საერთოდ, ლუიჯი დელ ნერი ძალიან ცოტას ლაპარაკობს და ბევრ საქმეს აკეთებს, თუმცა დგება მომენტები, როდესაც მედიისთვისაც პოულობს რამდენიმე წუთს და ჟურნალისტებთან ურთიერთობს...

საერთოდ, ლუიჯი დელ ნერი ძალიან ცოტას ლაპარაკობს და ბევრ საქმეს აკეთებს, თუმცა დგება მომენტები, როდესაც მედიისთვისაც პოულობს რამდენიმე წუთს და ჟურნალისტებთან ურთიერთობს. ყოველთვის ღიად საუბრობს, უშუალოა და იტალიაში ეს ძალიან მოსწონთ. როდესაც "კიევოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდ წარმატებას მიაღწია, ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დაუსვა: "აიხდინეთ ოცნება?" - ამ კითხვაზე ლუიჯიმ შემდეგი პასუხი გასცა: "არა, ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ჩემი ოცნება ლუჩანო პავაროტის კონცერტზე მოხვედრა გახლდათ, რაც ჯერჯერობით ვერ მოვახერხე". ამ ინტერვიუდან რამდენიმე ხანში, ლუიჯიმ პავაროტისგან პირადი მოსაწვევი მიიღო სოლო-კონცერტზე და საპატიო სტუმართა შორის მოხვდა. კონცერტის შემდეგ, დელ ნერიმ ემოციები ვერ დამალა და განაცხადა, ასეთ რამეზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი, დიდმა ტენორმა პირადად მიმიწვია კონცერტზე და საპატიო სტუმართა შორის ვიჯექიო. მიუხედავად იმისა, რომ დიდ წარმატებებს მიაღწია და საქვეყნოდ გაითქვა სახელი, ის ყოველთვის სიამაყით აცხადებს, რომ ერთი პატარა იტალიური სოფლიდან არის წამოსული, სადაც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დაბრუნდება. დღეს კი "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელია, ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი გუნდის მთელს ქვეყანაში...

ყველაზე უკეთ ლუიჯი დელ ნერის მინიმუმისგან მაქსიმუმის მიღება ეხერხება. ანუ, მას შეუძლია საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელებისგან დიდ წარმატებას მიაღწიოს. ბუნებრივია, შემდეგ უკვე იმ ფეხბურთელებსაც ედებათ ფასი და ბევრი ვარსკვლავურ სტატუსსაც იღებს. გავიხსენოთ მისი "კიევო" და შესანიშნავი აღმასვლა, რომელმაც მთელი იტალია და ევროპა გააოგნა. "მფრინავმა ვირებმა" საოცარი სეზონი ჩაატარეს და ოთხეულში მოხვდნენ. მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერებში გახლდნენ, ჩემპიონატის პირველ წრეში კი სულაც პირველ-მეორე ადგილზე ტრიალებდნენ. დელ ნერის სრულიად უცნობი ფეხბურთელები ჰყავდა, რომლებმაც სწორედ მაშინ გაითქვეს სახელი. ბევრს შემდეგ ამბიცია მოეძალა და გაცილებით უფრო ძლიერ გუნდში გადავიდა, თუმცა როგორც გამოჩნდა, მათი კარგად თამაშის საიდუმლო სწორედ დელ ნერიში იყო. გავიხსენოთ თუნდაც ბერნარდო კორადი, რომელიც რომის "ლაციომ" იყიდა, თუმცა დღეს უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დედაქალაქელები სულ ტყუილად დაიხარჯნენ.

დაახლოებით ანალოგიური რამ მოხდა დელ ნერის "სამპდორიაში" მოღვაწობის პერიოდში. გენუელებს ჰყავდათ მხოლოდ ერთი ევროპული მასშტაბის ვარსკვლავი, ანტონიო კასანო და ერთიც ძალიან კარგი ფორვარდი, ჯამპაოლო პაცინი. დანარჩენებზე შეგვიძლია ვთქვათ საშუალო იტალიური დონის ფეხბურთელები, რომლებიც ნებისმიერ გუნდში მრავლად მოიძებნება. თუნდაც ნახევარდაცვა ავიღოთ: პოლი, გუბერტი, პალომბო - ვერც ერთზე ვერ ვიტყვით თუ როგორ თამაშობენ, რა ხელწერა აქვთ და საერთოდ, რა უნდათ მოედანზე. პალომბო სახელგავარდნილი ფეხბურთელია, მას ხშირად იწვევდა ნაკრებში მარჩელო ლიპი, მაგრამ ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ლიპი გახლავთ, ვისი საკადრო პოლიტიკაც ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება. პალომბობ დიდი წვლილი შეიტანა "სამპას" აღმასვლაში, მაგრამ ანალოგიურად კარგად იასპარეზეს იმავე პოლიმ და გუბერტიმ. და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის რომ დელ ნერის ხელში ფეხბურთელი შესანიშნავად თამაშობს, არ ნიშნავს, რომ სხვაგანაც გაიბრწყინებს. ერთი სიტყვით, დელ ნერი მწვრთნელი გამოცანაა და ტყუილად არ შეარქვა მას "გაძეტა დელო სპორტმა" შემდეგი მეტსახელი: "მინიმუმიდან მაქსიმუმი".

როგორი იქნება მისი ტურინული მოღვაწეობა, დღეს ძალიან რთული სათქმელია. ძალიან ენერგიულად შეუდგა საქმეს და როგორც თვითონ აცხადებს, ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს. ზემოთ ტყუილად არ აღგვიიშნავს, რომ ხანდახან ის ჟურნალისტებისთვისაც იცლის. მოვუსმინოთ სინიორ ლუიჯის:

"მოტივაციის ნაკლებობას არასდროს ვუჩივოდი, მაგრამ დღეს ენთუზიაზმი კიდევ უფრო დიდი მაქვს. "კიევოში" მიღწეული წარმატების შემდეგ, გარკვეული პაუზა მქონდა და ერთი პერიოდი ფეხბურთიდან წასვლაზეც კი დავფიქრდი, მაგრამ საბედნიეროდ არ გადავდგი ეს ნაბიჯი და დღეს აქ ვარ, ტურინის "იუვენტუსში". საოცარი პერიოდი გავატარე "სამპდორიაში" და სწორედ გენუელთა დამსახურებაა, რომ დღეს ყველაზე ტიტულოვანი იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ".

დელ ნერიმ "სამპდორია" ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა და ისე დატოვა გუნდი. შესაბამისად, "კალჩომერკატოს" ჟურნალისტს ლოგიკური კითხვა გაუჩნდა: "არ გაგიჭიდათ გენუის დატოვება, თქვენ ხომ შეგეძლოთ საკუთარი მიღწევით დამტკბარიყავით და გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გაგეყვანათ?" - აქვე პასუხი: "რა თქმა უნდა შემეძლო და ძალიან მწყდება გული, რომ "სამპდორია" დავტოვე. ცხოვრებაში დგება ისეთი დრო, როდესაც არჩევანი უნდა გააკეთო და სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ერთი მხრივ "სამპა", ჩემპიონთა ლიგა და გარემო, სადაც თავს იდეალურად ვგრძნობდი და მეორე მხრივ, ტურინის "იუვენტუსი", ევროპული ფეხბურთის გრანდი. გადავწყვიტე "ბიანკონერის" ჩავდგომოდი" სათავეში, რადგან კაცმა არ იცის, მომეცემოდა თუ არა ამის შანსი მომავალში. ისეთი დიდი კლუბია, როგორიც "იუვენტუსია", ევროპაში თითზე ჩამოსათვლელია, მწვრთნელი კი ძალიან ბევრი და როდესაც შანსი მოგეცემა, უარი არ უნდა თქვა. სწორედ ამ ლოგიკიდან გამოვედი და თანდათან ვრწმუნდები, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ბევრმა ჩათვალა, რომ ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი "სამპდორიას" უპერსპექტივობა გახლდათ. ანუ, ის, რომ გენუურ გუნდს ორ ფრონტზე თანაბარი წარმატებით ბრძოლა არ შეეძლო და განწირული იყო და თითქოს ჩაძირული გემიდან გამოვიქეცი... ასე ნამდვილად არ არის, პირიქით, მე ზუსტად მქონდა წარმოდგენილი, როგორი უნდა ყოფილიყო მომდევნო სეზონში "სამპა", რომ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში თანაბარი წარმატებით ეთამაშა. თუმცა დღეს ეს ჩემი საქმე აღარ არის და ყველანაირი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ".

რას ისახავს დელ ნერი მიზნდად და რისი მიღწევა სურს პირველივე სეზონში? - ამაზე საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს: "შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრმ არასდროს დამისახავს გეგმები სატურნირო ცხრილის გადმოსახედიდან. არასდროს მითქვამს, რომ ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა, ან ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა. უბრალოდ, ვცდილობ ბრძოლისუნარიანი გუნდი გავაკეთო, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. სწორედ ამ მიზნით მოვედი ტურინში და ეს იქნება ჩემი ამოსავალი წერტილი. ხშირად ამბობენ, რომ მწვრთნელმა მთელ სეზონზე ძალები უნდა გაანაწილოს, შესაძლოა სადღახც ჩავარდნა დაუშვა, ოდნავ მოდუნდე, რომ შემდეგ, ყველაზე საჭირო დროს მაქსიმალური შედეგი მიიღო. ასეთი საუბრები ყოველთვის მაკვირვებდა, რადგან ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოადუნო გუნდი და არ მოსთხოვო მას მაქსიმუმი. ეს გამორიცხულია, ჩემი გუნდები თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვიან და ნაკლებად მაინტერესებს, სეზონის სტარტია, შუაწელი, თუ ფინიში".

დელ ნერი ხშირად იცვლის კლუბებს და დიდ ხანს ფაქტობრივად არსად არ ჩერდება. ბოლოს სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა: ტურინში თუ მაინც აპირებს დიდი ხნით გაჩერებას და თუ არა, მაშინ რა გეგმები აქვს? - მოვუსმინოთ ლუიჯის საფინალო სიტყვას: "ტურინში ერთი და ორი წლით ნამდვილად არ ჩამოვსულვარ და იმედია, ჩემი სურვილები და მიზნები რეალობად იქცევა. მსურს "ბიანკონერის" ისტორიაში ახალი ერა დავიწყო, რომელიც ძალიან წარმატებული და ტიტულებით დახუნძლული იქნება. ამის რესურსს ვხედავ და ასე რომ არ იყოს, დღეს აქ არ ვიქნებოდი. მთავარია, ყველანი გავერთიანდეთ ერთი მიზნის ქვეშ და შედეგი არ დაახანებს".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა