თურმე ისრაელში მოედანი ზედმეტად იყო მორწყული და არ გაგვაფრთხილეს, ჩვენს ფეხბურთელებს შესაფერისი ბუცებით რომ ეთამაშათ
ილუზიები არას გვარგებს - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის უპირველესი კანდიდატი ნაღდად არ არის, მაგრამ სატურნირო ეკვატორს დამაიმედებელი შედეგით გადავაბიჯეთ.

ეგაა, ხორვატიასთან მოგების შემდეგ დასანანი იყო ისრაელში წაგების ერთ-ერთი მიზეზი: უეფა ორმატჩიან შეხვედრებს ოთხდღიან პერიოდში ატარებს, მაგრამ რატომღაც ხორვატიასთან უმძიმესი მატჩის შემდეგ ჩვენებმა თელ-ავივში ორი დღის მერე ითამაშეს. არ ვამბობთ, რომ თელ-ავივშიც აუცილებლად უნდა მოგვეგო, მაგრამ ასეთ მძიმე და პრინციპულ შეხვედრებს შორის ისედაც მცირე შუალედის კიდევ უფრო შემცირებით, ცხადია, მასპინძელმა ისრაელმა იხეირა. ებრაელებმა მანამდე ლატვია მიიღეს და ჩვენებივით მგზავრობაში დრო და ენერგია არ დახარჯეს.

მართლაც, ქართველმა ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს და გადაღლილებმა ჩვეული ბრძოლისუნარიანობა ვერ გამოავლინეს. არადა, შეხვედრა 7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ კალენდრის შედგენისას ისრაელის მხარემ მატჩის 29 მარტისთვის გადატანა ითხოვა, რადგან 7 ოქტომბერს ისრაელში რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავენ.

თამაშის შემდეგ გულშემატკივარი გაოცებული კითხულობდა, როგორ დათანხმდა ჩვენი ფედერაცია ასეთ კალენდარს, ისედაც ცხადი არ იყო, რომ სამდღიანი პაუზა საკმარისი არ იქნებოდა?

კითხვით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას მივმართეთ.

“ბევრმა არ იცის, კალენდარი როგორ დამტკიცდა და რომ ეს ჩვენი მოგონილი არ არის: ვარშავაში კენჭისყრის დაწყებამდე, როდესაც არ ვიცოდით, ჩვენი მეტოქეები რომელი ნაკრებები იქნებოდნენ, უეფამ ფედერაციების ხელმძღვანელებს გვითხრა, ბატონებო, ვისაც ისრაელი შეგხვდებათ, გაითვალისწინეთ, რომ ეს ნაკრები პარასკევს არ თამაშობსო, რადგან ებრაელებისთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა, პარასკევ საღამოდან შაბათ საღამომდე სტადიონის კარსაც კი არ გააღებენ და მათ რელიგიურ გრძნობებს ანგარიშს უწევენ.

ვარშავაში მოწოდებული კალენდრის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ხორვატია იყო. ასე გაგრძელდა უეფას ოფისში, ნიონში და ათენშიც, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. უეფამ ბრმა კენჭისყრის ჩატარება გადაწყვიტა. ათენში კალენდრის შედგენაში ფედერაცია არ მონაწილეობდა, იქ ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იმყოფებოდა. მატჩებს შორის სამდღიანი პაუზა კი მარტო ჩვენს ქვეჯგუფშია, რადგან, როგორც გითხარით, პარასკევ საღამოდან ებრაელები არ თამაშობენ.

ჩვენ რომ გვეთქვა, ამა და ამ დღეს საქართველოში წმინდა ნინოს დღესასწაულიაო, შეღავათს არავინ გაგვიწევდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ისრაელის ნაკრების მწვრთნელი ფრანგია, შეხვედრას კი ფრანგთა ბრიგადა ემსახურებოდა. მოედანიც ზედმეტად იყო მორწყული, რაზეც წინასწარ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენს ფეხბურთელებს შესაფერისი ბუცებით რომ ეთამაშათ. მე კი ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგეები თანაბარ პირობებში უნდა თამაშობდნენ. აღარც მინდა ამაზე ლაპარაკი”, - გვითხრა სიჭინავამ.

რა მოხდა ეროვნულ ნაკრებში ხორვატიასთან მატჩის მეორე დღეს და რატომ ვერ გაემგზავრა ისრაელში გოგიტა გოგუა?

“თემურ ქეცბაიამ ისრაელში გოგუას გარეშე წასვლა გადაწყვიტა და მის გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა. ამაზე ყურადღების გამახვილება და აჟიტირება არ ღირს. მოხდა ის, რაც მოხდა, არაფერი განსაკუთრებული, ეს არ იყო კონფლიქტი. კონფლიქტი ისაა, ერთმანეთს რომ აგინებენ, ასეთი რამ კი არ ყოფილა. ვფიქრობ, ყევლაფერი ისე გადაწყდება, ეროვნული ნაკრების ინტერესი რომ არ დაზარალდეს. მე კი დარწმუნებული ვარ, ისრაელში უფრო აზრიან და შემტევ ფეხბურთს ვაჩვენებდით, ანანიძე და ასათიანი რომ გვყოლოდა”, - ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ფედერაციის თავკაცმა გასულ წელს ნაკრებებში მწვრთნელთა დანიშვნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გარკვევით თქვა - თუკი ნაკრები ზედიზედ სამ შეხვედრას წააგებს, მისი მწვრთნელი გათავისუფლდებაო. თუმცა სიჭინავა არ მალავს, რომ საფრანგეთში გამართულ ელიტრაუნდში წარუმატებლობის მიუხედავად, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი დასაკარგი სპეციალისტი არ არის:

“ჩვენთან T და PRO კატეგორიის ლიცენზიები ბევრ მწვრთნელს არ აქვს და, აქედან გამომდინარე, ჟორჟიკაშვილის მსგავსი სპეციალისტის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ამიტომ ვფიქრობ, მისი დასაქმება სხვა მიმართულებითაც შეიძლება და საჭიროც არის.”

bua
რა მენეჯერია დაროგორ ერკვევა ფეხბურთში ამას დრო გვიჩვენებს(ჩემთვის კია გასაგები),სხვა რამე მაინტერესებს.გოგუას და ქეცბაიას შორის კონფლიქტის არარსებობას რომ გვიმტკიცებს, არ ეკუთვნის ქართველ გულშემატკივარს ასეთი ნაცრის შეყრა.ჩვენ პასუხს ველოდებით,ზღაპრები ფედერაციაში მოუყვნენ ერთმანეთს
guja kakhadze
ისრაელთან დამარცხება მთლიანად ფედერაციის სინდისზეა.
dato
ბუცებს არჩევენ ,რაზმინკის' მერე და რწყავენ გაზონს ,რაზმინკამდე'. გაფრთხილებაც არაა სავალდებულო, ვისაც როგორ უნდა, ისე რწყავს. რა სალაპაროკოა, საერთოდ, გაზონის მორწყვა? ჟორჟიკაშვილის ინტერვიუ ნახეთ? რას ვთხოვთ, რო? რატო უნდა მოიგოს ელიტ რაუნდში? რა ლოგიკით?
alfa
ფეხბურთში შეიძლება ვერ ერკვევა (არა და ერკვევა) მარა კაი მენეჯერია თავის საქმეს კარგად აკეთებს, ცდილობს ფეხბურთი ქველმოქმედებიდან ბიზნესად გადააქციოს :)
pipo
7 ოქტომბერი არის პარასკევი და ამაზე იყო აქ საუბარი შენ შემოგევლე.. ისე კი ეს კაცი კარგად ერკვევა რა გინდათ. ქეცბა კი მოზგია
vaso
სიჭინავა ფეხბურთში რომ ვერ ერკვევა ეს სადაო მემგონი არ არის,მაგრამ ორგანიზაციულ საკითხცებშიც ვერ არის ფხიანი.ნათელი წერტილი ქართულ ფეხბურთში თემურ ქეძბაია არის და ლომის წილი თუ რამე გაკეთდა მისი დამსახურებაა!!!
danaansa
საოცარია...ან თვითონ ვერ ერკვევა რასაც ლაპარაკობს ან ჩვენ გვაყრის ნაცარს თვალებში.რა შუაშია აქ პარასკევი?როდესაც თამაში სამშაბათს იყო? აქ ხომ იმაზეა საუბარი ოთხშაბათს ან ხუთშაბათს რომ ჩAტარებულიყო ეს მატჩი...ან მე ვერ გავიგე სწორად
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა