ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

bombardir.ru: ჯანო ანანიძე "სპარტაკში" უკვე თითქმის 10 წელია თამაშობს - და მერე რა?

bombardir.ru: ჯანო ანანიძე "სპარტაკში" უკვე თითქმის 10 წელია თამაშობს - და მერე რა?

bombardir.ru: ჯანო ანანიძე "სპარტაკში" უკვე თითქმის 10 წელია თამაშობს - და მერე რა?
რუსულ საფეხბურთო პორტალ bombardir.ru-ზე ჟურნალისტმა მიხაილ მოროზოვმა ვრცელი და ერთობ საინტერესო ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ნახევარმცველზე ჯანო ანანიძეზე.

წერილში მოთხრობილია, თუ როგორი იმედით უყურებდნენ ჯანოს, მაგრამ მან ჯერ ვერ გაამართლა გაცემული ავანსები და იმედი აქვთ, რომ 2018 წელს მოახერხებს ამის გაკეთებას. გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან. ნუ დაიზარებთ, წაიკითხეთ.

"ვალერი კარპინი, უნაი ემერი, მურატ იაკინი, დმიტრი ალენიჩევი, მასიმო კარერა - ისინი აბსოლუტურად განსხვავებული მწვრთნელები არიან. მათ სხვადასხვა მიდგომა, სტილი, თავიანთი ღირსებები და სისუსტები აქვთ, მაგრამ ანანიძის შემთხვევაში ყველაფერი ყოველთვის დაახლოებით ერთნაირად მთავრდებოდა: ხმამაღალი აფეთქება, სათადარიგოთა სკამზე მშვიდად გადანაცვლება, ტრავმა და შემდეგ ფორმაში ჩადგომის ხანგრძლივი პერიოდი. "როსტოვში" იჯარით ყოფნისას უკეთ გამოუვიდა, რამეთუ, სადაც ნაკლებია ზეწოლა, ფეხბურთიც მარტივია. ეს ნდობის დამსახურება იყო? საკამათოა, ვინაიდან "სპარტაკში" ნდობის დეფიციტს არასოდეს არ განიცდიდა.

ამ დღეებში უეფამ საქართველო ფეხბურთში პროგრესისთვის დააჯოლდოვა. ეს სამწუხაროდ არა თავად ფეხბურთს, არამედ Fair Play-ს რეიტინგს შეეხებოდა. ფეხბურთთან დაკავშირებით იქ ჯერჯერობით ყველაფერი მიყრუებულია - ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევ ციკლში ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო, კლუბები კი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებთან ახლოსაც ვერ მიდიან. ჯანო თავის ნაკრებში კვირკველიასთან ერთად ლიდერია, სადაც ყველაზე უფრო მეტი ტიტულების მქონე არაა (ვთქვათ, კანკავამ ევროპა ლიგის ფინალში მიიღო მონაწილეობა), მაგრამ რომც წავიოცნებოთ და ამ გუნდს კალაძე, კობიაშვილი და არველაძე დავამატოთ, უფრო ძლიერი ვერ გახდება.

ანანიძე კარგი ფეხბურთელია, ჩინებული დარტყმა აქვს და გადამწყვეტი გადაცემის გაკეთებაც ეხერხება, მაგრამ ეტყობა, უმჯობესი იქნებოდა სხვა ეპოქაში დაბადებულიყო, რადგან თანამედროვე ველურ ფეხბურთში პრესინგისას ფონს გასვლა უჭირს. თუ მეტოქემ გასაქანი მისცა, თუ სივრცე დაუთმო, თუ მატჩისწინა ზეწოლა არ იქნა ძლიერი, თუ მწვრთნელთან საერთო ენას გამონახავს... მოკლედ, ძალიან ბევრი "თუა". ანანიძემ რუსეთში ყველა ტროფეი მოიგო, ბრინჯაოს გარდა ყველა სინჯის მედალი მიიღო, თუმცა არაა შეგრძნება იმისა, რომ ჩვენს ფეხბურთში რაიმე შესამჩნევი კვალი დატოვა. 8.5 წლის წინ ის აქ ათამაშდა. წინ შესაძლოა, ამდენივე აქვს და რა უნდა გააკეთოს, რათა მეორე 8.5 უკეთ წარმართოს?

ჯანოს სჭირდება გუნდი, სადაც მწვრთნელთან ერთ ტალღაზე იქნება, იქნება გუნდის წამყვანი ფეხბურთელი, ითამაშებს მისთვის მოსახერხებელ ფეხბურთს და არ განიცდის ზეწოლას. დაახლოებით ისე, როგორც "როსტოვში" იყო, ოღონდ უფრო ამბიციური კლუბი ესაჭიროება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში კარიერული წინსვლა არ ექნება. სასურველიდან ოდენ "კრასნოდარის" ვარიანტია, სადაც ლეგიონერები ისედაც უხვად არიან და ამის გამო რამოდენიმე მილიონად შეძენილ ვანდერსონს სათადარიგოთა სკამის ხეხვა უწევს.

"სპარტაკში" კი საზამთრო-საგაზაფხულო გადამწყვეტი ბრძოლების წინ ანანიძის ფორმაში ჩადგომას არავინ არ ელის. ასე რომ, გასულ წელს 20 მატჩში გაკეთებული 2 საგოლე პასი გუნდისთვის დიდი ვერაფერი დახმარებაა. გუნდისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის ჩემპიონია და წელს რომელიმე ტროფეის მოიგებს. მას შეტევაში უფრო შედეგიანი მოთამაშეები სჭირდება.

უკანასკნელ ხანს მოდაშია ლაპარაკი, რომ ეს წელი (2015,2016 და 2017) მისთვის გადამწყვეტია. ახლა ეს როგორც არასოდეს ისე ახლოსაა სიმართლესთან. საუკეთესო საფეხბურთო ასაკისაა (25 წლის), ძნელად წარმოსადგენია ამის მერე პროგრესირება მოახერხოს. დაელოდოს "სპარტაკში" ბოლო შანსს, კარიერული განტვირთისათვის სხვა კლუბში წავიდეს თუ სანამ გუნდში წმენდა არ მოხდება, დაკმაყოფილდეს სათადარიგოობით - რას აირჩევს ჯანო?

უდავოა, გვინდა სასწაულის იმედი გვქონდეს: ფორმაში ჩადგება და "თეთრ-წითლებს" გაზაფხულიდან სამივე ტურნირზე და კიდევ შემოდგომიდან სამივეზე დაეხმარება. გონიერება გვკარნახობს: უჯობს წავიდეს. არსებობს მესამე ვარიანტიც, ყველაზე იოლი - პერსპექტიულ ბიჭუნადვე დარჩეს და ერთ-ერთი იმათთაგანი გახდეს, რომელსაც საფეხბურთო ევროპა ვერ იხილავს".

• fsiuuu

კაი რა, სხვები არ წავიდნენ, მეათე ხარისხოვან ევროპულ გუნდებში? იქაც სათადარიგოები იყვნენ, ყოველთვის სხვებს ვაბრალით, არაბიძე, ჭაკვეტაძე, ოქრი, ჭანტურია, ვაკო და რავი რამდენი გინდა ჩამოგითვალო?!

• ugulava

შენც შეადარე რა. ქინქლაძე ბავშვობიდანვე სადაც გამოჩნდა ყველგან პირველი იყო. ჯანო ყველგან პერსპექტიული.

• მიროსან

უარესი ეკუთვნის ჯანოს სპარტაკში რო დარჩა და ან ღირებს ასე ალაპარაკებს....როცა ფულს ამჯობინებ წინსვლის პერსპექტივას ასე ხდება ..... არა და მაგუს გაცილებით უფრო წონადი მაგალითი გვქონდა უკვე ინგლისში...(ქინქლაძე)...

• zaza

ვინც იმას წერს ევროპაში წავიდესო ვის უნდა ვის კალთებს ახევენ ჯანოს და არ მიდის თუ რა. კარგადაა მაგ სპარტაკში და კაი ფულსაც შოულობს ასე რო დაანებეთ მაგ ბიჭს თავი ოჯახს არჩენს უმამო კაცია და რუსეთსაც მიეჩვია.ამხელა ხელფას კიდე სხვაგან არსად არ მიცემენ.

• grisha

მაგრამ რომც წავიოცნებოთ და ამ გუნდს კალაძე, კობიაშვილი და არველაძე დავამატოთ, უფრო ძლიერი ვერ გახდება. ჯანოზე ყველაფერი სწორად დაწერა მაგრამ ამ მით რაც ნაკრებზე დაწერა აშკარად გადაგვიარა. კიდევ უფრო რომ წავიოცნებოთ და იმ ბიჭებს ცოტა მეტი პროფესიონალიზმი რომ ჰქონოდათ, ქინქლაძესაც ვგულისხმობ, და მართლა ძლიერი სპეციალისტი რომ გვყოლოდა მწვრთნელად მაშინ რუსეთის ნაკრები ჩვენთან ქულის გამოსარჩენად იბრძოლებდა, როგორც რაგბიში ვაბანძებთ. და სხვა საშუალო ევროპულ ნაკრებებსაც გავხევდით

• Geo

ჯანო და სპარტაკი, იყო დრო, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა გულდაწყვეტილ ბიჭუნას ასეთი სიტყვებით მიმართა, - მოითმინე,უფრო ბევრი ისწავლე, გამაგრდები და ითამაშებ, გავიდა დრო, ინგლისისა და საერთაშორისო ფეხბურთის საბრძოლო ველზე ვიხილეთ პოლ სქოულზი, ალექსმა გადაარჩინა ყმაწვილი ტრამვებისგან, გაამაგრა და ამის შემდეგ ათამაშა, ჯანოს თავიდანვე არ ყავდა ასეთი ადამიანი, მის ტალანტს ,მის ჯამრთელობას ვერ გაუგეს, დიახ ჯანო სხვა ეპოქის ფეხბურთელია, მასშია არისტოკრატიული და არა ველური ფეხბურთია... და ეს ყველაპერი ჯამში ტეხავს მის ტალანტს, სამწუხაროა მაგრამ,ჯანო დარჩება პატარა ვარსკვლავად რუსეთის კონტეკსტში, თუ........? გარისკე და გადადი ევროპაში...

• status quo

არ შეიძლება სულ იმედისმომცემი ბიჭი იყო.

• Lagashi

ნუ, რა ვთქვა...ზოგადად რომ ვიმსჯელოთ იმდენად სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ფეხბურთი, რომ ვერსად ვერ ვიკიდებთ ფეხს, ახლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაც საკმარისია იმის დასადგენად თუ რა ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობს ჩვენი ფეხბურთი და ამ ფონზე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს რუსეთია ერთადერთი ქვეყანა სადაც ჩვენი ბიჭები მასიურად არიან მიკედლებული, თუმცა სპორტული თვალსაზრისით ბევრი ბინძური რამ ხდება რუსულ ფეხბურთში ესეც ფაქტია, მაგალითად : შეუძლიათ კარგი საარსებო წყარო მიაწოდონ ბიჭებს მაგრამ სამომავლო წინსვლა თითქმის გამორიცხულია

• zura

სწორი შეფასებაა,თუ ამ სეზონში ვერაფერი გაკეთა უნდა წავიდეს..

• ზურაბი

რაში სჭირდება სპარტაკს ჯანო მეგობარო და , იქ მცხოვრები , მოთამაშე ( და თან სპარტაკშიც კი ) ქართველებისთვის მაგალითი იქნება, რა მოსდის რუსეთში გაზრდილ სპორტსმენს როცა იგი არ ირჩევს რუსეთის ნაკრებს და მიდის მშობლიურ ნაკრებში.. ცოტა კვირკველიამ ჩაუშხამათ მაგ საქმეში, კი ახეხინებდნენ სკამს მაგრამ ლოკოში გადასვლის შემდგომ ისე კარგად ათამაშდა, ძალიან ნაგლობა გამოუვიდოდათ მაგისი სკამზე დასმა ( ეგეც იძულებითი იყო,თანაგუნდელის ტრავმის გამო ჩაჯდა ძირითადში) . აგერ ბიჭი ახალგაზრდობაშივე უნდოდათ დასავლურ ევროპულ გუნდებს, მაგრამ არ გაუშვეს, მერე ფორმის პიკში რომ იყო როსტოვიდან გადასული, სპარტაკის სათადარიგოზე იჯდა ხოლმე გუნდიდან დაბრუნებული, თასის შეხვედრაზე სათადარიგოები და სპარტაკი 2 რომ გაუშვეს , იქაც კი არ იყო განაცხადში და თვითმფრინავზე რომ არ ავიდა მწვრთნელი გაბრაზდა, როგრ თუ არ ამოვიდა თვითმფრინავშიო, მერე რა რომ გაფართოებულ სიაში იყოო ... მოკლედ სანამ რაიმე შეეძლო ამ ერთ დროს მართლაც ძალიან ნიჭიერ ბიჭს, ცოტაღა შემორჩა იმ დადებითებიდან, საფეხბურთო ΙQ ისევ მაღალი აქვს მაგრამ სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს, ეს ამ ეტაპზე უფრო კარგი მწვრთნელი იქნება ვიდრე ფეხბურთელი , იმდენი ხანია სკამიდან უყურებს :(

• Lagashi

ჯანომ კარგად იცის რომ სხვა ისეთ კლუბს ვერ მოძებნის სადაც ისეთივე ხელფასი ექნება როგორიც სპარტაკში აქვს, მაგრამ თვითონ სპარტაკს რაში სჭირდება ჯანო?!

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა

ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა

"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია