<p>ხვალ, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი იწყება <br> ხვალ, 27 დეკემბერს დიღომში, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატი იწყება ძიუდოში, რომელიც რამდენიმე ლიდერს მოისაკლისებს, თუმცა ტიტულოვანი ფალავნებიც ბლომად იქნებიან. მათ შორის უპირველესნი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) არიან, ოღონდ ეს უკანასკნელი ტრავმებითა და ოპერაციებით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველად ჭიდაობს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს მან აგვისტოში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე იჭიდავა, თუმცა ხელი მაშინაც აწუხებდა.</p><p>ამათ გარდა, ჩემპიონატში ასევე იასპარეზებენ ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი, ევროპის მესამე პრიზიორები - ზებედა რეხვიაშვილი (81) და ბექა ღვინიაშვილი (90), სხვებს კი მწვრთნელები ასვენებენ. რაც შეეხება ამ ხუთეულს, მწვრთნელთა აზრით, მათ სატურნირო პრაქტიკა სჭირდებათ და ამიტომ აჭიდავებენ.</p><p>ხვალ 60, 66 და 73 კილოგრამების ფალავნები იასპარეზებენ, დანარჩენები კი ზეგ გავლენ ტატამზე. ჩემპიონატი მხოლოდ ვაჟებში ტარდება, ქალთა პირველობა კი ამჯერად არ იმართება. ასპარეზობა ორივე დღეს 10 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 17 საათიდან.</p>
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი: ნაკრების წევრები კვარცხლბეკზე
ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი: ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი პირველად გახდა
საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში ოთხ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს ჩემპიონატი: ლიდერებით, მაგრამ ულიდერებოდ
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: ახალგაზრდებმა ეროვნული შეაზანზარეს
ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის ექო: თაობათა ბრძოლა