სოკ-ის პრეზიდენტი დორტმუნდში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ახალგაზრდა ფალავნების ასეთ წარმატებას არ ელოდა
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს წარმატება მიულოცა.

დორტმუნდიდან დაბრუნებულ სპორტსმენებსა და ნაკრების მთავარ მწვრთნელს ნაცვლიშვილი ოლიმპიური კომიტეტის ოფისში შეხვდა. გია ნაცვლიშვილმა მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასა და მედლებით დაბრუნებული ახალგაზრდა სპორტსმენების პერსპექტივებზე ისაუბრა.

"სიმართლე გითხრათ ასეთ წარმატებას არ ველოდი, რადგან ჩემპიონატზე ახალბედა მოჭიდავეებით დაკომპლექტებული გუნდი იყო წასული. მათთვის 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო საკმაოდ კარგი შედეგია. იმედი მაქვს, ეს ბიჭები მომავალში უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ და უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებზე ღირსეულად იასპარეზებენ", - აღნიშნა გია ნაცვლიშვილმა.

დორტმუნდში ჩატარებულ ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები 7 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებიდან ბრინჯაოს მედალი დავით ხუციშვილმა აიღო. ვერცხლის მედლების მფლობელები კი ვლადიმირ ხინჩეგაშვილი და დავით მარსაგიშვილი გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეხვედრაში დავით მარსაგიშვილი უპირატესობის მიუხედავად, მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ამ ფაქტს დღეს უნამუსობა უწოდა და აღნიშნა, რომ მსაჯებმა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლების დაკვეთით მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღეს და დავით მარსაგიშვილს ოქროს მედალი წაართვეს.

"ინტერპრესნიუსი"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა