საქართველოს რაგბის კავშირის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის "არმია" მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იარსებებს.

რაგბის კავშირში ზემოთ ნახსენები უწყებების ხელმძღვანელები კლუბის წარმომადგენლებსა და მორაგბეებს შეხვდნენ და შეთანხმებაც შედგა. თავდაცვის სამინისტრო რაგბის კლუბი "არმიას" ლიკვიდაციის იურიდიულ მხარეს მაისის ბოლომდე გადადებს, ხოლო კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რაგბის კავშირთან ერთად, მომავალი 4 თვისთვის კლუბის დაფინანსებისთვის საჭირო თანხებს მოიძიებს. გარდა ამისა, რაგბის კავშირი კლუბისათვის სპონსორის მოძიებასაც ეცდება.

გიორგი ბუთხუზი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე): „დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ ნათელი მოგვეფინა რაგბის კლუბ "არმიასთან" დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებისთვის და გვეპოვა გამოსავალი. ერთობლივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კლუბი სეზონის ბოლომდე იარსებებს, ოღონდ ის არ დაფინანსდება თავდაცვის სამინისტროსგან“.

შალვა გოგოლაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): „ჩვენ ვაფასებთ მორაგბეების წარმატებებს და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყანაში რაგბის განვითარება. სამწუხარო იყო ის, რაც "არმიასთან" დაკავშირებით ხდებოდა და ამიტომ თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაისის ბოლომდე არ მოხდება კლუბის ლიკვიდაცია. იმისათვის, რომ გუნდმა განაგრძოს ჩემპიონატში მონაწილეობა და ჰქონდეს ფინანსური უზრუნველყოფა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რაგბის კავშირთან ერთად, მოიძიებს დამატებით თანხებს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სარაგბო კლუბები დავკარგოთ“.

გოჩა სვანიძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): „ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა და სწორი გადაწყვეტილება. თავდაცვის სამინისტრო არ მოახდენს კლუბის ლიკვიდაციას, ხოლო კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჩვენთან ერთად, უახლოეს დღეებში მოიძიებს გუნდისათვის საჭირო დაფინანსებას. პარალელურად, რაგბის კავშირი "არმიას" სპონსორის მოძებნაში დაეხმარება“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

qomagi
მორაგბეების და გუნდის პერსონალის უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ვთვლი, რომ არმია თავიდანვე არასწორი მიმრათულებით შეიქმნა და ასევე ძალიან არასწორად განაგრძო განვითარება (ფულის ხარჟზე სხვა კლუბების მიერ აღზრდილი მოთამაშეების გადაბირებით). მასე ემართებათ ხოლმე ძირითადად იმ კლუბებს რომლებსაც საკუთარი ისტორია არ აქვთ და სხვისი გაზდილი მოთამაშეებით უნდათ ხოლმე ფონს გასვლა. არაერთი გუნდი გაუქმებულა სამწუხაროდ ვინც მსგავსი გზა აირჩია... ისე წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს და კლუბს.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
დიდი 10. "ხარებმა" "არმია" დაამარცხა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
შალვა გოგოლაძე: ახალი მულტიფუნქციური სპორტული არენის მშენებლობა დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაუჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
პაატა გურასპაული: ევრობასკეტის მასპინძლობა ქვეყანას აღიარებას მოუტანს
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი - ინტერვიუ
თბილისის "არმია": ლიდერებში დაბრუნება?
უხვქულიანი რკენა ქუთაისში
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ცნობილი გახდა, როდის დაიწყება ევრობასკეტისთვის ახალი დარბაზის მშენებლობა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფოთში სარაგბო მატჩის შემდეგ მსაჯი დაჭრეს
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე [VIDEO]
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება