"ბარსელონამ" წინა 17 ტურში ისე ითამაშა, დარჩენილ 21 ტურში საოცრებები უნდა აკეთოს, რომ ტიტული ვერ მოიპოვოს
"ბარსელონამ" წინა 17 ტურში ისე ითამაშა, დარჩენილ 21 ტურში საოცრებები უნდა აკეთოს, რომ ტიტული ვერ მოიპოვოს - ერნესტო ვალვერდეს გუნდი უახლოეს მდევარ "ატლეტიკოს" 9 ქულით უსწრებს, "ვალენსიას" 11-ით, "რეალს" კი 14-ით. მართალია, "სამეფო კლუბს" ერთი მატჩი რეზერვში აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, "ბარსამ" მადრიდული კლასიკო მოუგო ზინედინ ზიდანის გუნდს.

კატალონიელები "კამპ ნოუზე" "ლევანტესთან" მატჩით იწყებენ 2018-ში ლა ლიგას. 2011 წლიდან მოყოლებული "ბარსა" ყოველთვის უგებს ვალენსიურ კლუბს და ახლაც ფავორიტია.

ახლა ყველა ფილიპე კოუტინიოს შესაძლო ტრანსფერზე ლაპარაკობს, თუმცა "ბარსაში" სხვა სიახლეცაა - უსმან დემბელემ ტრავმა მოიშუშა და თამაში შეუძლია. მესიმ, ინიესტამ და სუარესმა თასზე დაისვენეს და ჩემპიონატის მატჩისთვის ემზადებიან.

ტურს "სამეფო კლუბი" დაასრულებს, რომელიც ვიგოში "სელტას" ესტუმრება. ზიდანის გუნდმა გასაფლანგავი უკვე გაფლანგა და ახლა ყოველ ქულას მისთვის ოქროს ფასი აქვს. "რეალს" დისკვალიფიკაციის გამო, დანი კარვახალი არ ეყოლება, ხოლო ტრავმის გამო ქარიმ ბენზემა დააკლდება.

დიეგო კოშტამ და ვიტოლომ უკვე ითამაშეს "ატლეტიკოს" რიგებში და სათასო ბატალიების მერე, ახლა ჯერი ჩემპიონატზეა, სადაც "ატლეტიკოს" მადრიდული დერბი აქვს "ხეტაფესთან".

ტურის მშვენება ანდალუსიური დერბია - სევილიაში ერთმანეთის პირისპირ "სევილია" და "ბეტისი" დადგებიან. "სევილია" სევილიური დერბის ისტორიაში დიდ უპირატესობას ფლობს - 60 გამარჯვება 37-ის წინააღმდეგ, 29 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

ახლა ამ დერბის კიდევ ერთი რამ ერთვის - ჩემპიონატში ვინჩენცო მონტელას დებიუტი "სევილიას" თავკაცის პოსტზე (მან უკვე მოიგო კოპა დელ რეიზე).

მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლებათ არგენტინელი გვიდო პისარო, სტუმრებს - ხორდი ამატი და მწვრთნელი კიკე სეტიენი.

ფაქტები

"ბარსელონამ" "ლევანტეს" ბოლო 7 დაპირისპირება მოუგო.

"სევილიამ" "ბეტისს" ზედიზედ ბოლო ხუთი მატჩი მოუგო.

"ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 24 მატჩიდან 21 მოიგო.

"ატლეტიკოს" "ხეტაფესთან" ბოლო 12 დაპირისპირებაში გოლი არ გაუშვია.

"სევილიას" ლა ლიგაში ბოლო 21 საშინაო მატჩი არ წაუგია.

"რეალმა" არ წააგო ბოლო 16 საგარეო მატჩიდან 15.

ბოლო 20 საშინაო მატჩში "ბარსას" სულ მცირე, 2 გოლი გააქვს.

"სევილიამ" ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვა.

ლა ლიგა. XVIII ტური

შაბათი, 6 იანვარი

ატლეტიკო-ხეტაფე 16:00

ვალენსია-ჟირონა 19:15

ლას პალმასი-ეიბარი 21:30

სევილია-ბეტისი 23:45

კვირა, 7 იანვარი

ლეგანესი-სოსიედადი 15:00

ბარსელონა-ლევანტე 19:15

ბილბაო-ალავესი 21:30

ვილიარეალი-დეპორტივო 21:30

სელტა-რეალი 23:45

ორშაბათი, 8 იანვარი

მალაგა-ესპანიოლი 23:59

ბომბარდირები: 15 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - იაგო ასპასი (სელტა); 10 - ლუის სუარესი (ბარსელონა), სიმონე ძაძა (ვალენსია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა