:15

ეიბარი-ვალენსია 21:30

ატლეტიკო-ალავესი 23:45

კვირა, 17 დეკემბერი

ჟირონა-ხეტაფე 15:00

სელტა-ვილიარეალი 19:15

ლას პალმასი-ესპანიოლი 21:30

ბარსელონა-დეპორტივო 23:45

ლეგანესი-რეალი გადაიდო

ორშაბათი, 18 დეკემბერი

მალაგა-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 14 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 10 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 9 - იაგო ასპასი (სელტა), სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); 8 - როდრიგო (ვალენსია), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზურა
მესტალია არ ქვია, მესტაიაა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა