ცნობილი ფინელი პილოტი კიმი რაიკონენი სარბოლო პიკაპის საჭეს მიუჯდება და Camping World Truck Series-ში მიიღებს მონაწილეობას
უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ცნობილმა ფინელმა პილოტმა კიმი რაიკონენმა ამერიკული ნასკარის სერიაში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. ახლა ამასთან დაკავშირებით უფრო დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ირკვევა, ახალ სერიაში ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონის დებიუტი მაისში შედგება - კიმი სარბოლო პიკაპის საჭეს მიუჯდება და Camping World Truck Series-ში მიიღებს მონაწილეობას.

"კიმი რაიკონენმა განაცხადი შემოიტანა, რომელიც უკვე მიღებულია: 20 მაისს ის პირველ ეტაპს ჩაატარებს სარბოლო პიკაპების სერიაში", - ამბობს ნასკარის ოფიციალური წარმომადგენელი.

2007 წლის ჩემპიონისთვის ეს იქნება ძალების პირველი მოსინჯვა კლასიკურ ამერიკულ დისციპლინაში. რბოლა შარლოტის (ჩრდილოეთ კაროლინა) ოვალურ ავტოდრომზე ჩატარდება, სადაც ტრასის სიგრძე 2.4 კილომეტრს შეადგენს.

რაიკონენის ნასკარში გადასვლის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ პიკაპებით რბოლა ერთგვარი გარდამავალი ეტაპი იყოს ნასკარის უმაღლეს დივიზიონში (Sprint Cup) გადასასვლელად. როგორც უკვე ვწერდით, ფინელი არც თავის ამჟამინდელ საქმიანობაზე - რალის ჩემპიონატში გამოსვლაზე იტყვის უარს: მას 2011 წელს კონტრაქტის მიხედვით რვა ეტაპზე გამოსვლა უწევს.

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა