სუპერლიგა: "დინამო" სუპერლიგაზე პირველად ქუთაისში დამარცხდა
სუპერლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარაა. მიმდინარე ჩემპიონატის ერთადერთმა წაუგებელმა გუნდმა, “დინამო თბილისმა” დღეს, ქუთაისში მარცხი იწვნია. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა კოტე ტუღუშის “ქუთაისთან” დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, 1 ქულით – 79:80 წააგეს.

წინა სეზონის ფინალისტების დაპირისპირება ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. დინამოელები, რომლებმაც წლეულს ფიბა ევროპის თასზე იასპარეზეს და ევროსარბიელზე სოლიდური გამოცდილება შეიძინეს, მთელი თამაშის მანძილზე უგებდნენ ქუთაისელებს. მასპინძლები არ ტყდებოდნენ და ბოლო წუთებამდე იბრძოლეს. შეხვედრის ბედი უკანასკნელ წუთზე გადაწყდა.

დინამოელები საკმაოდ დამაჯერებლად – 76:71 იგებდნენ, თამაშის დასრულებამდე კი 2 წუთი რჩებოდა. მასპინძლებმა ბექა ბექაურის საჯარიმოსა და აკაკი დვალიშვილის ორქულიანით 2 ქულმდე შეამცირეს ჩამორჩენა, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ სამქულიანიც ჩააგდო და “ქუთაისი”, დასრულებამდე 30 წამით ადრე, 77:76 დაწინაურდა.

აქ კი დინამოელთათვის სასარგებლო რამ მოხდა: ბექა ბექაური მიხეილ ბერიშვილზე არასპორტულად დაჯარიმდა და დინამოელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი ლაველ ბოიდის ორქულიანით 79:77 დაწინაურდნენ. ქუთაისელთა გადამწყვეტი შეტევა სტუმრებმა ჯარიმით შეაჩერეს, თუმცა დეჟუან რაითმა 2დან მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და დინამოელებს ერთქულიანი ლიდერობა შერჩათ. ქუთაისელების ტაქტიკურმა ჯარიმამ გაამრთლა: კაელ ტურპინმა ორივე საჯარიმო ააცილა, ბურთი დვალიშვილმა მოხსნა და რაითმა სირენის თანხლებით ქუთაისელთა გამარჯვების ბუთი ჩააგდო – 80:79.

მასპინძლებს 20 ქულითა და 9 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა. 14-14 ქულა მოაგროვეს დეჟუან რაითმა და გიორგი ბარბაქაძემ. “დინამოში” 27 ქულით გამოირჩა ილია ლონდარიძე, ხოლო ლაველ ბოიდმა შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.

კოტე ტუღუში, ქუთაისის მთავარი მწვრთნელი:

“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, დღევანდელი გვერდით დგომისათვის. გულშემატკივარი დაგვიბრუნდა და სავსე დარბაზში ვითამაშეთ და დღევანდელი გამარჯვება მათი დამსახურებაა, რომელებიც მთელი 40 წუთის განმავლობაში მხარში გვედგნენ. აქვე ვიტყვი, რომ არ მინდა დამსახურება დავუკარგო ჩემს ბიჭებს. თამაშის განმავლობაში მრავალჯერ იყო მომენტი, როცა შეიძლებოდა გუნდი გატეხილიყო, თუმცა, ყველამ ბოლომდე იბრძოლა. ირაკლი ხოშტარიას “დინამო” ძალიან კარგი გუნდია და მათთან გამარჯვებისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს.

ირაკლი ხოშტარია, დინამოს მთავარი მწვრთნელი:

“მთელი თამაში ვფლობდით უპირატესობას, თუმცა ბოლოს ბევრი შეცდომები დავუშვით დაცვაში. მეტოქეს ბევრი სამქულიანების სროლის საშუალება მივეცით, რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს. შეიძლება ითქვას, რომ მოგებული თამაში გავუშვით ხელიდან. ამ წაგებით არაფერი იკარგება, მთავარია სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ჯერ მთელი სეზონი წინაა, დავლაგდებით და გავაანალიზებთ შეცდომებს”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ქუთაისელი-2
რატომ ერთი თვით აგვიანებთ ახალი ცხრილის გამოქვეყნებას!
MMM
რა ფოტოა_სადაა დინამო ???
ქუთაისელი-2
ჩვენთან ქუთაისში კალათბურთზე მამაკაცების 65 პროცენტი ინტელიგენცია დადის. ადვოკატები, ექიმები და სხვა და საბლატაოდ დრო არ რჩებათ. მსორი ბატონებო!
ola
ეს ტურპინი ვერ გავიგე რას აკეთებს გუნდში? დიდი ვერაფერი კალათბურთელია. გადამწყვტი ბოლო 2 ჯარიმიდან ერთი როგორ ვერ ჩააგდო. კიტეიშვილის პონტი გამოუვიდა რა, კიდევ კარგი ფინალური თამაში არ იყო, თორემ რა გაუძლებდა ქუთაისის ბლატაობას :))
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს