ფედერაციის თასის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები თავისი ლიდერის გარეშე ჩავა რუსეთში ნახევარფინალური მატჩის სათამაშოდ.

ფედერაციის თასის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები თავისი ლიდერის გარეშე ჩავა რუსეთში ნახევარფინალური მატჩის სათამაშოდ. აპენინელებს ამ ეტაპზე ვერ დაეხმარება მსოფლიო რეიტინგის მეოთხე და იტალიური ჩოგბურთის პირველი ნომერი ფრანჩესკა სკიავონე. ჩოგბურთელმა თავად თქვა უარი რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე. მიზეზი ტრავმა არ არის, უბრალოდ ფრანჩესკას სურს კარგად მოემზადოს როლან გაროსისთვის, სადაც მას შარშანდელი ტიტული აქვს დასაცავი.

ფედერაციის თასის ნახევარფინალი 16-17 აპრილს გაიმართება და ეს პერიოდი გრუნტის სეზონის დაწყებას ემთხვევა. სკიავონეს მიაჩნია, რომ რუსეთის დედაქალაქში მგზავრობა ცუდად იმოქმედებს მისი ინდივიდუალური მზადების პროცესზე.

"ძალიან ვწუხვართ სკიავონეს უარის გამო, მაგრამ გვესმის და პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა იტალიის ნაკრების კაპიტანმა კორადო ბარადტუციმ.

იტალია ფედერაციის თასის ბოლო ორი გათამაშების ჩემპიონია. შარშანდელ ფინალში ამერიკის წინააღმდეგ სკიავონემ თავის გუნდს ორი ქულა მოუტანა - დაამარცხა კოკო ვანდევეგე და წააგო მელანი ოუდინთან.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა