სერია ა. XXXI ტურის წინ: რაც არ უნდა ხდებოდეს სხვა ქვეყნების მოედნებზე, გირჩევთ, რომ ამჯერად ყურადღება იტალიას მიაპყროთ
რაც არ უნდა ხდებოდეს სხვა ევროპული ქვეყნების საფეხბურთო მოედნებზე, გირჩევთ, რომ ამ უქმეებზე იტალიას მიაპყროთ განსაკუთრებული ყურადღება და იმ პაექრობებს, რომლებსაც სერია ა-ს XXXI ტური გვთავაზობს. ცენტრალური შეხვედრა “სან სიროზე” გაიმართება, სადაც ორი მილანური გრანდი შეასკდება ერთმანეთს - ამ ჯახს რომ ზედმეტი რეკლამა არ სჭირდება, ალბათ დაგვეთანხმებით.

თანაც, სატურნირო ცხრილშია ისეთი მდგომარეობა, მოედანზე ნამდვილი ომი უნდაGგაჩაღდეს. რომ არა მილანური დერბი, ტურის ცენტრალური პაექრობის არჩევა ნამდვილად გაგვიჭირდებოდა: დედაქალაქში “რომა” “იუვენტუსს” უმასპინძლებს, ნეაპოლში კი “ნაპოლი” “ლაციოს” შეეტოქება. “ოლიმპიკოზე” იტალიური ფეხბურთის აღიარებული გრანდები შეერკინებიან ერთმანეთს, მაგრამ სატურნირო ცხრილს თუ ჩავხედავთ, “მილიონერთა ქალაქში” დაგეგმილი ჯახი უფრო საინტერესოდ და პრინციპულად მოსჩანს. და დესერტად სიცილიური დერბი: “კატანია” “პალერმოს” წინააღმდეგ - ეს მხოლოდ ფეხბურთი არაა და ეჭვგარეშეა, რომ კუნძულზე კარაბინიერთა დამატებითი ჯგუფების გადასხამა მოხდება.

მილანურ დერბიზე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ რაიმე ახალის და განსაკუთრებულის თქმა გაგვიჭირდება. ორივე გუნდი განსაკუთრებულად ემზადება ამ დიდი პაექრობისთვის, თუმცა კომენტარები ერთობ ფრთხილი კეთდება - მაგალითად, მასიმო მორატი მიიჩნევს, რომ დერბით არ მთავრდება ჩემპიონატი და როგორც არ უნდა დასრულდეს მილანური გრანდების ჯახი, სასკუდეტო იტრიგა ბოლომდე შენარჩუნდება. დაახლოებით ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა ადრიანო გალიანიმ, რომელიც აშკარად უფრთხის მეტოქეს. და საერთოდაც, თითქოს თავს იზღვევენ მხარეები, რადგან წარუმატებელი რეზულტატის შემთხვევაში, არც გულშემატკივრებმა შექმნან ტრაგედია და არც ფეხბურთელებმა ჩამოყარონ ყურები.

თუ “გაძეტა დელო სპორტს” დავუჯერებთ, ორივე მწვრთნელი ერთ ტაქტიკას: 4-3-1-2-ს აირჩევს. მასიმილიანო ალეგრის გაუმართლა, რომ ალესანდრო ნესტა და ტიაგო სილვა მწყობრში ჰყავს. მიმდინარე სეზონში, არც თუ ისე ხშირად ხდება როცა ორივე ჯანზეა და ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, სწორედ ამ ბედნიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მარჯვენა ფლანგზე სავარაუდოდ ინაციო აბატეს ვიხილავთ, ხოლო მარცხნივ ლუკა ანტონინი გაირჯება.

საყრდენის პოზიციაზე შემდეგი სამეულის გამოჩენაა ნავარაუდები: მარკ ვან ბომელი, ჯენარო გატუზო, კევინ პრინც ბოატენგი. არის მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ძირითად შემადგენლობაში გამოჯანმრთელებულ ანდრეა პირლოს ვიხილავთ, ვან ბომელს კი სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ყურყუტი. ფორვარდების უკან კლარენს ზეედორფი გაირჯება, შეტევის წინა ხაზზე კი ალეშანდრე პატოსა და რობინიოს გამოჩენას ველოდებით. ანტონიო კასანოს ჟურნალისტები თადარიგში ყოფნას უწინასწარმეტყველებენ და ვნახოთ, გამართლდება თუ არა მათი პროგნოზი. მასიმილიანო ალეგრის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პაექრობისთვის ემზადება მის სამწვრთნელო კარიერაში:

“ფეხბურთელები დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან და ვფიქრობ, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი უდიდეს სიამოვნებას მიიღებს. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პაექრობა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში და მჯერა, რომ წარმატებით ჩაივლის. ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა, ასეთ შემთხვევაში მთავარ მეტოქეს მთელი ხუთი ქულით გავუსწრებთ და დიდ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოვიპოვებთ. ბევრი თვლის, რომ ფავორიტი “ინტერია” - დაე იყო ეგრე, პრინციპულ პაექრობებში ხშირად სწორედ ფავორიტები მარცხდებიან”.

ლეონარდოს რომ “მილანში” აქვს გატარებული თითქმის მთელი საფეხბურთო კარიერა და ფაქტობრივად მშობლიური გუნდის წინააღმდეგ უწევს დაპირისპირება, ასევე გადაღეჭილი თემაა. საინტერესოა, როგორ მიიღებენ მას “როსონერის” გულშემატკივრები, ნომინალური მასპინძელი ხომ სწორედ “მილანია” და შესაბამისად, ქომაგთა 70% სწორედ “შავ-წითლებს” დაუჭერს მხარს. თუმცა, ბრაზილიელი სპეციაისტი ამაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობს და ტაქტიკა-სტრატეგიის შემუშავებასა და შემადგენლობის შერჩევაზეა კონცენტრირებული. ლეოს დაცვის ცენტრში აქვს პრობლემები, ლუსიოს და ვალტერ სამუელს რომ ტრავმა აქვთ, ძველი ამბავია, ამიტომ, სასტარტოში ანდრეა რანოკიასა და ივან კორდობასგან შემდგარ ტანდემს ვიხილავთ. მარჯვენა ფრთაზე დუგლას მიიკონი გაირჯება, მარცხნივ კი ხავიერ ძანეტი. ნახევარდაცვაში წესით შემდეგი ოთხეული უნდა ვიხილოთ: ესტებან კამბიასო, ტიაგო მოტა, დეიან სტანკოვიჩი და ვესლი სნეიდერი. ეს უკანასკნელი წინ იქნება აწეული და ტრადიციულად, გამთამაშებლის პოზიციაზე იმოქმედებს. ლეო ერიდება ჟურნალისტებთან ურთიერთობას და ცდილობს, სრული მობილიზება მატჩისწინა სამზადისზე მოახდინოს. ვნახოთ, წინ მართლაც დიდი ჯახი გველოდება.

ტურინში ჯერ კიდევ აქვთ სულ მცირე იმედი იმის, რომ სასწაული მოხდება და "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. ეს მცირე იმედიც მოკვდება თუ "ბიანკონერი" "რომასთან' გასვლით პაექრობაში დაკარგავს ქულებს, მოვლენათა ასეთი განვითარების ალბათობა კი საკმაოდ დიდია. ჯერ ერთი, "ჯალოროსიც" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, ასევე რთულ მდგომარეობაშია და აუცილებლად მოგება სჭირდება. თანაც, მატჩი "ჯალოროსის" მოედანზე გაიმართება და ყველა სიკეთესთან ერთად, გუნდში ამაღლებული განწყობაა. თუ რატომ არის "რომას" ბანაკში ამაღლებული განწყობა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს - "ჯალოროსი" იტალიური წარმოშობის ამერიკელმა ბიზნესმენმა იყიდა და კლუბში დიდძალი ინვესტიციების ჩადებას აპირებს. დანაკლისის მხრივ, გაცხილებით უკეთეს მდგომარეობაში სწორედ დედაქალაქური გუნდია - ვინჩენცო მონტელას მხოლოდ ჟულიო სერჯიო აკლია, რომელსაც ისედაც არ ათამაშებს ძირითად შემადგენლობაში. აი, "იუვეს' ლაზარეთში პრაქტიკულად ნახევარი გუნდია და თუ არ გჯერათ, ტრავმირებულთა ჩამონათვალს გადახედეთ. "გაძეტას" ვერსიით, ლუიჯი დელ ნერი ლუკა ტონისა და ალესანდრო მატრის შემტევ ტანდემს დაეყრდნობა, მონტელა კი ფრანჩესკო ტოტის მირკო ვუჩინიჩს შეუწყვილებს.

ძალიან საინტრერესო შეხვედრა გაიმართება ნეაპოლში, სადაც "ნაპოლი" "ლაციოს" უმასპინძლებს. ქულები ორივე გუნდს ჰაერივით ესაჭიროება და წესით, "სან პაოლოზე" დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. ვალტერ მაძარის ორი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა, რადგან გრავა და ცუნიგა დაშავებულნი არიან. რაც შეეხება ედუარდო რეიას, სამი ფეხბურთელი ჰყავს დისკვალიფიცირებული, ხუთი კი ტრავმირებული, ანუ მისი დანაკლისი გაცილებით უფრო სერიოზულია. ბოლოს ის ვთქვათ, რომ დიდია შანსი, XXXI ტური ყველაზე წარმატებული "უდინეზესთვის" გამოდგეს - მთავარია ფრიულელებმა "ლეჩე" დაამარცხონ გასვლაზე და კონკურენტები რომ ქულებს დაკარგავენ, წყალი არ გაუვა.

დღეს:

ბრეშა-ბოლონია 20.00

დისკვალიფიკაცია: მარეკო (ბრეშა).

ტრავმა: დალამანო - მონტელონგო, გარიჩი, მუდინგაი, ხიმენესი.

მილანი-ინტერი 22.45

დისკვალიფიკაცია: იბრაჰიმოვიჩი - ლუსიო.

ტრავმა: ინძაგი, ამბროზინი, იანკულოვსკი, ბონერა - სამუელი, კივუ.

ხვალ:

ნაპოლი-ლაციო 14.30

დისკვალიფიკაცია: რადუ, ლედესმა, მათუზალემი (ლაციო).

ტრავმა: გრავა, ცუნიგა - როკი, დიაკიტე, ლედესმა, მეგნი, რადუ.

კატანია-პალერმო 17.00

დისკვალიფიკაცია: ლიამა - კამოციერი.

ტრავმა: კაპუანო, ბელუში, შაკა, პოტენცა, ბიაჯანტი, მარტინიო, ლიამა - ილიჩიჩი, პინილია.

კიევო-სამპდორია 17.00

დისკვალიფიკაცია: ტისონე (სამპდორია).

ტრავმა: ლუჩანო, პულცეტი, ფრეი - პოცი, სემიოლი.

ჩეზენა-ფიორენტინა 17.00

დისკვალიფიკაცია: ლაურო (ჩეზენა).

ტრავმა: ფატიჩი - იოვეტიჩი, ფრეი, ბეჰრამი.

ჯენოა-კალიარი 17.00

დისკვალიფიკაცია: კონტი (კალიარი).

ტრავმა: ველოზო, კუჩკა, მილანეტო, დესტრო - პიზანო, ნენე, პელიცოლი.

ლეჩე-უდინეზე 17.00

დისკვალიფიკაცია: ჯაკომაცი - პინცი.

ტრავმა: ჯულიატო, ოფერე - ბასტა, ფერონეტი, ანჯელა.

პარმა-ბარი 17.00

დისკვალიფიკაცია: გალოპა, ჯემაილი, ჯოვინკო, ვალიანი (პარმა).

ტრავმა: კალვო, პალადინო - ს. მაზიელო, კუტუზოვი, ბარეტო, ოკაკა, კასტილო.

რომა-იუვენტუსი 22.45

ტრავმა: ჟულიო სერჟიო - დე ჩელიე, მარტინესი, რინაუდო, სისოკო, კვალიარელა, იაკვინტა, კიელინი, დელ პიერო, ტრაორე.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 30 18 8 4 51-22 62

2. ინტერი 30 18 6 6 56-32 60

3. ნაპოლი 30 18 5 7 46-27 59

4. უდინეზე 30 17 5 8 56-30 56

5. ლაციო 30 16 6 8 36-25 54

6. რომა 30 14 8 8 47-41 50

7. იუვენტუსი 30 12 9 9 45-38 45

8. პალერმო 30 13 4 13 45-46 43

9. ფიორენტინა 30 10 11 9 35-31 41

10. ბოლონია 30 11 10 9 33-37 40

11. კალიარი 30 11 6 13 36-36 39

12. ჯენოა 30 10 9 11 29-33 39

13. კიევო 30 8 11 11 30-32 35

14. პარმა 30 7 11 12 29-41 32

15. კატანია 30 8 8 14 25-40 32

16. სამპდორია 30 7 10 13 25-34 31

17. ჩეზენა 30 7 8 15 25-41 29

18. ლეჩე 30 7 7 16 31-52 28

19. ბრეშა 30 6 8 16 24-38 26

20. ბარი 30 3 8 19 17-45 17

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 25 - დი ნატალე (უდინეზე); 22 - კავანი (ნაპოლი); 19 - ეტოო (ინტერი); 18 - დი ვაიო (ბოლონია); 16 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!