შარშანდელი სეზონის მსგავსად, ევროთასებზე ყველაზე წარმატებული აზერბაიჯანული კლუბი კვლავაც "ყარაბახია", რომლის ღირსებასაც გიორგი ადამია იცავს...

შარშანდელი სეზონის მსგავსად, ევროთასებზე ყველაზე წარმატებული აზერბაიჯანული კლუბი კვლავაც "ყარაბახია", რომლის ღირსებასაც გიორგი ადამია იცავს. იმის მიუხედავად, რომ გოლი ვერ გაიტანა, "პორტდაუნთან" ევროპის ლიგის მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა (ყარაბახს სტუმრად 2:1 ჰქონდა მოგებული), იგი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო და თავისი გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.

აზერბაიჯანულმა "ექსტრატაიმმა" მას მცირე ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც განვლილი დაპირისპირებისა და მომავალი მატჩების შესახებ გაესაუბრა.

- ბევრი იშრომეთ, მაგრამ მეტოქის კარის დალაშქვრა მაინც ვერ შესძელით. ამისთვის რა დაგაკლდათ?

- ვერ გეტყვით. თითქოს ყველაფერი სწორად გავაკეთე, მაგრამ ფაქტია, რომ გოლის გატანა ვერაფრით მოვახერხე. ალბათ, საამისოდ იღბალიც დამაკლდა და ამასთანავე, მეტოქის მცველებმა მაღალ დონეზე ითამაშეს. საერთოდაც, დაცვა "პორტდაუნის" უძლიერესი რგოლი იყო. ისე კი, თუ უფრო დიდი წარმატებების მიღწევა გვსურს, მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც საგოლე მომენტების უკეთ რეალიზაცია გვმართებს. უნდა შევძლოთ ისეთი გუნდის წინააღმდეგობის გადალახვაც, რომელიც აქცენს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე აკეთებს.

- "პორტდაუნთან" პირველი მატჩის შემდეგ "ყარაბახის" ტაქტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა?

- ბევრი არაფერი შეცვლილა, მაგრამ გარკვეული სიახლეები მაინც იყო. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გუნდმა განსხვავებულ დონეზე ითამაშა, მაგრამ თვალშისაცემი იყო, რომ მეტოქემ აზერბაიჯანში უფრო მეტი გასაქანი მოგვცა.

- თავის დროზე, როცა "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი იყავით, პოლონური "ვისლას" წინააღმდეგ ითამაშეთ. ამ გუნდმა მაშინ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

- ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც ძალიან მდიდარი ისტორია აქვს და ერთგული გულშემატკივრებიც მრავლად ჰყავს. თუმცა უშანსოდ ნამდვილად არ ვართ, მთავარია, მეტოქე კარგად შევისწავლოთ და მისი სისუსტეები გამოვიყენოთ.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა