ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მისი შეუცვლელი ფიგურაა. გთავაზობთ 10 ფაქტს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის შესახებ.
ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მისი შეუცვლელი ფიგურაა.

ჯაბა კანკავამ ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ, როგორც იქნა, იპოვა ახალი კლუბი - ყაზახური "ტობოლი", სადაც კიდევ ერთი ქართველი ნიკა კვეკვესკირი თამაშობს.

მიმდინარე დღეებში კანკავას პერსონის აქტუალურობიდან გამომდინარე, გთავაზობთ 10 ფაქტს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის შესახებ.

10. ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" აღზრდილია. ის 2003 წელს დააწინაურეს მთავარ გუნდში და 2005 წელს ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადავიდა.

9. საკლუბო დონეზე ჯაბა კანკავას 257 მატჩი აქვს გამართული: 11 გოლი გატანილი, 9 საგოლე გადაცემა, 74 ყვითელი ბარათი და 6 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

8. ყველაზე წარმატებული პერიოდი კარიერაში ჯაბა კანკავას "დნიპროში" ჰქონდა, რომლის წევრიც 2007 წელს გახდა და 2015 წელს დატოვა. იმის მიუხედავად, რომ კლუბს გარკვეული პერიოდი "კრივბასში" ჰყავდა განათხოვრებული, მან დაბრუნება შეძლო და "დნიპროსთან" ერთად ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა.

7. საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. მაშინ ჩვენმა ნაკრებმა ალბანეთი 2:0 დაამარცხა. ჯაბა კანკავა მატჩის 58-ე წუთზე მალხაზ ასათიანის ნაცვლად შევიდა.

6. ჯაბა კანკავას ნაკრებში 70 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 გოლი გატანილი. ასევე, თითქმის ყველა ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. მას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გერმანიის ნაკრების კარში აქვს გატანილი. მის ყუმბარისებურ დარტყმას ვერც გერმანიის მცველები დაუდგნენ და ვერც ნოიერი.

Video

ჯაბა კანკავას გოლი გერმანიის კარებში

5. კანკავას ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასი 2015 წელს ჰქონდა. მაშინ ეს თანხა 4 მილიონი ევრო იყო. ამავე წელს ის "რეიმსის" ფეხბურთელი გახდა. დღეს კანკავას სატრანსფერო ფასი 1 მილიონი ევროა, რაც ყველაზე მაღალია მის ამჟამინდელ კლუბ "ტობოლში".

4. კარიერის დასაწყისში თბილისის "დინამოში", სადაც მწვრთნელად ახალი დანიშნული იყო გიორგი გეგუჩაძე, კანკავა კლუბთან ერთად საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ასევე წარმატებით იასპარეზა ევროტურნირებზე. პრაღის "სლავიას" წინააღმდეგ მის მიერ გატანილმა გოლმა "დინამოს" შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა, რომლის გავლის შემდეგაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უეფას რანგით მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

3. როდესაც ჯაბას მის ყველაზე ნათელ მოგონებაზე ჰკითხეს, ასეთი პასუხი გასცა: "მან ჩემში ნამდვილი ფეხბურთელი აღზარდა. იმ ადამიანის დამსახურება, რომლის შესახებაც ახლა ვლაპარაკობ, ჩემთვის ფასდაუდებელია. რთულ ფინანსურ პირობებში ვიზრდებოდი და ეს ადამიანი ძალიან დამეხმარა. აბსოლუტურად ყველაფერში - მათ შორის, ფინანსურადაც. იყო დრო, როდესაც მის ბინაშიც კი ვცხოვრობდი. მაჭმევდა, ბუცებს ყიდულობდა და მავარჯიშებდა. ეს ადამიანი არასოდეს დამავიწყდება. მასთან ურთიერთობას არასოდეს შევწყვეტ და ყოველთვის დავეხმარები", - ჩაიწერეთ, ეს კაცი გურამ ჩომახიძეა.

2. საქართველო-გერმანიის მატჩის დროს ჯაბა კანკავასა და ბასტიან შვაინშტაიგერს შორის დაპირისპირება მოხდა. ამას ასე იხსენებს ნაკრების კაპიტანი: "გერმანელები საჯარიმოს დასარტყმელად ემზადებოდნენ და რომ არ "გამქცეოდა", შვაინშტაიგერს ხელით ვიჭერდი. ამაზე გაბრაზდა და ძალიან აგრესიულად იქცეოდა, ბოლოს კი თავითაც წამოვიდა ჩემკენ... თუმცა, ეს ფეხბურთია, სადაც ჩხუბი ბოლომდე არასდროს მიდის, მატჩის დასრულების შემდეგ "საქმის გარჩევა" კი მეტიჩრობად მიმაჩნია!"

1. 2014 წლის 30 მარტს, უკრაინის ჩემპიონატის შეხვედრაში "დნიპროსა" და კიევის "დინამოს" შორის, მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში მასპინძელთა მეკარემ კიეველთა კაპიტან ოლეგ გუსევს ტრავმა მიაყენა. სტუმართა ფეხბურთელმა გონება დაკარგა, თუმცა ახლოს მყოფმა ჯაბა კანკავამ გუსევს ენის "გადაყლაპვის" საშუალება არ მისცა და სიკვდილს გადაარჩინა.

შემთხვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ კლინიკის მთავარი ექიმის კომენტარი გავრცელდა, სადაც დაშავებული გუსევი სტადიონიდან გადაიყვანეს. ექიმმა აღნიშნა, რომ კანკავას დახმარების გარეშე გუსევის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.

Video

ჯაბა კანკავამ მოედანზე ფეხბურთელი სიკვდილისგან იხსნა

10 საინტერესო ფაქტი ლაშა ტალახაძის შესახებ

Lagashi
ნაკრწბში 70 მატჩი აქვს ჩატარებული........
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
"საბურთალოდან" დაბრუნებული ფეხბურთელი "დნიპრომ" ისევ გაანათხოვრა
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
ზაურ მახარაძემ "დნიპროსთან" გააფორმა კონტრაქტი
დაპირისპირება შვაინშტაიგერთან და სიკვდილს გადარჩენილი ფეხბურთელი - 10 საინტერესო ფაქტი ჯაბა კანკავას შესახებ [VIDEO]
"დნიპროს" წარმატებული თაობა - sport express ჯაბა კანკავას იხსენებს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
"რეიმსმა" ჯაბა კანკავა ოფიციალურად წარადგინა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"აქ გადასვლას სწორ ნაბიჯად ვთვლი!" - სანდრო კობახიძის მომავალი გაირკვა
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა