ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში შემტევი ესპანეთია, ლაღი ჰოლანდიაა, გერმანია კი უნაკლოა
ევრო 2012. შესარჩევი ტურნირი. სტატისტიკა

დირკი საუკეთესო

თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, ევრო 2012-ის მიმდინარე შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელი ინგლისური "ლივერპულისა" და ჰოლანდიის ნაკრების შემტევი დირკ კიუიტია, რომელმაც იმ 358 წუთის განმავლობაში, რაც მოედანზე დაჰყო, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ბომბარდირთა დავაში 8-8 გოლით ჰოლანდიელი კლაას-იან ჰუნტელაარი და გერმანელი მიროსლავ კლოზე ლიდერობენ.

საოცარია, მაგრამ ფაქტია - ფეხებში ყველაზე მეტად ჰოლანდიელ მარკ ვან ბომელს მოხვდა (21-ჯერ), არადა, სწორედ მისი მეტსახელია "ყასაბი".

შესარჩევ ციკლში მხოლოდ ორი ნაკრები დარჩა, რომელმაც ჯერ ვერ შეძლო მეტოქეთა კარის დალაშქვრა, ერთი ციცქნა სან მარინო და ვეებერთელა ყაზახეთი. სამაგიეროდ, ჰოლანდიელთათვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს - ბერტ ვან მარვიიკის ბიჭებმა უკვე 21 გოლი შეაგდეს, რაც საშუალოდ თამაშზე 3,5 გოლია. ამ მაჩვენებლით მათთან ახლოს მხოლოდ გერმანელები (3,4) და ესპანელები (3) თუ მოვლენ.

თუკი "მფრინავი ჰოლანდიელები" შეტევაში შეუჩერებელნი არიან, დაცვაში საქმე ბოლო ტურმა გაუფუჭათ, როცა უნგრელთაგან ერთბაშად 3 გოლი გაუშვეს. აი, გერმანია კი დაბალანსებული გუნდია - ერთ-ერთი საუკეთესო, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში - ბურთების შეფარდება - 17:1.

ისე, კი შესარჩევ ციკლში არის ერთი გუნდი, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია - ჩერნოგორიის ნაკრები, რომელმაც სულ საქართველოზე ნაკლები, 3 გოლი გაიტანა. ასე რომ, 50-დან მხოლოდ ერთი ნაკრების კარი რჩება "მშრალად", რომელსაც უნგრული "ვიდეოტონის" 26 წლის გოლკიპერი მლადენ ბოჟოვიჩი იცავს. ყველაზე უთავბოლო დაცვა კი ევროპის უსუსტეს, სან მარინოს ნაკრებს ჰყავს - 29 გოლი. წარმოიდგინეთ, ამ ჯუჯასახელმწიფოს გუნდი თამაშში საშუალოდ თითქმის 6 გოლს უშვებს!

ყველაზე შემტევი გუნდები, რომ ესპანეთი, ჰოლანდია და გერმანია არიან, კარში დარტყმების რაოდენობითაც ირკვევა, თუმცა ყველაზე მოულოდნელი ლიდერთა შორის სომხეთის ნაკრების გამოჩენაა - თქმა არ უნდა, ჩვენი მეზობლები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ.

ევრო 2012-ზე ყველაზე უხეში გუნდი ბელგიაა (106 ჯარიმა), ყველაზე კორექტული კი - გერმანია (29). გერმანელები ამ მხრივ ახლოსაც არავის იკარებენ, იოახიმ ლიოვის ბიჭები, რომლებიც თამაშში 6-ჯერაც კი არ ჯარიმდებიან საშუალოდ.

ევრო 2012 და საქართველო

ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში მონაწილე 50 ნაკრებიდან საქართველოს მხოლოდ 15 ნაკრებზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ამათგანაც სამს (აზერბაიჯანი, ლიტვა, ჩერნოგორია) ჩვენზე მეტი გოლი გააქვს საშუალოდ თამაშში - 0,75 ჩვენი 0,67-ის საწინააღმდეგოდ. მოკლედ, შეტევაში ძალიან გვიჭირს, თუმცა კი დაცვაში საამაყოდ გვაქვს საქმე - ჩვენმა ნაკრებმა სულ სამი გოლი გაუშვა და ამ მაჩვენებლით საზიარო მეცხრე ადგილზეა ევროპაში. ჩვენზე ნაკლები გოლი სულ 8 გუნდმა გაუშვა, თუმცა აქედან ორი (ხორვატია, საბერძნეთი) ჩვენი ქვეჯგუფიდანაა.

თითქოს, საქართველო, რომ შემტევ ფეხბურთს ვერ თამაშობს, ამას სტატისტიკაში ჩახედვაც არ სჭირდება, თუმცა მაინც გირჩევთ, ჩავხედოთ - ჩვენებმა სულ 14-ჯერ დაარტყეს კარში ზუსტად, რაც საშუალოდ მატჩში 2,83 ზუსტი დარტყმაა. ასეთი და ნაკლები ინტენსივობით მეტოქეთა კარში მხოლოდ 11 ნაკრები ურტყამს. ეს პირველ მოსაზრებას ამყარებს, მაგრამ რა მოვუხერხოთ იმ ფაქტს, რომ კარისკენ დარტყმებით საქართველოს ნაკრები ლიდერთა შორისაა - მეექვსეა. საქმე იმდენად სათამაშო სტილში არ ყოფილა, რამდენადაც - ჩვენი შემტევების ოსტატობაში. კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ჩვენი გუნდი არცთუ დაცვით ფეხბურთს თამაშობს - ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე მეტად ფეხებში მხოლოდ ჰოლანდიელებს ურტყამენ.

ინდივიდუალური სტატისტიკა

გოლები

8 კლაას-იან ჰუნტელაარი ჰოლანდია

8 მიროსლავ კლოზე გერმანია

5 მიკაელ ფორსელი ფინეთი

4 ადამ სალაი უნგრეთი

4 დირკ კიუიტი ჰოლანდია

4 დავიდ ვილია ესპანეთი

4 ნიკო კრანჩარი ხორვატია

4 დერდელი რუდოლფი უნგრეთი

... 2 დავით სირაძე საქართველო

(საზიარო 23-ე ადგილი)

საგოლე პასები

4 კიმ კალსტრიომი შვედეთი

4 სებასტიან ლარსონი შვედეთი

4 მესუთ იოზილი გერმანია

4 ტომაშ როსიცკი ჩეხეთი

4 ბალას ჯუჯაკი უნგრეთი

4 ვესლი სნეიდერი ჰოლანდია

3 ზლატკო იანუზოვიჩი ავსტრია

3 უეინ რუნი ინგლისი

3 დირკ კიუიტი ჰოლანდია

3 ლუკას პოდოლსკი გერმანია

3 გრეგორი ვან დერ ვილი ჰოლანდია

... 1 ოთარ მარცვალაძე საქართველო

... 1 უჩა ლობჟანიძე საქართველო

(საზიარო 34-ე ადგილი)

კარში დარტყმა (ზუსტი)

12 მიკაელ ფორსელი ფინეთი

12 დავიდ ვილია ესპანეთი

11 დავიდ სილვა ესპანეთი

11 ხელ ფოსენი ბელგია

11 კლაას-იან ჰუნტელაარი ჰოლანდია

11 მიროსლავ კლოზე გერმანია

11 დერდელი რუდოლფი უნგრეთი

10 ივან ტრიჩკოვსკი მაკედონია

... 2 დავით კვირკველია საქართველო

... 2 დავით სირაძე საქართველო

... 2 გოგიტა გოგუა საქართველო

... 2 ალექსანდრე იაშვილი საქართველო

... 2 ზურაბ ხიზანიშვილი საქართველო

(საზიარო 157-ე ადგილი)

კარისკენ დარტყმა (არაზუსტი)

13 დავიდ ვილია ესპანეთი

11 ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთი

11 ლუკას პოდოლსკი გერმანია

11 კონსტანტინ ვასილიევი ესტონეთი

9 იურა მოვსისიანი სომხეთი

... 5 ზურაბ ხიზანიშვილი საქართველო

(საზიარო 31-ე ადგილი)

თამაშგარე

9 დიმიტრის სალპინგიდისი საბერძნეთი

9 ქარიმ ბენზემა საფრანგეთი

8 ანდი სელვა სან მარინო

8 ვიორელ ფრუნზა მოლდოვა

8 ჰამდი სალიჰი ალბანეთი

... 5 ლადო დვალიშვილი საქართველო

(საზიარო მე-16 ადგილი)

გაფრთხილება

4 ვინსენ კომპანი ბელგია

4 ზოლტან ლიპტაკი უნგრეთი

4 მარიო მუტში ლუქსემბურგი

... 2 ოთარ მარცვალაძე საქართველო

... 2 უჩა ლობჟანიძე საქართველო

... 2 ზურაბ ხიზანიშვილი საქართველო

... 2 ლევან კობიაშვილი საქართველო

(საზიარო მე-16 ადგილი)

დაჯარიმდნენ

17 იოან ედმუნდსონი ფარერები

17 ტიმი სიმონსი ბელგია

15 მარუან ფელაინი ბელგია

15 ფროდი ბენიამინსენი ფარერები

14 იურის ლაიზანსი ლატვია

14 ვიორელ ფრუნზა მოლდოვა

... 10 ზურაბ ხიზანიშვილი საქართველო

... 10 ალეკო ამისულაშვილი საქართველო

(საზიარო 29-ე ადგილი)

მასზე დაჯარიმდნენ

21 მარკ ვან ბომელი ჰოლანდია

18 ტომაშ როსიცკი ჩეხეთი

17 ვიაჩესლავ ჰლები ბელარუსი

17 გიორგიოს კარაგუნისი საბერძნეთი

... 13 გოგიტა გოგუა საქართველო

(საზიარო მე-11 ადგილი)

გუნდური სტატისტიკა

გოლები

21 ჰოლანდია 3,5 საშ.

17 გერმანია 3,4

15 ესპანეთი 3

15 უნგრეთი 2,5

14 ბელგია 2,3

... 4 საქართველო 0,67

(საზიარო 33-ე ადგილი)

გოლები (გაშვებული)

0 ჩერნოგორია 0

1 იტალია 0,2

1 გერმანია 0,2

1 საფრანგეთი 0,2

1 ბელარუსი 0,2

1 ინგლისი 0,25

... 3 საქართველო 0,5

(საზიარო მე-9 ადგილი)

კარში დარტყმა (ზუსტი)

60 ესპანეთი 12

49 გერმანია 9,8

46 ჰოლანდია 7,7

42 საფრანგეთი 8,4

39 ბელგია 6,5

36 სომხეთი 7,2

... 17 საქართველო 2,8

(საზიარო 34-ე ადგილი)

კარისკენ დარტყმა (არაზუსტი))

48 გერმანია 9,6

48 სლოვენია 8

47 ბელგია 7,8

42 ესპანეთი 8,4

38 შვედეთი 9,5

37 საქართველო 6,17

37 მოლდოვა 7,4

37 ჰოლანდია 6,17

კუთხური

48 ჩეხეთი 9,6

46 სლოვენია 7,7

43 ესპანეთი 8,6

36 საფრანგეთი 7,2

35 ხორვატია 7

35 შვედეთი 8,75

... 24 საქართველო 4

(საზიარო მე-19 ადგილი)

დაჯარიმდნენ

106 ბელგია 17,7

84 სლოვაკეთი 16,8

83 სლოვენია 13,8

82 რუმინეთი 16,4

81 ჩერნოგორია 20,25

... 78 საქართველო 13

(საზიარო მე-7 ადგილი)

მათზე დაჯარიმდნენ

91 ჰოლანდია 15,2

88 საქართველო 14,7

84 საბერძნეთი 16,8

79 სლოვენია 13,2

78 ანდორა 15,6

75 სომხეთი 15

გაფრთხილება

17 სერბეთი 2,8

15 უნგრეთი 2,5

15 ლიხტენშტაინი 3,75

14 ანდორა 2,8

14 სან მარინო 2,8

... 12 საქართველო 2

(საზიარო მე-10 ადგილი).

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა