დავით ქვათაძემ და პავლე ლაკიამ სიდნეიში, მსოფლიოს თასის სეზონის რიგით პირველი ეტაპზე 62-ე და და 63-ე ადგილები დაიკავეს
სიდნეიში გუშინ საბოლოოდ დასრულდა მსოფლიოს თასის სეზონის რიგით პირველი ეტაპი, რომელიც ამჯერად ერთმანეთის პარალელურად ტარდებოდა ტყვიისა და სასტენდო სროლაში.

ტურნირის ბოლო დღეები მესტენდურებს ეთმობოდათ, სადაც მონაწილეები მხოლოდ ვაჟებში გვყავდა - პავლე ლაკია და დავით ქვათაძე. ორდღიანი ასპარეზობა მათაც გუშინ დაამთავრეს და ლამის ერთნაირი შედეგით, ერთქულიანი სხვაობით დაასრულეს გამოსვლა. სატურნირო ცხრილშიც ერმანეთის მეზობლად განლაგდნენ - ქვათაძემ 114 ქულა დააგროვა და 62-ე ადგილზე გავიდა, ლაკია კი 113-ით 63-ზე აღმოჩნდა.

შესარჩევი ეტაპი ერთბაშად ოთხმა მსროლელმა მოიგო ერთნაირი შედეგით - ამერიკელმა ჯონ მაკგრატიმ, კვიპროსელმა გეორგიოს აჩილეოსმა, რუსმა ვალერი შომინმა და ბრიტანელმა რიჩარდ ბრიკელმა 124-124 ქულა დააგროვეს. თითო ქულით ნაკლები ჰქონდა ფინალური ექვსეულის ბოლო ორ მონაწილეს - ნორვეგიელ ტორე ბროვოლდს და იტალიელ ლუიჯი ლოდეს. ფინალში ბრიტანელმა ძალზე სუსტად ისროლა და მედლებისთვის ბრძოლა კი არა, ამ ექვსეულში ბოლო ადგილზე გავიდა.

ორხელისუფლებიანობა გადამწყვეტ ეტაპზეც გაგრძელდა - ფინალში ამერიკელმა და კვიპროსელმა 25-25 ქულა დააგროვეს და მათ შორის დამატებითი სერია დაინიშნა, რომელშიც ამერიკელმა ერთი ქულით იმარჯვა. ამდენად, ჩემპიონიც გახდა, კვიპროსელი კი ვერცხლს დასჯერდა. 24-24 ქულა დააგროვეს შომინმა, ლოდემ და ბროვოლდმა, მაგრამ რადგან რუსმა მათ შესარჩევში აჯობა, საბოლოო ჯამშიც გაუსწრო და ბრინჯაოც ირგუნა.

მსოფლიოს თასის მომდევნო ეტაპი მსროლელებისთვის ისევ ცალ-ცალკე გაიმართება - ტყვიის მსროლელები 7-15 აპრილს სამხრეთკორეულ ჩანჯოუში იასპარეზებენ, ხოლო მესტენდურები 19-28 აპრილს პეკინში შეიკრიბებიან. მესტენდურებისას ჯერ ვერაფერს გეტყვით, ტყვიის მსროლელები კი, შესაძლოა, რადიაციის საშიშროების გამო კორეაში არ წავიდნენ. იქ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძის, ლევან ქადაგიძისა და მწვრთნელ ვახტანგ სალუქვაძის გაგზავნა იგეგმებოდა, მაგრამ იაპონიაში 11 მარტიდან მიმდინარე ზოგადსაკაცობრიო კატასტროფამ გეგმების შეცვლა აიძულათ - იაპონიასა და მის მიმდებარე რეგიონში რადიაცია მართლაც საგანგაშო დონეზეა.

კაცმა რომ თქვას, ეს ტურნირი ჩვენებს უკვე დიდად არც სჭირდებათ - მსგავს შეჯიბრებაზე რისი მოგებაც შეიძლებოდა, სალუქვაძემ სიდნეიში ყველაფერი მოიგო. მსოფლიოს თასის ეტაპები, ჩვეულებრივ, სუპერფინალის საგზურს იძლევიან, წლეულს კი ამას ოლიმპიადის ლიცენზიაც დაემატა. როგორც იცით, სალუქვაძემ სიდნეიში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გაიმარჯვა, რითაც ორივე საგზური მოიპოვა - სუპერფინალისაც და ოლიმპადისაც. ამიტომ ახლა კორეულ შეჯიბრებას მხოლოდ პრაქტიკული დატვირთვა დარჩა ანუ საშეჯიბრო პრაქტიკის მიღებაში თუ დაეხმარება, მაგრამ რადიაციის საფრთხის წინაშე ეს პერსპექტივაც უძლურია.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა