პრემიერლიგა. XIX ტური: "მანჩესტერ სიტიმ" პირველი წრე 13 ქულით მოიგო
ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ეტიჰადზე" "ბორნმუთი" გააფარჩაკა (4:0), მიჯრით მე-17 გამარჯვება მოიპოვა და თავისივე რეკორდი გაიმეორა. წელს "ქალაქელებმა" 100 გოლი გაიტანეს. ამაზე მეტი გოლი მხოლოდ "ლივერპულმა" გაიტანა 1982 წელს (106).
"სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ ნამატჩევს დუბლის შემსრულებელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო აქო და ადიდა - განსაკუთრებული ფეხბურთელია და მიხარია გოლები რომ გააქვსო. მერე დასძინა, რომ მსოფლიოში იდეალური არავინაა და არც მათი მიზანი არაა ეს.
23.12.17. სიტი - ბორნმუთი 4:0
"მანჩესტერ სიტის" უახლოესმა მდევარმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად გაუშვა ხელიდან გამარჯვება 74-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ "ლესტერთან" და "სიტიმ" პირველი წრე 13 ქულით მოიგო. აღსანიშნავია, რომ გამათანაბრებელი გოლი "მანიუს" 90+4-ზე წუთზე მცველმა ჰარი მაგუაირმა გაუტანა. ჰარიმ თქვა, რომ ეს ფრე მათთვის მოგების ტოლფასია და სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უკეთ თამაში მართებთ.
23.12.17. ლესტერი - მანჩესტერი 2:2
"ჩელსის" ლივერპულში" უგოლო ფრით დაკმაყოფილება მოუწია "ევერტონთან", ხოლო "ტოტენჰემმა" ჰარი კეინის დუბლით გასვლაზე "ბარნლი" გაანადგურა. სხვათა შორის, კეინმა წელს მე-7 ჰეთ-ტრიკი მიითვალა, წელს პრემიერლიგაზე 36 გოლი გაიტანა, ალან შირერის რეკორდი გაიმეორა, სულ ყველა ტურნირზე წელს 53 გოლი გაიტანა და 1 გოლით ჩამორჩება "ბარსელონას" თავდამსხმელს ლეო მესის. თუმცა, 26 დეკემბერს "დეზები" "საუთჰემპტონს" ხვდებიან და მას შეუძლია მესისაც გაასწროს და შირერის რეკორდიც დაამხოს.
23.12.17. ბარნლი - ტოტენჰემი 0:3
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა