სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ ჩაწყობილ შეხვედრებში მონაწილეობისათვის 21 სუმოისტსა და 2 მწვრთნელს განაჩენი გამოუტანა
პროფესიულ სუმოში ბოლო წლებია სულ სკანდალებია, ახლახან საქმე იქამდე მივიდა, რომ სუმოს ასოციაციამ არნახულ ზომას მიმართა - მარტის ბაშო გააუქმა. და აი, სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ ჩაწყობილ შეხვედრებში მონაწილეობისათვის 21 სუმოისტსა და 2 მწვრთნელს განაჩენი გამოუტანა: მათ 5 აპრილამდე მიეცათ ვადა პენსიაში გასასვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში დამნაშავეებს სამუდამო დისკვალიფიკაციით გააძევებენ. სასიხარულოა, რომ არც ამ სკანდალში აღმოჩნდნენ ქართველი სუმოისტები (ლევან გორგაძე, ლევან ცაგურია და თეიმურაზ ჯუღელი) გარეულები.

დამნაშავედ უმაღლესი დივიზიონის 6 წევრი სცნეს, მათგან 4 მონღოლია (ჰაკუბა, ტოკუსეგავა, კორიუ, მოკონამი) ერთი კორეელი (კასუგაო) და ერთიც იაპონელი (კოტოკასუგა). 8 რიკიში ძურიოს დივიზიონიდანაა: შიმოტორი, მასაცუკასა, საკაიზავა, კიოკუნანკაი, ვაკატენრო, კიოსეუმი, ტოიოძაკურა და ასოფუჯი. დასჯილთა შორის არიან ერთ დროს ელიტაში მოჭიდავე, ახლა კი მესამე დივიზიონში დაქვეითებულნი: ჯუმონჯი, კირინოვაკა, ჰოშიჰიკარი, შირონონამი და იამამოტოიამა. დამნაშავეა აგრეთვე მწვრთნელი ტანიგავა (ყოფილი კომუსუბი კაიჰო). სამ ადამიანს შედარებით მსუბუქი განაჩენი გამოუტანეს, რადგან მათ აღიარეს დანაშაული, ესენია: ჩიოჰაკუჰო, ენაცუკასა და მწვრთნელი ტაკენავა (ყოფილი რიკიში კასუგანიშიკი) - ისინი 2-2 წლით დასაჯეს.

სუმოს ახალი რეიტინგი 25 აპრილს გამოქვეყნდება, მორიგი ბაშო კი 8-22 მაისს გაიმართება. წესით და რიგით, ლევან ცაგურია (კოკაი) ძურიოს დივიზიონში კარიერაში პირველად უნდა დაქვეითებულიყო, მაგრამ უმაღლესი დივიზიონიდან 6 რიკიშის გაძევების შემდეგ, შესაძლოა, "შავი ზღვა" ისევ უმაღლესში დატოვონ.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა