სუპერლიგის ჩემპიონ ქუთაისი 2010-ს მცირედი დააკლდა, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში პირველი გამარჯვება მოეპოვებინა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 80:76 იგებდა, იმერული კლუბის უკანახაზელი, ტაირი ბოიკინი კი 2 საჯარიმოს ესროდა. ბოიკინმა ორივე სროლა ააცილა, შემდეგ კი თამაში ისე წავიდა, რომ ქუთაისელებმა ბურთი ბურთზე მიიღეს, შეტევაში კი ვერაფერი იხეირეს და შეხვედრა 81:84 დათმეს.

ქუთაისს რომ მოეგო, ეს იქნებოდა ქართული კლუბის პირველი გამარჯვება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში, სადაც შარშან თავად ქუთაისი, შარშანწინ კი თსუ გამოდიოდა. გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისი საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო წრეში (ნახევარფინალში) გავიდოდა და შეხვდებოდა კოსოვოს ჩემპიონ “ტრეპცასა” და ნიდერლანდების ჩემპიონ “დენ ბოსხს” შორის გამარჯვებულს.

შეხვედრაში ქუთაისელთაგან 27 ქულით ბომბარდირი გახდა დეტრეკ ბრაუნინგი. 21 ქულა ბოიკინმა მიითვალა, მარკუს გილსონის ანგარიშზე 9 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. მეოთხე ლეგიონერმა, ჯავიონ ოგუნიემმა მატჩი 10 ქულით, 8 მოხსნითა და 3 ჩაჭრა-პასით დაასრულა. პრობლემაც ის გახლავთ, რომ ქუთაისელთა გამწევი ძალა ლეგიონერებია. საქართველოს ჩემპიონი, რომელმაც ევროთასზე უნდა იასპარეზოს, ქართველი მოთამაშით ვერ გაძლიერდა. არადა, დღევანდელ მატჩშიც გამოჩნდა, რომ ევროპულ საშუალო საკლუბო დონემდე ქუთაისს ბევრიც არ აკლია.

ასე და ამგვარად, ქუთისი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვეღარ მოხვდება და მომავალ სეზონში ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს.

ქუთაისი ბულგარეთიდან სამშობლოში დაბრუნდება და ასპარეზობას დუდუ დადიანის მემორიალში მიიღებს, რომელიც სტარტს 26 სექტემბერს აიღებს.

GBF.GE

ზაზა
ქუთაისში უნდა გაიხსნას ერთი ნორმალური კალათბურთის აკადემია და ჩამოსული ხალხის იმედზე არუნდა იყოს გუნდი ეს არამარტო კალათბურთს ეხება ფეხბურთი ავიღოთ როდის იყო ტორპედო კარგი გუნდი როცა უმეტესობა ადგილობრივი კადრი ყავდა.შენგელიას, ხერხაძის,კოსტავას,სულაქველიძის,აშვეთიას,ასათიანის ქალაქში ვიღაცა ავღანელ ფეხბურთელს რომ მოიყვან რაზეა საერთოდ საუბარი.ან საკანდელიძის,დერიუგინის და დარსაძის ქალაქში კალათბურთელი დაილია.

ქუთაისს ევროპაზე თამაში ელოდებოდა და ქართველი კალათბურთელები ვერ შეინარჩუნეს!ქუთაისის კი არა,იმ ქართველ კალათბურთელებს უნდა მოვთხოვოთ პასუხი!ფედერაცია მათი გამვითარებისათვის ცდილობს,ისინი კი,სხვაგან წავიდნენ.როგორ თამაშობენ,ნაკრებშიც ვნახეთ(ნეტავ რამის მაქნისები მაინც იყვნენ) და უკვე ვფიქრობ,რომ ფედერაციას ეს თამხა არ უნდა გადაეხადა.ეგ ბიჭები არ ყოფილან ღირსები.გულის გასახეთქ ის არის,რომ მთელ ქუთაისში,ერთი ნიჭიერი კალათბურთელი აღარ გაიზარდა.თითქმის მთელი ქართული კალათბურთის ისტორია,ქუთაისში გაზრდილი ვარსკვლავების ისტორიაა,დღეს კი,კაპიკებს გამოკიდებული უქნარების ცანცარს ვხედავთ.უცხოელის მოყვანა მაშინ არის კარგი,თუ მის გვერდით ჩვენი გაიზრდება,ასე კი კლუბის არსებობასაც აზრი ეკარგება.
ლა მასია
დაუმატეთ ამათ შარშანდელი ბირთვი და დანიის ჩემპიონს კი არა ბევრ სხვასაც მოვუგებთ: კორსანტია, ბერიშვილი, ოჩხიკიძე, დვალიშვილი და ბექაური- ვერ შეინარჩუნეს (((
თქვენი კალათბურთი არ გაიშვას
დანიელმა შავებმა უფრო მეტ ქუთაისელ შავებს მოუგებს.))) ერთი-ორი ქართველი წამლად კი დაბოდიალობდა გუნდში, მაგრამ ბურთს ფარქვეშიდანაც კი ვერ აგდებდნენ და ტანად უფრო მეხინკლეებს ჰგავდნენ. ტუღუშიც კარგად ჩაპუტკუნებულა, ყველა მწვრთნელი როგორ გახდა ამ წყალწაღებულ ქვეყანაში. )))) სანიკიძემ საბოლოოდ ააყვავა ქართული კალათბურთი.))))))))
Რა მაინტერესებს იცით?
ქუთაისის სეზონის ჩემპიონი იყო და ამ ტურნირზე მის მონაწილეობას აფინანსებს ფედერაცია (ანუ ჩვენ) და მიზანი არის, რომ ქართული კალათბურთის-ქართველი კალათბურთელების დონემ აიწიოს - მშვენიერი მიზანია, ვერაფერს იტყვი, მარა აქ ქართველი კალათბურთელის გვარი მე ვერ ამოვიკითხე და ვისი კვალიფიკაციის გაუმჯობესებას ვაფინანსებთ, ლეგიონერების? ერთი-ორი ლეგიონერი გასაგებია, თუმცა აქ რაც წერია, იმის მიხედვითაც ჩანს რომ ოთხმა ლეგიონერმა მიიღო ყველაზე მეტი სათამაშო დრო, შესაბამისად პრაქტიკაც და რა ვიცი, რა ვიცი... Მართლა მაინტერესებს, იქნება რამეს ვერ ვხვდები.
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
გაკპომ "ტოტენჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
"18 თვის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი" - მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდზე ისაუბრა
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
აბუაშვილის "მეცი" "გრენობლს" ფრედ ეთამაშა
დავითაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა
"კვარაცხელიას მარჯვენა ფეხი ვერცხლისწყლისგანაა ჩამოსხმული" - ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩას ტექნიკით აღფრთოვანებულია
"სოფლური სახე აქვს" - პსჟ-ს გულშემატკივრები საფონოვზე
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
დუბლიორი ხვიჩასთვის - პსჟ "აიაქსის" გარემარბს დაიმატებს
კვარაცხელია და პსჟ გაჩერებას არ აპირებენ! - რა შეიცვლება სასტარტოში?
"ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება" - მარესკამ "სიტიში" ცვლილებების გატარება დაიწყო
"არტეტა მის შეძენას ითხოვს" - ოსიმენი შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს