ექს-ლე-ბენში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ჩვენებური რუს ვლადიმირ პოტკინთან დამარცხდა
ფრანგულ ექს-ლე-ბენში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე 7-7 ქულით 12 დიდოსტატი ინარჩუნებდა მედლების მოპოვების რეალურ შანსს. მათ შორის გახლდათ კონტინენტის პირველობების წინა ორი წლის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ბაადურ ჯობავა, რომელმაც ბოლო 6 ტურში 5,5 ქულა მოაგროვა.

გუშინ იგი თეთრი ფიგურებით რუს ვლადიმირ პოტკინს ეთამაშა. მე-18 სვლისთვის ჩვენებურს აშკარა უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო, მეტიც - მომდევნო 8 სვლაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა და გამარჯვებაც მეტოქეს მიულოცა.

პოტკინი 10 შესაძლებლიდან 8 ქულით უნგრელ იუდით პოლგართან (მოლდოველი ვიორელ იორდაჩესკუ დაამარცხა) და პოლონელ რადოსლავ ვოიტაშეკთან (რუს ილდარ ხაირულინს სძლია) ერთად დაწინაურდა. 10 მოჭადრაკეს 7,5-7,5 ქულა აქვს. ჯობავამ გუშინდელი მარცხით, ფაქტობრივად, მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. ახლა მთავარია, 23 საუკეთესოში მოხვდეს, რათა მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება დაიმსახუროს..

დანარჩენ ქართველთა მე-10 ტურის პარტიები ასე ამთავრდა: ლევან ფანცულაია-ვიქტორ ლაზნიჩკა (ჩეხეთი) 1:0, ზბინეკ ჰრაჩეკი (ჩეხეთი)-თორნიკე სანიკიძე 1:0, დავით ლობჟანიძე-პრედრაგ ნიკოლიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა) 0:1, ლუკა პაიჭაძე-ჰრანტ მელქუმიანი (სომხეთი) 1:0, ლელა ჯავახიშვილი-ზდენკო კოზული (ხორვატია) 1:0, სალომე მელია-სვეტლანა ჩერედნიჩენკო (უკრაინა) 0.5:0.5, დავით ზარქუა-ალენ ფეიარდი (საფრანგეთი) 1:0.

მონაგარი: ჯობავა-7, ფანცულაია-6,5, ჯავახიშვილი, პაიჭაძე-6-6, სანიკიძე-5,5, მელია, ზარქუა, ლობჟანიძე-5-5 ქულა.

დღეს ბოლო ტურის პარტიები გაიმართება.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა