პსჟ-ის თავკაც უნაი ემერის ამას წინათ პარიზული ბინა გაუძარცვეს
პსჟ-ის თავკაც უნაი ემერის ამას წინათ პარიზული ბინა გაუძარცვეს. არ წყდება პრესაში ჟრიამული იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ბასკი არ შეეფერება "სენ-ჟერმენის" სუპერვარსკვლავურ შემადგენლობას. თუმცა ემერი გამოცდილი ტაქტიკოსია და ასე იოლად არ დანებდება. მან იმდენი მოახერხა, რომ პრესა შეეშვა... "რეალთან" მერვედფინალურ მატჩამდე.

პსჟ "რენს" ესტუმრა და 4:1 მოუგო. ანგარიში მატყუარაა, "რენი" კარგი გუნდია და სანამ 10 კაცის ამარა დარჩებოდა, იბრძოლა კიდეც. ბოლოს პენალტიც ვერ გაიტანა, თუმცა პსჟ-ის სუპერტრიოსთან ვერას გახდა.

მატჩში საუკეთესოდ ნეიმარი დაასახელეს - ბრაზილიელმა 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. შემდეგ მოდის კილიან მბაპე, თინეიჯერმა ორჯერ უპასა ნეიმარს და თავადაც გაიტანა; ბოლოს კი კავანიზე ვთქვათ, რომელმაც ჩემპიონატის მე-18 გოლი ულამაზეს სტილში გაიტანა და რადამელ ფალკაოს უკვე 4 გოლით გაუსწრო ბომბარდირთა დავაში. ვინ დაიჭერს ამათ?

Video

16.12.17. რენი - პსჟ 1:4

უნაი ემერი (პსჟ): "მატჩის წინ ვილაპარაკეთ, თუ როგორ შეგვენარჩუნებინა თამაშის დონე. "რენი" ძლიერი მეტოქეა, რომელმაც ახლახან "მარსელს" მოუგო. როცა "რენმა" ერთი ბურთი გაქვითა, ჩვენ კონცენტრაცია და სიმშვიდე არ დაგვიკარგავს".

ფაქტები

ედინსონ კავანიმ ლიგა 1-ში 150-ე მატჩი ითამაშა და 106-ე გოლი გაიტანა.

ნეიმარმა "რენთან" მატჩში დრიბლინგი 19-ჯერ სცადა (11-ჯერ გამოუვიდა). ლიგა 1-ში უკეთესი შედეგი ბოლო 10 წელიწადში მხოლოს ლუკას მოურას (21 - 2014 წელს "მონპელიესთან") ჰქონდა.

ტოპ-5 ლიგაში ერთ მატჩში გოლი+პასი (სულ მცირე) ყველაზე მეტჯერ ნეიმარმა მიითვალა - 6. შემდეგ მოდის კილიან მბაპე - 5, შემდეგია ლეროი სანე "მანჩესტერ სიტიდან".

ვაჰბი ხაზრი (რენი) ბოლო 7 მატჩში პსჟ-ის წინააღმდეგ 5 გოლში მონაწილეობდა (3 გოლი, 2 პასი). პენალტიც რომ გაეტანა, 6-მდე ავიდოდა.

ჩემპიონი არ ნებდება, "მონაკომ" "სენტ ეტიენს" სტუმრად 4:0 მოუგო. გოლები სიდიბემ, ლემარმა, ფაბინიომ და კეიტა ბალდემ გაიტანეს. მოკლედ, ლამის ყველამ, გარდა ფალკაოსი. 53-ე წუთზე "მონაკოს" მესამე გოლს ისე აპროტესტებდა "მწვანეების" გოლკიპერი და კაპიტანი სტეფან რუფიე (ის თანამსაჯს ყურში ჩაჰყვიროდა), რომ მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა.

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ბრწყინვალე საღამოა. დიდებულად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩავიწერეთ. აქ ყოველთვის ივსებოდა სტადიონი და მატჩებიც სულ დაძაბული იყო, მაგრამ დღეს სხვანაირად იყო. ხალხიც ცოტა იყო და მეტოქეც სუსტად თამაშობდა. უფრო დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო, უფრო ეფექტურები რომ ვყოფილიყავით".

"ლილმა" საბოლოოდ მოიცილა არგენტინელი მწვრთნელი მარსელო ბიელსა, მაგრამ ამან არ უშველა, "დიჟონმა" 3:0 გაანადგურა.

ფაქტები

ჟულიენ საბლე "სენტ ეტიენის" ისტორიაში პირველი მწვრთნელია, ვინც პირველ 6 მატჩში ვერ შეძლო გამარჯვება.

"მონაკომ" ამ სეზონში მატჩების პირველ ხუთწუთეულში 4 გოლი გაიტანა, ეს კი ყველაზე მეტია ლიგა 1-ში.

"სენტ ეტიენმა" "მონაკოსთან" 8-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია შეწყვიტა.

"მეცმა" მე-6 ტურის მერე პირველად მოიგო.

"ტრუამ" მატჩი ბურთის ფლობის 36%-იანი მაჩვენებლით მოიგო.

"ბორდომ" 1976 წლის მერე პირველად წააგო ზედიზედ 6 საგარეო მატჩი.

ნაბილ ფეკირმა 2017 წელს ლიგა 1-ში ყველაზე მეტი საჯარიმო გაიტანა - 3.

მარიო ბალოტელის გოლმა "ნიცას" ზედიზედ მე-4 ტურში გაამარჯვებინა.

ლიგა 1. XVIII ტური

სენტ ეტიენი-მონაკო 0:4

გოლები: 0:1 სიდიბე (3), 0:2 ლემარი (32), 0:3 ფაბინიო (53), 0:4 ბ. კეიტა (60)

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - რონი ლოპეში (87. დიაქაბი), ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი (66. ღეზალი) - ბ. კეიტა (77. კარილიო), ფალკაო

გაძევება: რუფიე (53. სენტ ეტიენი)

რენი-პსჟ 1:4

გოლები: 0:1 ნეიმარი (4), 0:2 მბაპე (17), 1:2 მუბელე (53), 1:3 კავანი (75), 1:4 ნეიმარი (76)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - ვერატი, ლო სელსო (80. პასტორე), დრაქსლერი (74. ტ. მიატო) - მბაპე, კავანი, ნეიმარი

გაძევება: ანდრე (63. რენი), კიმპემბე (89. პსჟ)

გამოუყენებელი პენალტი: ხაზრი (90. რენი)

კაენი-გენგამი 0:0

დიჟონი-ლილი 3:0

გოლები: 1:0 საიდი (12), 2:0 საიდი (17), 3:0 ბალო ტურე (35 ს.კ.)

მონპელიე-მეცი 1:3

გოლები: 1:0 რუსილიონი (20), 1:1 კოადი (28), 1:2 რივიერი (84), 1:3 ბასინი (93)

სტრასბური-ტულუზი 2:1

გოლები: 1:0 მარტენი (25-პენ), 1:1 გრადელი (30), 2:1 მანგანე (52)

ტრუა-ამიენი 1:0

გოლი: 1:0 დარბიონი (78)

ნანტი-ანჟერი 1:0

გოლი: 1:0 სალა (24)

გაძევება: ბამუ (65. ნანტი)

ნიცა-ბორდო 1:0

გოლი: 1:0 ბალოტელი (36)

ლიონი-მარსელი 2:0

გოლები: 1:0 ფეკირი (6), 2:0 მარიანო დიასი (51)

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მარშალი - ტუსარი, ნდომბელე (85. დეპაი) - კორნე, ფეკირი (91. მენდი), აუარი - მარიანო დიასი (79. ფერი)

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი, როლანდო, ამავი - ზამბო ანგისა (62. მ. ლოპესი), ლუის გუსტავო - ტოვენი, პაიე, ოკამპოსი (59. მიტროღლუ) - ჟერმენი (69. სანსონი)

ბომბარდირები: 18 - ედინსონ კავანი (პსჟ); 14 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 13 - მარიანო დიასი (ლიონი).

მომდევნო ტური

20 დეკემბერი: ამიენი-ნანტი, ანჟერი-დიჟონი, ბორდო-მონპელიე, გენგამი-სენტ ეტიენი, ლილი-ნიცა, მარსელი-ტრუა, მეცი-სტრასბური, მონაკო-რენი, პსჟ-კაენი, ტულუზი-ლიონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
[VIDEO] "ასტონ ვილას" ფანტასტიკური სერია - ემერის გუნდი ჩემპიონობის პრეტენდენტი ხდება...
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
1914 წლის შედეგი გაიმეორეს - "ასტონ ვილა" 10 მატჩია ვერავინ აჩერებს
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"უსასრულოდ ვერ მოვითმენდი" - ემერიმ ახსნა, რატომ არ ჩამოართვა არტეტას ხელი
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა