გასულ უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები გამართეს
გასულ უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები გამართეს.

გატანილი გოლით გამოირჩა ავთანდილ ებრალიძე, რომელიც ქართველი ლეგიონერებისთვის 2018 წელს პირველი აღმოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა "აკადემიკას" კარი მე-13 წუთზე აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

თუმცა მის "ვიზეუს" ეს ბურთი მატჩის მოსაგებად არ ეყო. 90-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს და შეხვედრაც 1:1 დასრულდა.

ებრალიძის კლუბი 20-გუნდიან პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში 34 ქულით II-III ადგილებს სწორედ "აკადემიკასთან" იყოფს.

ჩემპიონატის ლიდერი კი 40 ქულით "პორტუს" მეორე გუნდია. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბს უმაღლეს ლიგაში გადასვლის უფლება არ მიეცემა. ასე რომ, დიდი შანსია, მომავალი წლიდან ებრალიძემ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში იასპარეზოს.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში 22-ე ტურის მატჩები შედგა. 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ". ქართველი ნახევარმცველის კლუბმა საკუთარ მოედანზე "ტენერიფეს" 1:0 სძლია. პაპუნაშვილი სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მოედანზე არ გამოჩენილა. 22-გუნდიან სეგუნდა დივიზიონში კი "სარაგოსა", 27 ქულით, მე-13 ადგილს იკავებს.

საკუთარ მოედანზე დამარცხდა გიორგი აბურჯანიას "სევილია B". ანდალუსიელებმა პამბლონის "ოსასუნასთან" ვერაფერი გააწყვეს და 0:1 წააგეს. აბურჯანია სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი უკვე მარცხდებოდა. "სევილია B", 16 ქულით, ბოლო, 22-ე პოზიციაზე იმყოფება.

"ხიმნასტიკის" განაცხადში არ ყოფილა ოთარ კაკაბაძე. ქართველი მცველის კლუბმა კი გასვლით შეხვედრაში "ალმერიასთან" ფრე, 1:1 ითამაშა. ტარაგონელები, ამ დროისთვის, 25 ქულით მე-18 პოზიციას იკავებენ.

მორიგი მარცხი განიცადა გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "ეთნიკოსმა", სადაც ქართველი ფორვარდი გიორგი ილურიძეც ასპარეზობს. ქართველების კლუბი საკუთარ მოედანზე "ნეა სალამისთან" 0:3 განადგურდა. ილურიძე ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მე-80 წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 0:2 იყო.

კვიპროსის პირველ დივიზიონში სულ 14 კლუბი ასპარეზობს. 20 ტურის შემდეგ კი "ეთნიკოსი" 8 ქულით სწორედ ბოლო, მე-14 პოზიციას იკავებს.

მალტის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა გიორგი გოროზიამ. ქართველი მცველი "ჰიბერნიანსის" შემადგენლობაში სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა. მისმა კლუბმა კი "ფლორიანა" 1:0 დაამარცხა.

მალტის პრემიერლიგაში 14 გუნდი ასპარეზობს. გოროზიას "ჰიბერნიანსი" კი 16 ტურის შემდეგ, 28 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

kk
გოროზია მცველია ? გამთამაშებელია და გუშინ პენალტი მოუპოვა თავის გუნდს 1-0 მოაგებინა თქვენზე მეტი მე ვიცი :)))))
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
გიორგი არაბიძისა და ავთო ებრალიძის "ნასიონალი" პორტუგალიის პრიმეირა ლიგიდან გავარდა
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
ლეგიონის უქმეები: 6 გოლი და ჩაკვეტაძის კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი [VIDEO]
[VIDEO] მიქაუტაძეს ულამაზეს გოლამდე ცოტა დააკლდა - "ვილიარეალის" ფრე 4 წაგების შემდეგ
"რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
ავთო ებრალიძე: პორტუგალიაში ჩვენი ნაკრები ძალიან მოეწონათ
ავთო ებრალიძემ რუმინეთში პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
მამარდაშვილმა კარი ისევ მშრალად შეინახა - "ვალენსია" "ოსასუნას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
ავთო ებრალიძე: მეორე ლიგა არ მინდოდა, მაგრამ დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ავთანდილ ებრალიძე გიორგი არაბიძის თანაგუნდელი გახდა
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
3 ქართველი ფეხბურთელი, რომელთა დამატებაზეც ქართულმა კლუბებმა უნდა იფიქრონ
ავთანდილ ებრალიძემ "ჩავესი" დატოვა და კარიერას მეორე დივიზიონის "ესტორილში" გააგრძელებს
[VIDEO] როგორ ველოდით - მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
3:3 - მამარდაშვილის "ვალენსიამ" პამპლონაში ქულა მოიპოვა [VIDEO]
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა