წლის უკანასკნელმა ტურმა ერნესტო ვალვერდეს გუნდს საჩემპიონო გზა მოუწმინდა
წლის უკანასკნელმა ტურმა ერნესტო ვალვერდეს გუნდს საჩემპიონო გზა მოუწმინდა - თავად ურთულესი კლასიკო იოლად მოიგო და მისმა ორმა "მდევარმაც" წააგო.

მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგას ჯერ ეკვატორიც არ გადაულახავს, ბასკი სპეციალისტის გუნდმა ძალიან უნდა "მოინდომოს", რომ ეს საჩემპიონო შანსი ხელიდან გაუშვას.

ელ კლასიკო

"მარკას" მთავარი სათაური იუწყებოდა, რომ "რეალმა" ლა ლიგა წააგო. მართლაც, ტიტულის შენარჩუნების შანსი მიზერულია, მიუხედავად იმისა, რომ ზინედინ ზიდანი დანებებას არ აპირებს. ახლა ბევრი რამ მასზე აღარც არის დამოკიდებული.

მადრიდის "რეალმა" ვერაფერი დაუპირისპირა "ბარსელონას", რომელმაც პირველი ტაიმი პრაგმატულად ჩაატარა, ხოლო მეორეში მიღებული უპირატესობა გამოიყენა - "ელ კლასიკო" "მტრის" მოედანზე მოიგო 3:0.

54-ე წუთზე ბუსკეტსის მიერ დაწყებული კონტრშეტევა რაკიტიჩმა გააგრძელა, რომელმაც სერხი რობერტო მოძებნა. მარჯვენა მცველმა უმეთვალყურეოდ დატოვებული ლუის სუარესი მოძებნა და ურუგვაელმაც ლა ლიგაში მე-10 გოლი გაიტანა.

63-ე წუთზე პაულინიოს გოლის გატანაში დანი კარვახალმა ხელი შეუშალა, მაგრამ ეს ხელით გააკეთა და პენალტი ლეო მესიმ გოლად აქცია.

მატჩის ბოლო წამებზე შეცვლაზე შესულმა ალეიშ ვიდალმა მესის პასით წერტილი დაუსვა "რეალის" ტანჯვას, თუმცა უნდა ითქვას, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო - არგენტინელმა ბურთი გვერდითი ხაზის გადაკვეთის შემდეგ შემოაბრუნა თამაშში.

ორივე გუნდმა 2-2 ფორვარდით სცადა ფონს გასვლა, რამაც მოედნის შუაში უდიდესი სიმჭიდროვე შექმნა. პირველ ტაიმში "რეალი" ამით სარგებლობდა და ბურთი თითქმის სულ ჰქონდა, მაგრამ მეორეში "ბარსამ" "რეალის" ყველა სისუსტე სათავისოდ გამოიყენა.

უცნაური იყო ზიდანის გადაწყვეტილებაც - შემტევი ისკოს ნაცვლად, კოვაჩიჩი გამოიყვანა. ამის გამო რონალდოს ლამის მარტო უწევდა წინ ფონს გასვლა, რადგან ბენზემა ისევ ვერ არის ფორმაში.

პირველ ტაიმში ისევე, როგორც ლამის მთელი სტუმართა გუნდი, ჩრდილში იყო მესიც, თუმცა ერთი მწვავე პასი მაინც გამოუვიდა, მეორეში კი არგენტინელმაც გაილაღა.

ძნელად თუ ნახავთ კლასიკოს, რომელსაც ასეთი გამოკვეთილი ანტიგმირი ჰყოლია - დანი კარვახალი. მატჩამდე ექსპერტები უფრო "ბარსას" მარჯვენა მცველის პოზიციას მიიჩნევდნენ მთავარ სისუსტედ, ვალვერდეს ურჩევდნენ, სერხი რობერტოს ნაცვლად სემედუ დაეყენებინა, რომ მარსელოსა და რონალდოს ფლანგი არ აეკლოთ. პირიქით კი მოხდა - სერხი რობერტომ შესანიშნავად ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა. აი, დანი კარვახალმა კი...

პირველ ტაიმში, როცა "რეალს" უპირატესობა ჰქონდა, კარვახალი უცნაური ჩაწოდებებით და პასებით "გამოირჩა", მეორეში კი ლუის სუარესი ფლანგზე სრულიად უმეთვალყურეოდ დატოვა, შემდეგ კიდევ ჩაუვარდა ფლანგი, რისი გამოსწორებაც მეკარის ილეთით სცადა და "რეალი" 10 კაცის ამარა დატოვა.

კარვახალმა კიდევ ერთი რამ დააშავა - ზიდანი სამეულის (ასენსიო, ბეილი, ისკო) გამოყვანას აპირებდა და მწვრთნელს გეგმები ჩაუშალა.

გაკვეთილი ყველასთვის

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "ერთ კონკრეტულ მატჩში შეიძლება "ბარსამ" აჯობოს "რეალს" ან პირიქით, მაგრამ ჩვენი გუნდები თანაბარი კლასის არიან. ეს კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასათვის. სეზონის წინ "რეალი" ძალიან კარგად თამაშობდა და აშკარად გვჯობდა, ახლა კი ჩვენ ვაჯობეთ. ფეხბურთში ბევრი ასეთი მომენტია - აღმართს დაღმართი მოჰყვება. ასე რომ, ეს მაგალითია ჩვენთვისაც სამომავლოდ. ჯერ სეზონის ნახევარია გასული, არცკი...

მეტოქეს რეზერვში ერთი თამაში აქვს და წინ კიდევ ბევრი წინაღობაა. დიახ, კარგად დავწინაურდით, მაგრამ ეს არაფრის გარანტია არ არის. "რეალმა" თამაში კარგად დაიწყო. მათ ბურთი არ დაგვითმეს, ჩვენი მცდელობების მიუხედავად.

"რეალმა" თავს ისეთი თამაში მოგვახვია, რომელშიც უკეთესია. თუმცა შანსები ჩვენც გვქონდა. საერთო ჯამში, მძიმე მატჩი გამოდგა. მეორე ტაიმი ჩვენი იყო, ბურთს ვაკონტროლებდით. კარგია, რომ 2:0-ზეც არ ჩავთვალეთ, რომ თამაში მოგებული იყო. სხვათა შორის, "რეალს" 10 კაცით მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე, როცა 11 კაცით თამაშობდა.

სერხიო ბუსკეტსი საოცრად ეხმარება დაცვას და ამავე დროს, წინაც სასარგებლოა. ის დღეს ბრწყინვალე იყო".

Video

23.12.17. რეალი - ბარსელონა 0:3

ზიდანი: არაფერს შევცვლი!

ზინედინ ზიდანი (რეალი): "შეცდომა დავუშვით და კარს ძალიან ცუდად ვიცავდით, ამ დონეზე კი ასეთი შეცდომა მიუტევებელია. არ ვაპირებთ პანიკაში ჩავარდნას. დიახ, ძალიან მძიმე მარცხია, მაგრამ ის უნდა მივიღოთ. შესაცვლელი კი გუნდში არაფერია. ძალიან კარგად დავიწყეთ და პირველი ტაიმი თანაბარი იყო. ამიტომაც უფრო მძიმეა ეს წაგება ჩვენთვის.

რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი. მიუხედავად 14-ქულიანი ჩამორჩენისა, ჩვენ არ დავნებდებით, რადგან "რეალი" არასდროს ნებდება. ახლა არდადეგებზე გავდივართ და არ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ოჯახებს დავუთმობთ დროს და შემდეგ დავბრუნდებით, არაფერია დასრულებული.

შემადგენლობას მე ვასახელებ და მე ვარ პასუხისმგებელი. სულ ეს არის. კოვაჩიჩს ლეო მესი უნდა დაეკეტა და მან ამ საქმეს თავი წარმატებით გაართვა. ფეხბურთია და ასეთები ხდება. ამის მერე კიდევ უფრო ძნელი გახდა თამაშში დაბრუნება".

ფაქტები

ლიონელ მესი ისედაც კლასიკოების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყო, ახლა კი მან რეკორდული, 25-ე გოლი გაიტანა.

ლეო მესიმ "ბარსელონას" მაისურით 526-ე გოლი გაიტანა. ეს ახალი რეკორდია - აქამდე ერთი კლუბის მაისურით ევროპის ტოპ-5 ლიგაში გერმანელ გერდ მიულერს ეკუთვნოდა, ვინც "ბაიერნის" მაისურით 525 ოფიციალური გოლი გაიტანა.

ლეო მესიმ "ბარსელონას" მაისურით მე-200 საგოლე პასი გააკეთა.

ლეო მესიმ "ბერნაბეუზე" თავისი მე-15 გოლი გაიტანა.

ლეო მესიმ ლა ლიგაში 17 გოლი გაუტანა "რეალს", ყველაზე მეტი ისტორიაში.

ლიონელ მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის ზედიზედ 10 სეზონში 15 და მეტი გოლის გატანა შეძლო.

"ბარსელონამ" ზედიზედ მესამე კლასიკო მოუგო "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე", ეს კი ისტორიაში პირველად მოხდა.

ლუის სუარესმა "რეალს" ლა ლიგაში მე-5 გოლი გაუტანა. რაც ურუგვაელი "ბარსელონაში" თამაშობს, ეს გუნდის საუკეთესო შედეგია.

ამ სეზონში ქარიმ ბენზემამ უფრო მეტჯერ ძელს გაარტყა (6) ბურთი, ვიდრე გაიტანა (5).

თუ თომას ვერმალენი თამაშობს, "ბარსა" ლა ლიგაში თამაშს არ აგებს - 16 თამაში, 13 მოგება, 3 ფრე.

ლუის სუარესმა ლა ლიგის მე-70 000 გოლი გაიტანა.

"რეალმა" ზიდანის ხელში "ელ კლასიკოზე" ყველაზე დიდი ანგარიშით დათმო.

სხვა მატჩები

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" სეზონში პირველად წააგო. ეს ბარსელონაში მოხდა, სადაც კიკე ფლორესის "ესპანიოლმა" 1:0 იმარჯვა. მატჩის მიწურულს "ატლეტიკო" სერხიო გარსიამ დაამწუხრა. "ატლეტიკოს" შემტევმა დუეტმა - გრიზმანი-ტორესი - ვერაფერი შექმნა.

Video

23.12.17. ესპანიოლი - ატლეტიკო 1:0

"ვალენსიამ" ვერ ისარგებლა მადრიდელთა ფეხის დაცდენით და ვალენსიის მხარის დერბიში 0:1 წააგო "ვილიარეალთან". "ყვითელ წყალქვეშა ნავს" კარლოს ბაკამ მოაგებინა და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ვალენსიას" სიმონე ძაძამ წააგებინა, რომელმაც ჯერ ხელსაყრელი მომენტი გაანიავა, მერე მსაჯს თავი გააძევებინა.

Video

23.12.17. ვალენსია - ვილიარეალი 0:1

ფაქტები

კიკე სანჩეს ფლორესმა (ესპანიოლი) დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) სამწვრთნელო კარიერაში პირველად დაამარცხა.

"ატლეტიკომ" ლა ლიგაში საგარეო მატჩი 2016 წლის დეკემბრის მერე პირველად წააგო.

ატლეტიკომ ლა ლიგის ბოლო 16 თამაშიდან 15-ში პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვა.

2017 წელს ლა ლიგის მწვრთნელებს შორის ყველაზე მეტი გოლი კიკე სეტიენის გუნდებმა (ლას პალმასი, ბეტისი) გაუშვეს - 81.

ტაკაში ინუიმ (ეიბარი) 41-ე წამზე გაიტანა. ეს ამ სეზონის ყველაზე სწრაფი გოლია.

აბელარდოს მეთაურობით "ალავესმა" 4 მატჩიდან 3 მოიგო. ეს მეტია, ვიდრე ზუბელდიას, კაბელიოსა და დე ბიაზრის ხელმძღვანელობით ერთად წინა 13 ტურში - 2 მოგება.

დავიდ ტიმორმა "ჟირონას" პირველი გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით ლა ლიგის ისტორიაში.

კარლოს ველა (რეალ სოსიედადი) მეორე მექსიკელია ლა ლიგაში, როგორც თამაშების, ისე გოლების მიხედვით - 252 თამაში და 69 გოლი. პირველი უგო სანჩესია - 347 თამაში, 234 გოლი.

ინიგო მარტინესის (რეალ სოსიედადი) 10 გოლიდან ლა ლიგაში "ანოეტაზე" 7 თავური იყო.

ბოლო 32 ტურია, "ლას პალმასს" კარი მშრალად ვერ შეუნახავს.

მადრიდის "ატლეტიკომ" ლა ლიგაში ამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

ლა ლიგა. XVII ტური

ლევანტე-ლეგანესი 0:0

გაძევება: ამრაბატი (68. ლეგანესი), კამპანია (94. ლევანტე, მოედანზე არ იყო)

ხეტაფე-ლას პალმასი 2:0

გოლები: 1:0 კალა (6), 2:0 დიედიუ (15)

სოსიედადი-სევილია 3:1

გოლები: 1:0 ი. მარტინესი (17), 1:1 ბენ იედერი (44), 2:1 ზუბელდია (76), 3:1 ველა (90)

რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, რ. ნავასი, დ. ლორენტე, ი. მარტინესი - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა (76. ზუბელდია) - იანუზაი (60. ოიარზაბალი), ვილიან ჟოზე, კანალესი (78. ველა)

სევილია (4-3-3): სორია - კორშია (81. ნოლიტო), კიაერი, გაისი, ესკუდერო - განსო (64. ფ. ვასკესი), პისარო, ბანეგა - სარაბია, ბენ იედერი, კრონ-დელი (81. მურიელი)

ეიბარი-ჟირონა 4:1

გოლები: 1:0 ინუი (1), 2:0 შარლესი (10), 2:1 ტიმორი (26), 3:1 ინუი (54), 4:1 ჟორდანი (92)

ალავესი-მალაგა 1:0

გოლები: 1:0 ელ ჰადადი (60)

ბეტისი-ბილბაო 0:2

გოლები: 0:1 რაულ გარსია (36-პენ), 0:2 ფედალი (85 ს.კ.)

ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - ლეკუე, ნუნიესი, ლაპორტი, საბორიტი - იტურასპე, მ. რიკო - დე მარკოსი, რაულ გარსია (84. ბენიატი), სუსაეტა (91. კორდობა) - ვილიამსი (71. ადურისი)

გაძევება: ამატი (34. ბეტისი)

ესპანიოლი-ატლეტიკო 1:0

გოლი: 1:0 ს. გარსია (88)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი, თომასი (63. ა. კორეა), გაბი (85. ა. ფერნანდესი), კოკე - ფ. ტორესი (70. გამეირო), გრიზმანი

რეალი-ბარსელონა 0:3

გოლები: 0:1 ლ. სუარესი (54), 0:2 მესი (64-პენ), 0:3 ა. ვიდალი (93)

რეალი (4-4-2): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო (72. ასენსიო), კროოსი, კოვაჩიჩი (72. ბეილი) - რონალდო, ბენზემა (66. ნაჩო)

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - ს. რობერტო (92. ა. ვიდალი), პიკე, ვერმალენი, ალბა - რაკიტიჩი, პაულინიო (84. ანდრე გომეში), ბუსკეტსი, ინიესტა (77. სემედუ) - მესი, ლ. სუარესი

გაძევება: კარვახალი (63)

ვალენსია-ვილიარეალი 0:1

გოლი: 0:1 ბაკა (24)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გაბრიელი, გარაი, ლატორე (69. მინა) - გედეში, პარეხო, კონდოგბია, ა. პერეირა - როდრიგო, ძაძა

გაძევება: ძაძა (60), ტრიგეროსი (83. ვილიარეალი)

დეპორტივო-სელტა 1:3

გოლები: 0:1 ვასი (3), 0:2 ასპასი (40), 0:3 ასპასი (53), 1:3 ანდონე (59)

ბომბარდირები: 15 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - იაგო ასპასი (სელტა); 10 - ლუის სუარესი (ბარსელონა), სიმონე ძაძა (ვალენსია); 9 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 8 - როდრიგო (ვალენსია).

მომდევნო ტური

6 იანვარი: ატლეტიკო-ხეტაფე, ვალენსია-ჟირონა, ლას პალმასი-ეიბარი, სევილია-ბეტისი

7 იანვარი: ლეგანესი-რეალ სოსიედადი, ბარსელონა-ლევანტე, ვილიარეალი-დეპორტივო, ბილბაო-ალავესი, სელტა-რეალი

8 იანვარი: მალაგა-ესპანიოლი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მორწვი
ამ ზიდანის ოპტიმისტობა მარაზმში გადადის, მართალია არ იტყვის დავთმეთ ჩმეპიონობაო მაგრამ ის მაინც თქვას რომ გავიჭირდებაო.
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
ვალვერდე: უკეთესია, ხალხმა ჩემსა და მესიზე სიმართლე არ იცოდეს
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
[VIDEO] ვინისიუსმა "ბარსელონას" ჩემპიონობა გადაუდო
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
სპორტული დებატები: "რეალი" თუ "ბარსა"? - ახალი პროექტი
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
AD-10-S: ლეოს დასასრული არგენტინაში
"ვალენსიამ" 2012 წლის შემდეგ მე-11 მწვრთნელი გადააყენა
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ისტორიული ფაქტი - ტევესის დამსახურებით, მესის და რონალდოს ერთ გუნდში ვნახავთ
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
ისევ ყოფილ კლუბში - ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"როდესაც მეუღლე გარდამეცვალა, მესის ამ ქმედებამ გამაოცა" - ცნობილი არგენტინელი ჟურნალისტი
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
პსჟ-მ 22 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი მესამედ გაუშვა იჯარით
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "ესპანიოლი" გაანადგურა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
[VIDEO] წიტაიშვილმა "ბერნაბეუზე" ითამაშა - "რაიო ვალეკანო" "რეალთან" დამარცხდა
კარასკო: გვარდიოლა ჭკვიანია და "ბარსაში" არ დაბრუნდება