წლისა და წრის უკანასკნელი ტურის მატჩები დღეს ერთდროულად გაიმართება
წლისა და წრის უკანასკნელი ტურის მატჩები დღეს ერთდროულად გაიმართება. პირველი წრის ჩემპიონი, რა თქმა უნდა, უკვე ცნობილია. ახლა მხოლოდ ის არის გასარკვევი, "პარი სენ-ჟერმენი" რამდენი ქულით ჩამოიტოვებს უახლოეს კონკურენტებს სეზონის ეკვატორზე.

პსჟ "კაენს" მასპინძლობს და ფავორიტია. მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ახალგაზრდა ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს თამაშია გამორიცხული ტრავმის გამო. შეიძლება დაბრუნდეს კაპიტანი ტიაგო სილვა, რომელიც პსჟ-ს ძალიან სჭირდება, რადგან წინა ტურში მისი შემცვლელი კიმპემბე გააძევეს და დისკვალიფიცირებულია.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა "პარკ დე პრენსზე" მაისში 1:1 დასრულდა. არადა, შარშანდელი სეზონის პირველ მატჩში პსჟ-მა მეტოქე სტუმრად 6:0 გაანადგურა.

ჩემპიონი "მონაკო" "რენს" მასპინძლობს. მასპინძლებს არ ეყოლებათ ტრაორე, იოვეტიჩი და ტილემანსი. სამივე ტრავმირებულია. "ოლიმპიკების" დერბის გამარჯვებული "ლიონი" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ტულუზს" სტუმრობს, "მარსელი" კი "ველოდრომზე" "ტრუას" დაუხვდება.

ტურში დისკვალიფიცირებულია "ნანტის" თავკაცი კლაუდიო რანიერი, რომელიც წინა ტურში გააძევეს.

ფაქტები

"მონაკომ" ლიგა 1-ში ბოლო 19 საშინაო მატჩიდან 17 მოიგო.

პსჟ-ს არ წაუგია ბოლო 32 საშინაო მატჩში ჩემპიონატში.

"კაენი" ლიგა 1-ს ზუსტი ჩაწოდებების რაოდენობით ლიდერობს - 5,78 ჩაწოდება საშუალოდ თამაშში.

პსჟ-მა ბოლო 9 საშინაო მატჩში სულ მცირე, შეხვედრაში 2 გოლი მაინც გაიტანა.

"მონაკომ" "რენს" ბოლო სამი დაპირისპირება მოუგო.

"მარსელმა" ბოლო 3 საშინაო მატჩში კარი მშრალად შეინახა.

"ტრუამ" წააგო ბოლო 4 საგარეო დაპირისპირება.

ლიგა 1. XIX ტური

ოთხშაბათი, 20 დეკემბერი

ამიენი-ნანტი 23:50

ანჟერი-დიჟონი 23:50

ბორდო-მონპელიე 23:50

გენგამი-სენტ ეტიენი 23:50

ლილი-ნიცა 23:50

მარსელი-ტრუა 23:50

მეცი-სტრასბური 23:50

მონაკო-რენი 23:50

პსჟ-კაენი 23:50

ტულუზი-ლიონი 23:50

ბომბარდირები: 18 - ედინსონ კავანი (პსჟ); 14 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 13 - მარიანო დიასი (ლიონი); 12 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 11 - ნეიმარი (პსჟ); 10 მარიო ბალოტელი (ნიცა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა