ხვალ ცნობილი ებრაელი საფეხბურთო მენეჯერის, ჯეკი დანის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, სადაც იგი ქართულ ფეხბურთზე თავის შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებს
ხვალ ცნობილი ებრაელი საფეხბურთო მენეჯერის, ჯეკი დანის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, სადაც იგი ქართულ ფეხბურთზე თავის შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებს. მას ისრაელი-საქართველოს მატჩამდე გავესაუბრეთ.

მას ნამატჩევსაც შევხვდით და მცირე კომენტარი ვთხოვეთ. “პირდაპირ გეტყვით - საქართველოს ნაკრებისგან გაცილებით მეტს ველოდი. თქვენი გუნდი დღეს საერთოდ არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელმაც ხორვატია დაამარცხა. ისრაელისგან კი პირიქით, საერთოდ არ ველოდი ასეთ ხარისხიან ფეხბურთს.

მატჩის შედეგი ლოგიკურია, გაიმარჯვა იმან, ვინც კონკრეტული შეხვედრისთვის უკეთ მოემზადა. პირველ ტაიმში ჩვენი უპირატესობა გაცილებით საგრძნობი იყო, ვიდრე შესვენების შემდეგ, მაგრამ ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებმა უხეში შეცდომა მატჩის მეორე ნახევარში დაუშვა. მიმაჩნია, რომ საქართველოსთან ორ მატჩში აღებული ოთხი ქულა ისრაელისთვის კი არა, მასზე ძლიერი ნაკრებისთვისაც კარგი შედეგი იქნებოდა”, - ფიქრობს ლადო დვალიშვილის აგენტი.

ჰაიფას “მაქაბის” მთავარმა მწვრთნელმა ელიშა ლევიმ მატჩამდე გვითხრა, ისრაელი 1:0-ს მოიგებსო და არ შემცდარა. ებრაელთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ლევი ლუის ფერნანდესის გუნდს სკეპტიკურად არც თამაშამდე უყურებდა.

“საქართველოს ნაკრებზე კარგი აზრის ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ისრაელს უკეთესი გუნდი ჰყავს, რაც დღესაც გამოჩნდა. ჯგუფიდან გასვლის შანსი კი ორივეს აქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები შესარჩევი ტურნირის გადამწყვეტ ეტაპზე. ისრაელის ნაკრების მთავარი ნაკლი არასტაბილურობაა, თორემ პოტენციალით ძალიან ბევრ გუნდს ჯობია”, - გვითხრა ლევიმ.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა