ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
ლა ლიგა. XVI ტური: ელ ნინიოს პირველი, "ბარსა" "ბერნაბეუზე" +11-ით ჩადის [VIDEO]
ლა ლიგა. XVI ტური: ელ ნინიოს პირველი, "ბარსა" "ბერნაბეუზე" +11-ით ჩადის [VIDEO]
"რეალმა" პირველად მოიგო წელიწადში 5 ტურნირი, მაგრამ ის აკლდა ლა ლიგას
"რეალმა" პირველად მოიგო წელიწადში 5 ტურნირი, მაგრამ ის აკლდა ლა ლიგას.
სამაგიეროდ, ფერნანდო ტორესმა სეზონში პირველად გაიტანა და "ატლეტიკოც" პირველად გადავიდა მეორე ადგილზე. ჰო კიდევ, პირველად ამ საუკუნეში, მოსაბეზრებელი ბასკური დერბი ვიხილეთ - გოლი არ გასულა.
ატლეტიკო-ალავესი
"ვანდა მეტროპოლიტანოზე" დიეგო სიმეონეს ბიჭები მათთვის დიდებული ამბით გავიდნენ სათამაშოდ. წუთების წინ "ვალენსია" ბასკეთში დაამარცხეს და გამარჯვება "ატლეტიკოს" მეორე ადგილისკენ უკაფავდა გზას.
დიეგო სიმეონემ, ტრადიციულად, 4-4-2-ს მიმართა, წინ კევინ გამეირო და ანტუან გრიზმანი დააყენა, მაგრამ ფრანგული დუეტი ვერას გახდა, დრო გადიოდა და არაფერი ჩანდა. ნელ-ნელა სიმეონემ "ატლეტიკოს" შემადგენლობა სუპერშემტევი გახადა, ანხელ კორეა და ფერნანდო ტორესი დაამატა და სწორედ "ელ ნინიომ", როგორც იქნა, გატეხა ნავსი და ხორვატი ვრსალიკოს ჩაწოდებული "ალავესის" კარში გაიტანა. ეს ტორესის პირველი გოლია სეზონში! პირველი, მაგრამ როგორი მნიშვნელოვანი.
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "შეცვლებით გუნდი გაძლიერდა. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც თამაშის გაძლიერება შეუძლიათ. ჩვენ კიდევ შეგვიძლია მომატება. რაც მოხდა ლიგაზე, უკან მოვიტოვეთ. ამბობენ, რომ ტორესს ცოტა დროს ვაძლევ, მაგრამ მე ვზრუნავ გუნდზე და არა კონკრეტულ პიროვნებებზე".
16.12.17. ატლეტიკო - ალავესი 1:0
ფაქტები
2003 წლის მერე პირველად ერთმა გუნდმა (ალავესი) ლა ლიგაში 11-ჯერ დაარტყა კარისკენ ისე, რომ ერთიც კი ვერ მოარტყა კარის ჩარჩოში.
ამ სეზონში "ატლეტიკომ" ყველაზე მეტი მატჩი მოიგო 1-გოლიანი უპირატესობით - 7.
ფერნანდო ტორესის ბოლო 7 გოლის წყალობით, "ატლეტიკომ" ლა ლიგაში 8 ქულა მოიპოვა.
ამ მატჩის პირველ ტაიმში "ატლეტიკო" 10-ჯერ დაჯარიმდა, რაც ერთ ტაიმში არასოდეს მომხდარა "ვანდაზე".
"ატლეტიკო" ამ სეზონში ლა ლიგაში კვლავ დაუმარცხებელია.
დიეგო სიმეონე ლა ლიგაში მოგებებით მწვრთნელთა ტოპ-20-ში შევიდა. მან 145 მატჩი მოიგო. სიას სათავეში ლუის არაგონესი უდგას 344 მოგებით.
"ბარსელონამ" "რეალის" არყოფნით ისარგებლა, "დეპორტივო" იოლად დაამარცხა (4:0) და მომდევნო ტურში "ელ კლასიკოს" 11-ქულიანი ჰანდიკაპით ხვდება.
რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი არ გადაწყვეტილა, თუ კატალონიელები შემდეგ ტურში მადრიდში არ წააგებენ...
"დეპორტივოსთან" დუბლები მიითვალეს ლუის სუარესმა და პაულინიომ, ხოლო ლეო მესიმ პენალტი ვერ გაიტანა. "ბარსას" პირველივე ტაიმში გამოაკლდა პაკო ალკასერი, რომელიც კლასიკოზე ვერ ითამაშებს (ისევე, როგორც ახლახან გამოჯანმრთელებული უსმან დემბელე).
17.12.17. ბარსელონა - დეპორტივო 4:0
ფაქტები
პაულინიოს 6 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა და ნახევარმცველებში მხოლოდ გონსალო გედეშს (ვალენსია) აქვს ამდენი გოლი+პასი სისტემით.
2017 წელს ლა ლიგის ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი საგოლე პასი (ყველა შეჯიბრებაში) ლეო მესის აქვს - 15.
"ეიბარი" ყოველთვის კარგია სეზონის პირველ ნახევარში. ახლაც "ვალენსიასთან" გამარჯვებამ ბასკური გუნდი ლიდერებში მოაქცია. 3 ქულას კი გუნდი კატალონიელ ნახევარმცველ ჟოან ჟორდანს უნდა უმადლოდეს, რომელმაც ჯერ საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ მას მერე, რაც სანტი მინამ გაათანაბრა, ჟორდანმა თავურით მატჩის ბოლო წუთებზე გამარჯვება მოუტანა გუნდს - 2:1.
16.12.17. ეიბარი - ვალენსია 2:1
დიდ ბასკურ დერბის მოუთმენლად ველოდით, მაგრამ არ გაგვიმართლა - გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს, ისევე, როგორც ედუარდო ბერიცოს დაბრუნება ვერ აღნიშნა სათანადოდ "სევილიამ", რომელიც შინ "ლევანტეს" 0:0 დაუზავდა.
ფაქტები
21-ე საუკუნეში პირველად "ბილბაომ" და "რეალ სოსიედადმა" 0:0 ითამაშეს.
2003 წლის მერე პირველად, ბასკურ დერბიში ტაიმში ერთი ზუსტი დარტყმაც არ ყოფილა.
"ვილიარეალმა" სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
კრისტიან სტუანის (ჟირონა) "ხეტაფეს" კარში 4 გოლი დაუგროვდა.
ხონათანა ვიერამ ზედიზედ მეორედ ვერ გაიტანა პენალტი ლა ლიგაში. ეს პირველად მოხდა მის კარიერაში.
ლა ლიგა. XVI ტური
სევილია-ლევანტე 0:0
სევილია (4-3-3): ს. რიკო - მერკადო (77. ხესუს ნავასი), კიაერი, ლონგლე, ესკუდერო - განსო (67. ფ. ვასკესი), პისარო, ბანეგა - სარაბია, ბენ იედერი, ხ. კორეა (80. მურიელი)
ბილბაო-სოსიედადი 0:0
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - ლეკუე, ნუნიესი, ლაპორტი, ბალენზიაგა (70. საბორიტი) - სან ხოსე, მ. რიკო - დე მარკოსი (67. ვილიამსი), რაულ გარსია (80. კორდობა), სუსაეტა - ადურისი
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, დ. ლორენტე, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა - იანუზაი (85. ველა), ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი (70. კანალესი)
ეიბარი-ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 ინუი (49), 1:1 მინა (57), 2:1 ჟორდანი (87)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გაბრიელი, ვეზუ, გაია (46. ლატორე) - ხილ დე პარეხა (73. გედეში), კონდოგბია, პარეხო, ა. პერეირა (81. ფ. ტორესი) - როდრიგო, მინა
ატლეტიკო-ალავესი 1:0
გოლი: 1:0 ფ. ტორესი (74)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი (69. ფ. ტორესი), თომასი (46. ა. კორეა), გაბი, კოკე - გამეირო (69. ფერეირა-კარასკო), გრიზმანი
ჟირონა-ხეტაფე 1:0
გოლი: 1:0 სტუანი (5)
სელტა-ვილიარეალი 0:1
გოლი: 0:1 ფორნალსი (34)
ლას პალმასი-ესპანიოლი 2:2
გოლები: 0:1 მორენო (19), 0:2 მორენო (41), 1:2 რემი (80), 2:2 კალერი (89)
გამოუყენებელი პენალტი: ვიერა (94. ლას პალმასი)
ბარსელონა-დეპორტივო 4:0
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (29), 2:0 პაულინიო (41), 3:0 ლ. სუარესი (47), 4:0 პაულინიო (75)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, ვერმალენი, ალბა (81. დინი) - რაკიტიჩი, პაულინიო, ინიესტა (56. ანდრე გომეში) - მესი, ლ. სუარესი, პ. ალკასერი (23. ა. ვიდალი)
გამოუყენებელი პენალტი: მესი (70)
ლეგანესი-რეალი გადაიდო
ორშაბათი, 18 დეკემბერი
მალაგა-ბეტისი 23:59
ბომბარდირები: 14 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 10 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 9 - იაგო ასპასი (სელტა), სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი); კრისტიან სტუანი (ჟირონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 8 - როდრიგო (ვალენსია).
მომდევნო ტური
19 დეკემბერი: ლევანტე-ლეგანესი;
20 დეკემბერი: ხეტაფე-ლას პალმასი, რეალ სოსიედადი-სევილია;
21 დეკემბერი: ეიბარი-ჟირონა, ალავესი-მალაგა;
22 დეკემბერი: ბეტისი-ბილბაო, ესპანიოლი-ატლეტიკო;
23 დეკემბერი: რეალი-ბარსელონა, ვალენსია-ვილიარეალი, დეპორტივო-სელტა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
• gio
თუ ისე მოხდა, რომ ბარსამ რეალი თავი მოედანზე მიჭირხნა, მაშინ რეალმა კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს :))
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა