- პირველ რიგში გილოცავთ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელობას, ძალიან რთული სიტუაციაა 21-წლამდელებში და რას ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მგონია რომ ჯგუფში შეიძლება სიტუაციის გამოსწორება თუ მოვინდომებთ, ცოტა თამაშებია მოგებული და უნდა ვეცადოთ, რომ ბევრი შეხვედრის მოგება შევძლოთ.

- ფედერაციამ მიზნად და მთავარ ამოცანდა რა დაგისახათ?

- ფედერაციის მხრიდან მიზნად დასახული მაქვს, რაც შეიძლება ზედა საფეხურზე დავასრულოთ ეს ციკლი.

- როგორ უნდა ათამაშდეს ნაკრები უკეთესად, რა სიტილის ფეხბურთში ხედავთ გამოსავალს? უფრო ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე დამოკიდებულს, თუ უფრო გუნდური?

- როგორც გუნდურად უნდა ვითამაშოთ კარგათ, ასევე ინდივიდუალურად. სამი დღეა რაც დანიშნული ვარ და ეგრე კონკრეტულად გამიჭირდება საუბარი, ანალიზი უნდა გავაკეთოთ განვლილი თამაშების და შემდეგ ფეხბურთელებსაც გავესაუბროთ, ასე რომ ადრეა ამაზე საუბარი. როცა შეკრება გვექნება მერე უფრო კონკრეტულად შევძლებთ ლაპარაკს.

- ალბათ აკვირდებოდით ახალგაზრდული ნაკრების ძველ თამაშებს, ვის ხედავთ ამ ფორმაციის ნაკრების ლიდერად ან ლიდერებად?

- მაგაზე ახლა პასუხს ვერ გაგცემთ, მე ვაკვირდებოდი როგორც გულშემატკივარი ახლა უკვე უნდა დავაკვირდე როგორც მწვრთნელი და მონაწილეობა უნდა მივიღო, ამას დრო სჭირდება. მე ვუყურე ორ თამაშს, მაგრამ ორი მატჩიდან ანალიზის გამოტანა ასე მალე არ ხდება, კონკრეტული პასუხის გაცემა ახლა არც არის სწორი და ესეთი მარტივიც არ არის.

- ამ ნაკრების ფეხბურთელები ითვლებიან ტალანტებად, მათმა ნაწილმა უკვე გამოიჩინა თავი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა ბოლო სეზონია ვერ ბრწყინავენ, ხომ არ თვლით რომ ეს მათ შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენაა?

- ვინც 19-წლამდელთა ვეროპის ჩმპიონატზე თავი გამოიჩინა, არ ნიშნავს რომ თავს გამოიჩენს ახალგაზრდულ ნაკრებში.

ამ ფეხბურთელებს ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა აქვთ გასავლელი, დარწმუნებული ვარ რომ მომავალში გამოიჩენენ თავს.

19-წლამდელთა ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთლებს 2 წლით დიდ ასაკში ასპარეზობის დროს პირდაპირ მოვთხოვოთ, რომ როგორც მის ასაკში თამაშობდნენ ისე ითამაშონ ეგ არასწორია.

ამ ფეხბურთელებს მთელი საფეხბურთო ცხოვრება წინა აქვთ, შეიძლება რაღაცა ჩავარდნა იყოს.

არავინ არ არის დაზღვეული არც მწვრთნელი და არც ფეხბურთელი წაგებისგან. მითუმეტეს არა აქვს მნიშვნელობა შეიძლება ფარერებთან წააგო და შეიძლება ბრაზილიასთან. რა თქმა უნდა ეს საშინელებაა და არ არის სწორი. არავის არ უხარია ცუდ გუნდთან წაგება.

თუ კიდე წააგებენ ფარერებთან, გიბრალტართან ან მალტასთან, მაშინ შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი დავიწყოთ. ამიტომ ასე მძაფრად ნუ ვიტყვით ამას.

ასე რომ მომავალი თაობის იმედი აუცილებლად უნდა გვქონდეს, მაგ ფეხბურთელებისაც და სხვისაც, ასე რომ ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხოთ ისე რომ ამ ფეხბურთელებს ხელი შევუწყოთ თავისი შესაძლებლობების წარმოჩენაში.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რა იყო გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ნაკრების პრობლემა? რატომ ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს კონრეტულ მატჩებში?

- ეგ როგორ უნდა ვთქვა? ჯერ ერთი ჩემი კოლეგაა მერე მეორე როგორ გგონია მე საგაზეთო ენით ან სატელევიზიოთი დავიწყებ მაგის ლაპარაკს? გია გეგუჩაძესაც მოსდის შეცდომა, გია ცეცაძესაც.

სიმართლე გითხრათ გია გეგუჩაძის მუშაობის შედეგებში პლიუსები რა იყო იმას ვეძებ, ვიდრე შეცდომებს. რადგან ის პლიუსები გამოვიყენო და გავაღვივო. შეცდომა რა იყო ეგ ნამდვილად განსახილველი არ არის რა, მითუმეტეს ჩემთან. თქვენ გაქვთ უფლება, რომ ჟურნალისტები კრიტიკულები იყოთ და საკუთარი შეხედულებები გქონდეთ.

მე მიმაჩნია რომ მწვრთნელი, ძველი მწვრთნელის შეცდომებს საჯაროდ არ უნდა ითვლიდეს. არასაჯაროდაც მაგას არ ვაკეთებ, პირიქით ვეძებ რომ კარგი დავინახო მისი სამუშაოდან.

- თქვენი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი, პარალელურად "ლოკომოტივშიც" მუშაობს, თქვენთვის ეს სიტუაცია მისაღებია?

- დღესდღეობით არ ვიცი ზურაბ ხიზანიშვილი სად მუშაობს, ვიცი რომ ჩემი ასისტენტია, ეგ შეგიძლიათ თვითონ ზურას ჰკითხოთ. თემური ლორთქიფანიძე არის ჩემთან ერთად და რა თქმა უნდა ზურაც.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა