ამ უქმეებზე სერია A-ს მთავარი მატჩი ფლორენციაშია, სადაც "ფიორენტინას" ძველი მეტოქე, არცთუ კარგ ფორმაში მყოფი "ინტერი" ეწვევა
ამ უქმეებზე სერია A-ს მთავარი მატჩი ფლორენციაშია, სადაც "ფიორენტინას" ძველი მეტოქე, არცთუ კარგ ფორმაში მყოფი "ინტერი" ეწვევა.

"იებს" ჩემპიონატში 5 ნოემბრის მერე არ წაუგიათ, "ნერაძურიმ" კი ზედიზედ ორი მარცხი იწვნია, პოზიციები დათმო და თან იტალიის თასიდანაც გავარდა.

ასე რომ, მიუხედავად მეტოქეებს შორის 14-ქულიანი სხვაობისა, ვერ ვიტყვით, რომ "ინტერი" მტკიცე ფავორიტია. დავუმატოთ ამას ისიც, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს უკანა ხაზში ორი მნიშვნელოვანი ფიგურა აკლია, დანილო დ'ამბროზიოსა და მირანდას სახით.

ლიდერი "ნაპოლი" საშინაო ასპარეზზე "ვერონას" მიიღებს. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაში მაურიციო სარის გუნდი აშკარა ფავორიტია.

ნეაპოლელებს მხოლოდ არკადიუშ მილიკი და ფავზი გულამი დააკლდებიან. გაცილებით მეტია "ვერონას" დანაკლისი.

"ნაპოლი", რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა და რამდენიმე დღის წინ იტალიის თასის გათამაშებასაც დაემშვიდობა ("ატალანტასთან" შინ 1:2 წააგო), ახლა მთელ რესურსს საჩემპიონო რბოლას მოახმარს. ასე რომ, "ვერონას" ადგილზე ახლა ბევრი გუნდი არ ისურვებდა ყოფნას.

სარის გუნდის მთავარი კონკურენტი "იუვენტუსი" გასვლაზე ეთამაშება "კალიარის", რომელიც ტურინელთა მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის ყოფილი კლუბია და აქედან გაიცნო კიდეც საფეხბურთო სამყარომ.

ამ შეხვედრაში "ბებერი ქალბატონის" აქციები გაცილებით ძვირად ფასობს. მით უმეტეს, "იუვემ" კარგი ტემპი აიღო და ახლა მისი დაგდების უფლება არ აქვს. სარდინიელებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლიათ, ისევე, როგორც ტურინელებს - ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გერმანელი მცველი ბენედიქტ ჰიოვედესი, ხოლო ჯანლუიჯი ბუფონის, ხუან კუადრადოსა და მატია დე შილიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეულ კითხვებს კი ბადებს, თუმცა რომელიმე მათგანის მოედანზე გასვლა გამორიცხული არ არის.

წესით, თვალსასეირო უნდა გამოდგეს მატჩი, რომელშიც "რომა" უმასპინძლებს "ატალანტას".

ბერგამოელებმა ორიოდ დღის წინ იტალიის თასზე სტუმრად მოუგეს (2:1) "ნაპოლის" და ნახევარფინალში გავიდნენ. თუმცა ახლა ჩემპიონატის თამაშია, თან, რა ძალასაც წარმოადგენს "ჯალოროსი" "ოლიმპიკოზე", ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ოღონდ ეგ არის, ბოლო პერიოდში ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ვერ არის მთლად კარგ ფორმაში, მაშინ, როცა "ატალანტა" ბოლო პერიოდში საგარეო მატჩებშიც ყოჩაღობს.

"მილანი" საშინაო შეხვედრაში ისტუმრებს "კროტონეს" და აუცილებლად უნდა მოიგოს, თორემ ჯენარო გატუზო, ძალიან დიდი ალბათობით, პოსტს დატოვებს. თან "როსონერის" არ აქვს იმდენად სერიოზული დანაკლისი, რომ ერთ-ერთი აუტსაიდერის წინააღმდეგობა ვერ დაძლიოს.

"ლაციო" სტუმრობს სპალ-ს და მიზნად მხოლოდ 3 ქულის აღება აქვს დასახული. სხვათა შორის, ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი "ოლიმპიკოზე" 0:0 დასრულდა.

ფაქტები

"ფიორენტინასა" და "ინტერს" შორის სერია A-ს ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ ერთი დასრულდა ფრედ.

"ფიორენტინასა" და "ინტერს" შორის ბოლო 5 დაპირისპირებაში 26 გოლი გავიდა.

"ინტერს", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 309 წუთია, არ გაუტანია გოლი.

"ნაპოლისა" და "ვერონას" 2004 წლის მერე (ყველა ტურნირის ჩათვლით) ერთმანეთში ფრედ არ უთამაშიათ.

"ნაპოლიმ" "ვერონას" ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირება (ყველა ტურნირის ჩათვლით) მოუგო საერთო ანგარიშით - 11:1.

"იუვენტუსმა", ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო (2 ფრე), აქედან 5 - ზედიზედ. ამასთან, აღნიშნულ სერიაში გაუშვა მხოლოდ ერთი გოლი.

"იუვენტუსმა" "კალიარის" სერია A-ს ბოლო 14 მატჩიდან მოუგო 11, ხოლო ფრედ ითამაშა 3 მატჩი.

"კალიარიმ", რომელსაც საკუთარ მოედანზე არ მოუგია სერია A-ს ბოლო 3 მატჩი, "იუვენტუსი" შინ ბოლოს 2009 წლის 29 ნოემბერს დაამარცხა (2:0).

"რომამ" ბოლო 3 მატჩიდან (ყველა ტურნირის ჩათვლით) 2 წააგო და ერთი ფრედ ითამაშა.

"ატალანტამ" უკანასკნელი 5 გასვლითი მატჩიდან (ყველა ტურნირის ჩათვლით) 4 მოიგო და ერთხელაც ფრედ ითამაშა.

"რომამ" "ატალანტა", სერია A-ს ეგიდით, შინ ბოლოს 2014 წლის 12 აპრილს დაამარცხა (3:1).

"კროტონეს", ყველა ტურნირის ჩათვლით, არ უთამაშია ფრედ 15 ოქტომბრის შემდეგ, ხოლო, ასევე ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 8 მატჩიდან 7 წააგო (1 მოგება).

"მილანსა" და "კროტონეს" შორის ბოლო 3 ურთიერთდაპირისპირებიდან 2 მატჩი მილანური კლუბის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ერთშიც ფრე დაფიქსირდა.

"ლაციომ", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა.

სპალ-მა, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 27 აგვისტოს შემდეგ საკუთარ მოედანზე მხოლოდ 1 მატჩი მოიგო.

"უდინეზემ", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო და ერთხელ დამარცხდა.

"ბოლონიას" სერია A-ში სტუმრად ფრედ არ უთამაშია 2017 წლის 15 აპრილის შემდეგ.

სერია A. XX ტური

პარასკევი, 5 იანვარი

კიევო-უდინეზე 21:00

ფიორენტინა-ინტერი 23:45

შაბათი, 6 იანვარი

ტორინო-ბოლონია 15:30

მილანი-კროტონე 18:00

ბენევენტო-სამპდორია 18:00

ჯენოა-სასუოლო 18:00

ნაპოლი-ვერონა 18:00

სპალ-ლაციო 18:00

რომა-ატალანტა 21:00

კალიარი-იუვენტუსი 23:45

ბომბარდირები: 17 - მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჩირო იმობილე (ლაციო); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 12 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დრის მერტენსი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
“ფიორენტინამ” მწვრთნელად პაოლო ვანოლის დაბრუნება გვაუწყა
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო