საქართველოში მსაჯთა აკადემია გაიხსნა
პირველად საქართველოში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, მსაჯთა აკადემია გაიხსნა, რომელიც კურსის მონაწილეთათვის სრულიად უფასოა. პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მსაჯის პროფესიის შესწავლის 500 მსურველიდან, გასაუბრების შედეგად, 20 დეკემბერს სწავლა 30-მა შერჩეულმა მონაწილემ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მსაჯის პროფესიას 7 გოგონა დაეუფლება. გახსნის პროცესს უეფას მსაჯთა კომიტეტის წარმომადგენელი იაპ ულენბერგი და უეფას მსაჯთა განვითარების პანელის საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელი იორნ ლარსენი დაესწრნენ.

იორნ ლარსენი: „როდესაც 10 წლის წინ საქართველოში, პირველად ჩამოვედი, მიმაჩნდა, რომ აქ ძალიან ცოტა მსაჯი იყო - დაახლოებით 160-170 მსაჯი, მაგრამ მეტი გვჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ძალიან კარგია, რადგან მსაჯთა აკადემიის პირველ კურსზე 30 მსმენელია, შემდეგ თვეში კი სწავლას კიდევ 50 დაიწყებს. ეს ნიშნავს იმას, რომ დროის პატარა მონაკვეთში ჩვენ შეგვეძლება მსაჯთა რაოდენობა გავაორმაგოთ. რაც საქართველოსთვის ძალინ დიდი წარმატება იქნება.”

კურსანტის აკადემიაში მოხვედრის შემდეგ, მისთვის მომზადება, ეკიპირება და სასწავლო მასალები უფასოა. სწავლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ რეალური შანსი, სამსაჯო კარიერა დაიწყონ.

მომავალ მსაჯებს სასწავლო პროცესის დაწყება ასევე მიულოცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა: „ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანმანათლებლო მიმართულება ბევრ სხვადასხვა პროექტს მოიცავს, მათ შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესია „მსაჯთა აკადემია“. ამ პროექტის დაწყებისთანავე 500-მა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, ესწავლა მსაჯთა აკადემიაში, რაც რა თქმა უნდა მისასალემებელია. დღეს 30-მა შერჩეულმა ადამიანმა დაიწყო სწავლა. ეს პროექტი უეფასთან ერთად ხორციელდება და მათი მხარდაჭერის დასტურია, რომ დღეს უეფადან ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს სწავლას იწყებენ საფუძვლიანად დაეუფლონ მსაჯის პროფესიას და ქართული ფეხბურთის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანონ, “-აღნიშნა მან.

მსაჯთა აკადემიის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია აღნიშნულ პროექტს ქართული ფეხბურთისთვის კომენტარი სფფ-ის სამსაჯო კომიტეტის თავჯდომარემ, თენგიზ სულაქველიძემაც გააკეთა.

პირველი დღე შეაფასეს პროექტის მონაწილეებმაც: „ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მინდოდა, რომ ქართულ ფეხბურთში ჩემი წვლილი შემეტენა. ამის გაკეთება ბევრგან ვცადე, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ სიამოვნებით ვიქნებოდი მსაჯი და ამიტომ გადავწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა. ვხვდები, რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერს თავს გავართმევ,”- განაცხადა ვიკა სახურიამ, რომელიც ერთერთია იმ 7 გოგონას შორის, რომელიც უახლესი პროექტის მონაწილეები არიან.

საქართველოში ფეხბურთით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის პროექტის მნიშვნელობა აღნიშნა კურსის სხვა მონაწილემ, გიორგი არჩვაძემ: “ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან საქართველოში ფეხბურთით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პრაქტიკულად პირველად მიეცათ შანსი ესეთ მასშტაბურ პროექტში ჩართულიყვნენ და ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მომავალში აქტიურად დავუკავშირდეთ ფეხბურთს.”

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მსაჯთა აკადემია“ მსურველების სწავლებასთან ერთად, უკვე მოქმედი მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც იზრუნებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

ჯანგო
ოეე... ლარსენი და კარლსონი გვიშველის ჩვეენ? - არა!!! მიქელთაძე და ელიკაშვილი უშველიან მსაჯებს :DDD ერთი ქართველი მსაჯი მითხარით, რომელიც უეფას ან ფიფას თამაშებს მსაჯობდეს? თქვენი ფულის საჭრელი მანქანა დეიწვას.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა