ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საბა კვირკველია გრასიაზე: რას უწოდებენ რუსეთში უწესო ადამიანს?

საბა კვირკველია გრასიაზე: რას უწოდებენ რუსეთში უწესო ადამიანს?

საბა კვირკველია: "რუბინი" ნახევარი წელი არ მათამაშებდა და უნდოდა მილიონებად გავეყიდე
რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" ვრცელი და ერთობ საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველ მცველთან საბა კვირკველიასთან, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

ბაკოვკის ბაზასთან ახლოს თავის ოჯახთან ერთად ბინადრობს ბატონი კვირკველია, რომელსაც მშობლებმა ბიბლიური მეფის სოლომონის სახელი დაარქვეს, თუმცა მშობლიურ სამტრედიაში ამ თმაქოჩორა მაჩოს უბრალოდ, საბას ეძახიან. ასეა "ლოკომოტივშიც", რომლის ღირსებასაც თითქმის ერთი წელია იცავს.

და ის, რომ მას აქ ყველაფერი მოსწონს - ქალაქი, გუნდი, გულშემატკივრები, ახალი ბინა, ადასტურებს ოდნავ დაღლილი კაცის ღიმილი, რომელიც არ იტანჯება ხვალინდელ დღეზე ფიქრით. საუბარი კი მოულოდნელად კინოთი დავიწყეთ.

- თქვენი ისტორია რაღაცით "მიმინოს" ჰგავს. იქაც ქართული პროვინციიდან ჩამოდის ბიჭი და მოსკოვში ყველა სურვილი უსრულდება.

- მართლაც, რაღაც საერთო არის. გახსოვთ, როდესაც ფრენის გადასამზადებელ კურსებზე უშვებენ, 40 წლისაა, მე კი მხოლოდ - 25-ის. მაინც უნდა იჩქარო, რამეთუ ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა.

- და როგორ შეაფასებდით განვლილ გზას?

- ციდან ვარსკვლავები არ მომიწყვიტავს, მაგრამ რაღაცის გაკეთება მოვახერხე. ვამაყობ, რომ საქართველოს ნაკრების ღირსებას ვიცავ. "რუბინთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზე, ახლა კი ისეთ პატივცემულ გუნდში ვთამაშობ, როგორიც "ლოკოა". მთავარი კი ისაა, რომ ასეთ მაღალ დონეზე ვასპარეზობ. ამისთვის ჩემი მასწავლებლების მადლიერი ვარ.

- მოსკოვს მიეჩვიეთ?

- შეიძლება ითქვას - კი. თუმცა, მარშრუტს იშვიათად ვიცვლი. ხანდახან მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ქართულ რესტორნებში შევივლით ხოლმე.

- ჯიქია კომპანიას გიწევთ?

- როდესაც თავისუფალი დრო აქვს. მართლა, გიორგის პირველად რესტორანში შევხვდი. რამოდენიმე ფეხბურთელი ვიყავით, ძმები მირანჩუკები, დიმა ტარასოვი. ჯიქია გია გრიგალავამ გამაცნო, ჩემი გოგოს ნათლიამ.

- ავტომობილის ყიდვას აპირებთ?

- დიახ. ჯერ არ შემირჩევია, თუმცა დიდი დამჭირდება, რათა მთელი ოჯახი დავეტიოთ. მე და ანი ხომ მალე ოჯახში მატებას ველით - ვაჟიშვილს.

- "ლოკომოტივის" ფანების საყვარელი ფეხბურთელი და მეტოქეთა მეკარეების რისხვა ზაზა ჯანაშია შვებულებიდან მუდამ წონაში მომატებული ბრუნდებოდა. თქვენ არა გაქვთ მსგავსი პრობლემა?

- არასოდეს არ მქონია. ყოველთვის 91 კილოგრამს ვიწონი.

- სტუმრები ხშირად გყავთ?

- არა. აი, გაზაფხულზე მშობლებს ველი. როდესაც "ლოკომოტივი" თამაშობს, ნახევარი ქალაქი მამაჩემთან მიდის - იციან, როგორი გულშემატკივარია მერაბ კვირკველია! ის თვლის, რომ მასზე უკეთ ფეხბურთი არავის არ ესმის. მატჩის დროს ჩემს თამაშს დეტალურად არჩევს - ყვირის, ხელებს იქნევს, იგინება. მატჩის შემდეგ ვურეკავ, რათა ჩემი თამაში შემიფასოს.

- თუ ჯანოსთან და ჯიქიასთან ერთად ქართულ სუფრაზე მიმიწვევთ, მწვადს თავად შეწვავთ? ამბობენ, მწვადის შეწვა მამაკაცებს უფრო ეხერხებათო.

- არ მოგატყუებთ, ყველაფერს ქართულ რესტორანში შევუკვეთავ. მათ შორის ჩემს საყვარელ ხინკალს, რომელიც ცხვრის ხორცისგან უნდა იყოს დამზადებული.

- რა თქმა უნდა, ქართულ ღვინოს დალევთ?

- მართალი გითხრათ, არ მიყვარს. თუ სიტუაცია უფლებას მაძლევს, შემიძლია ცოტა ვისკი მოვსვა.

- გული არ გწყდებათ, გუნდში სხვა ქართველი რომ არაა?

- რას იზამ. სამაგიეროდ "ლოკოს" მთავარი გულშემატკივარი დემურ კირთაძეა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ტრიბუნაზე კი - ნამდვილი აკადემიკოსი! როდესაც მსახიობ ვალერი ბარინოვთან ერთად ზის ტრიბუნაზე, ნამდვილი სპექტაკლი იდგმება. ასეთი ფანები არავის არა ჰყავს.

- რევაზ ჩელებაძე თქვენი აღმზრდელია?

- დიახ, მან პირველმა გამიკვლია დიდ ფეხბურთში გზა. ის რომ არ ყოფილიყო, დღეს შეიძლებოდა ჩვენი საუბარი არ შემდგარიყო.

- ის ყველგან როგორც თქვენი აგენტი ისე ფიგურირებს.

- მერე რა? ის ჯანოს საქმეებსაც წარმართავს. რატომღაც მიჩნეულია, რომ აგენტები პატიოსანი ხალხი არაა. რევაზ ვლადიმერის ძე საოცრად კეთილი და პატიოსანი ადამიანია. კარგი ფეხბურთელიც იყო, თბილისის "დინამოსთან" ერთად უეფას თასი მოიგო (ევროპის თასების მფლობელთა თასი- რედ.), ოლიმპიურ ნაკრებში თამაშობდა. ახლა მასეთი ფორვარდის მოძებნა ძნელია.

- და სად გაიცანით?

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა. იქ თამაშობდა რეზოს შვილი გიორგი. სხვათა შორის, იმ გუნდიდან რუსეთის პრემიერლიგაში ჯანო (სპარტაკი), ჭანტურია (ურალი) და ოქრიაშვილი (კრასნოდარი) ასპარეზობენ. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ რეზო ვლადიმერის ძე მოვიდა და მკითხა, გინდა რუსეთში თამაშიო? მამას დავურეკე და ვუთხარი. მან მითხრა, რეზო სერიოზული კაცია, უნდა ენდოო. და გავემგზავრე თურქეთში, სადაც "ზენიტი" იყო შეკრებაზე.

- და რა პირობით მიგიყვანეს ასეთ დიდ გუნდში?

- ეს ავანტიურას ჰგავდა: 18 წლის ვიყავი, არც ერთი სიტყვა არ ვიცოდი რუსულად და წარმოდგენა არ მქონდა რას წარმოადგენდა ამ დონის ფეხბურთი. ყველაფერი მეტნალებად გაირკვა, როდესაც გუნდის მწვრთნელის ანატოლი დავიდოვის წინაშე წარმადგინეს. მგონი, მიხვდა რა დღეში ვიყავი, შემაგულიანა, როგორღაც ამიხსნა, რომ კარგად ვარჯიში და თამაში მევალებოდა. ეტყობა, რაღაცით მოვეწონე, ვინაიდან ჩემი პირველი კონტრაქტი გავაფორმე - ექვსთვიანი.

- თქვენი პიტერული კარიერა წარმატებულად ვერ ჩაითვლება, რადგან ახალგაზრდულ გუნდში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარეთ.

- არა მგონია, დრო უქმად დამეკარგოს. უპირველეს ყოვლისა, რუსეთს მივეჩვიე. თანდათან ენაც ვისწავლე. ამის გარეშე "რუბინში" გამოცდას ვერ გავუძლებდი.

- ყაზანში როგორ მოხვდით?

- "ზენიტის" და "რუბინის" ახალგაზრდული გუნდების მატჩის შემდეგ, ჩემთან ჩელებაძე მოვიდა და მითხრა, შენი თამაში ყაზანელებს მოეწონათ, მზად არიან ხვალვე გაგიფორმონ კონტრაქტი, თანახმა ხარო? დაუფიქრებლად თავი დავუქნიე.

- პირობებზე და ბონუსებზე შეუთანხმებლად დათანხმდით?

- რა ბონუსი? მე მიწვევდა კლუბი, რომელმაც "ბარსელონა" დაამარცხა, შესაძლებლობა მეძლეოდა ბერდიევთან მევარჯიშა. ეს ყველა მცველის ოცნებაა. ეს ჩემი შანსი იყო. ამჯერად ყველაფერი უფრო სერიოზულად გახლდათ - წლინახევრიანი კონტრაქტი და იმ დროისთვის ფანტასტიკური ხელფასი, 800 დოლარი.

- ბერდიევზე ამბობენ, ურთიერთობაში რთული ადამიანიაო.

- მეც გამეგო მსგავსი რამ და გამიკვირდა. თუ ასე შეიძლება ითქვას, მან ჩემთვის ყველაფერი და ყველაფერზე მეტი გააკეთა. თბილად მიმიღო. ძალიან მენდობოდა. ჩემთვის მაშინ ასეთი დამოკიდებულება ბევრს ნიშნავდა. როდესაც ევროპა ლიგაზე "ბორდოსთან" შეხვედრაში რიკოშეტით საკუთარ კარში გავიტანე გოლი, დამამშვიდა - ასეც ხდებაო.

- ყველაფერ კარგს თქვენთვის "რუბინში" ხაზი ესპანელი მწვრთნელის გრასიას მოსვლამ გადაუსვა. ასე როგორ გამოგიყვანათ წყობილებიდან, რომ ერთ ინტერვიუში ჯამბაზი უწოდეთ?

- ახლა ვნანობ.

- ვნანობ, რომ ასე რბილად ვთქვი. რას უწოდებენ რუსეთში უწესო ადამიანს?

- არამზადას.

- კარგად არ მესმის, მაგრამ ურიგოდ არ ჟღერს. მან თან მთელი გუნდი მოიყვანა და თქვა, "რუბინი" ჩემპიონი უნდა გავხადოო. მერე ხალხი იცინოდა, მიზნის მისაღწევად სულ რაღაც 30 ქულა არ ეყოო. პირველივე შეხვედრისას მითხრა:"მე შენ არ გიცნობ, შეიძლება კარგი ბიჭი და ფეხბურთელი ხარ, მაგრამ არ გათამაშებ". გაშვება ვთხოვე, მან კი არაფერი მიპასუხა და ხელები გაშალა. იმ დროს "კრასნოდარი", "როსტოვი" და "ლოკომოტივი" მეპატიჟებოდნენ. თან, გენერალური დირექტორი ფეხრიევი მიმღვრევდა წყალს: არ წახვიდე, ითამაშებო. სინამდვილეში მთელმა ხელმძღვანელობამ ზურგი მაქცია.

- და როგორ დააღწიეთ თავი ასეთ კოშმარს?

- მოულოდნელად სიომინმა დამირეკა და დაინტერესდა, მინდოდა თუ არა იჯარით მის გუნდში გადასვლა. ჩემი პასუხის შემდეგ დასძინა, ვიცი შენი პრობლემები, გადავწყვეტთო.

- იჯარით წასვლა კი მოახერხეთ, მაგრამ როდესაც საქმე ტრანსფერზე მიდგა, ისეთი ამბავი ატყდა, გინდა-არგინდა ნეიმარის "ბარსელონადან" პსჟ-ში გადასვლა გაგახსენდებოდა.

- მთელი საქმე ფულში იყო. რამდენი მოითხოვა "რუბინმა" არ გეტყვით, მაგრამ როგორ შეიძლება მილიონები მოითხოვო ფეხბურთელში, რომელიც ნახევარი წელი არ ათამაშე?

- როდესაც "ლოკომოტივში" გადადიოდით, "რუბინში" ბერდიევი დაბრუნდა, ვინაც პირველი გენდოთ 19 წლის ბიჭს. ალბათ, "ლოკომ" უფრო კარგი კონტრაქტი შემოგთავაზათ?

- ეს ამბავი როდესაც შევიტყვე, ყველაფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. კურბან ბეკიევის ძეს კი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისათვის.

- სამაგიეროდ, ყველა გააკვირვა თქვენმა ჟესტმა, როდესაც უკვე ბერდიევის "რუბინს" მატჩის დასასრულს საპასუხო გოლი გაუტანეთ.

- ეს ბერდიევთან არანაირ კავშირში არ იყო. ეს ჩემი მისალმება იყო გრასიასადმი: უყურეთ სენიორ, მე ვთა-მა-შობ! იქამდე კიდევ მივესალმე, როდესაც თასის ფინალში ტროფეი აღვმართე. თუმცა, არა მგონია ვენახე, რამეთუ ასეთ ხალხს ფეხბურთი კი არა, თავისი თავი უყვართ ფეხბურთში. გამიმართლა, რომ ვთამაშობ გუნდში, რომელსაც სულ სხვანაირი ადამიანი უდგას სათავეში.

- არ გეშინიათ, რომ ჩორლუკას მწყობრში ჩადგომის მერე ძირითად შემადგნლობაში მოხვედრის პრობლემა შეგექმნებათ?

- ცხოვრება გვაჩვენებს. ჩარლი დიდი ოსტატი და კარგი ბიჭია. ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია. მთავარია, გუნდი იყოს ძლიერი.

- რომელ მომენტს გაიხსენებთ ყველაზე მეტად?

- ევროპა ლიგაზე "რუბინის" თამაშს "ლივერპულთან". პირთამდე სავსე "ენფილდის" ტრიბუნებს, ზღაპრულ მოედანს, უმდიდრესი ისტორიის მქონე გუნდთან დაპირისპირებას, რომლის შემადგენლობაში ვარსკვლავები იყვნენ. უკვე მე-15 წუთზე დევიჩმა ანგარიში გახსნა. თავი არ დაგვიზოგავს, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ - 1:1. ასეთი რამ არ დაგავიწყდება.

- ვის გამოყოფდით მცველებიდან? გასაგებია, ჯიქიათი დაიწყებთ...

- და განა მართალი არ ვიქნები?

- აბა, "ლივერპული"?

- ასეთ მატჩებში ყველა დამნაშავეა. ასეთი რამეებიც ხდება ხოლმე და არაა საჭირო ვინმეს ცალკე შეფასება. ამასთან, გიორგის სალაჰთან თამაშის წესები არ დაურღვევია.

• მიხო

Sioguni-ს. ვის უშვებენ და ვალიკოსა, გაიგე ოოოოოოოოოოოოო!!!!

• noe

007-ს. რატომღაც ფილმი "აგენტი 007" გამახსენდა შენი კომენტარის გაცნობისას. ეს ხუმრობით. რაც შეეხება თქვენს "შენიშვნას" საბას სიტყვებზე ღვინის მიმართ -"მართალი გითხრათ, არ მიყვარს", უბრალოდ სიცილის მომგვრელია მხოლოდ. უამრავი ქართველი სპორცმენის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც ანალოგიურად გასცემდა პასუხს ჟურნალისტს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საბას ქართული ღვინო სძულს. მეც არ მიყარს ღვინო და ძალიან იშვიატად თუ დავლევ, მაგრამ რატომ გგონიათ რომ მძულს ეს ღვთისნიერი სასმელი? მოკლედ, ძალიან უაზრო შენიშვნა მიეცი საბას. საბას კი, კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებ.

• დავითი

ჩემო ძმაო,რუსეთში ხომ ყოფილხარ???თუ ასაკით ახალგაზრდა ხარ და არ მოგიწია ჯერ???ნიშნის მოგებით კი არ გეუბნები,ღმერთმა დამიფაროს,უბრალოდ ჰავას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა!!! რუსეთში,პირადად მე,ვერანაირ ღვინოს ვერ ვსვავ,მჭყიპავს და მაგრად მიტყდება,მიფუჭებს ხასიათს!!! რუსეთი არყის ქვეყანაა რომელიც შემეძლო(ცოტა კი არა და კარგა მაგრად ახალგაზრდა რომ ვიყავი(გინდ დამიჯერე,გინდ არა) 5 პოლ-ლიტრა დამელია და ფეხი არ ამრეოდა!!!:))) საბასაც ეტყობა ძლიერი სასმელი ურჩევნია იქ....აბა ეხლა აქ თქვი რა მიდის უფრო მაგრად???რა არაყი,რის ვისკი???დაილოცოს ხვთის ნაბოძები ქართული ღვინო!!!!!! აი ეს არის და ეს,ეს მიზეზია თორემ სასმელი არის ჩვენი ღვინო,არაყი და ვისკი რა მოსატანია???!!! წარმატებები ვუსურვოთ საბას!!!

• Sioguni

მიმინოში გადამზადებაზე როდის და ვის უშვებენ>?

• 007

როგორც ფეხბურთელს არაგიშავს - უკეთესს ველოდები,მაგრამ ქართულ ღვინოში ჩაიჭერი. ქართული ღვინო ხომ ჩვენი ქვეყნის დიდი ღირსებაა, მას პატივისცემა სჭირდება , განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველისაგან.შენ ერთ შოტლანდიელს ვერ იპოვი, ისე უდიერად მოიხსენიოს ვისკი,როგორც შენ ქართული ღვინო !...გაუფრთხილდი ყოველივეს ქართულს - იცოდე ისე იცხოვრე,რომ ქართველმა შენით იამაყოს - ჯიქია ბოლო - ბოლო ამას მიხვდება,მაგრამ გვიან იქნება . ღმერთმა ქნას მალე მოეგოს გონს !!!.. დიდი სახელითა დიდებით დაბრუნებოდე სამშობლოს !..

• odala

ფანტასტიკური ხელფასი 800 დოლარიო და ხუმრობაა თუ შეცდომა?? 800K ხომ არ უნდა იყოს?

• odala

ნეტავ ყველა თქვენს საქმეს მიხედავდეთ.. ბიჭი იქ არის დაბადებულ-გაზრდილი და ამით ყველაფერია ნათქვამი. შეეშვით ამ ფსევდო-პატრიოტობას. ის კაცი რუსული პასპორტით და ქართული გვარით უფრო მეტს აკეთებს საქართველოსთვის ალბათ, ვიდრე ასეულობით თქვენგანი ;)

• Sandro

jikiastan rogor megobrob aseti magari kartveli? araa eg kaci arc megobrobis da arc kartuli gvaris tarebis girsi!!!! sheni kide saba warmatebebi da imedia rusetidan evropashi gadaxval!!!

• Dato

ჯიქიასთან მეგობრობას ვერ მოგიწონებ მხოლოდ, თორემ სხვა მხრივ იდეალური პიროვნება ხარ საბა! (ჯიქიას მხოლოდ სამშობლოს არჩევაში არ შეეშალა, კიდევ დამატებით სისულეები და მავნებლური განცხადებები წამოაყრანტალა "ახალი და დიადი სამშობლოს" პრესასთან ინტერვიუში).

• ივერი

კარგი ადამიანი ხარ საბა

• ივერი

კარგი ადამიანი ხარ საბა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა

"მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება" - "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ჯიქია დაიცვა

"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს

"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა

"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან

სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს

"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა

რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან

"შახტარი" დავით ხოჭოლავას კონკურენტს "ზენიტს" 10 მილიონად მიყიდის

"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

ევროპა ლიგა. 1/16 ფინალი: "ფენერბახჩე" პეტერბურგში ერთბურთიანი ფორით მიემგზავრება

ჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ინტერი" წაგებას 90+2-ე წუთზე გადაურჩა [VIDEO]

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან

"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი

"ზენიტში" გადასული იაროსლავ რაკიცკი უკრაინის ნაკრებიდან მოკვეთეს

გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]

"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

არტიომ ძიუბას "ევერტონში" შესაძლო გადასვლა მართალი არ გამოდგა

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო

"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"შახტარიდან" "ზენიტში" გადასულ იაროსლავ რაკიცკის უკრაინელები იუდას და მოღალატეს უწოდებენ

რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა

უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]

"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ

გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა

რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს

გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს

"სპარტაკიდან" წასული ჯიქიას სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან და კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს