ფოტო: gbf.ge

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო.

შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და კომპლექსი სრულად დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა.

"საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2021 წლის ევრობასკეტისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. კომპლექსის მთავარი ნაწილი - სპორტული დარბაზი 10 000 მაყურებელს დაიტევს და სრულად დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს.

მშენებლობის დასრულების შემდეგ მივიღებთ ერთმანეთთან ინფრასტრუქტურულად დაკავშირებულ, თანამედროვე სტანდარტების მრავალსივრციან და მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსს, სადაც ტურნირის საშეჯიბრო ნაწილი გაიმართება ახალაშენებულ დარბაზში, ხოლო უკვე არსებული ოლიმპიური სასახლის სივრცეები უშუალოდ შეჯიბრების გამართვის დროს გამოყენებულ იქნება საწვრთნელ-სავარჯიშო პროცესისთვის.

ევრობასკეტის დასრულების შემდეგ კომპლექსის ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი სპორტული კერა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვუმასპინძლოთ მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირებს", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოების წინამოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია. პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიმდინარე წლის, ხოლო 21 მილიონი - მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3 დარბაზი აშენდება, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას იძლევა. მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მატჩების მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ასევე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, თბილისს ახალი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა დარჩება.

კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
მაიკლ ჯორდანი და სუნ ძის "ომის ხელოვნება" - იდეა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ერთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა - რა ახალი წესი დაამტკიცა UEFA-მ გუშინ გამართულ ყრილობაზე
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე [VIDEO]
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
შალვა გოგოლაძე: ახალი მულტიფუნქციური სპორტული არენის მშენებლობა დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაუჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს
პაატა გურასპაული: ევრობასკეტის მასპინძლობა ქვეყანას აღიარებას მოუტანს
პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის
"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი - ინტერვიუ
სტუდენტური კალათბურთის ლიგის ახალი სეზონი ახალი ფორმატითა და შანსებით
გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)