გუსტავო სონდერმანი "ინტერლაგოსის" ავტოდრომის ტრასაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა
ბრაზილიელი მრბოლელი გუსტავო სონდერმანი სან პაულუში "ინტერლაგოსის" ავტოდრომის ტრასაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა.

ტრაგედია "შევროლე მონტანის თასის" რბოლის დროს მოხდა. თავსხმა წვიმაში, ბოლო მოსახვევში შესულმა 29 წლის სონდერმანმა მანქანის დამორჩილება ვერ შეძლო, რის შემდეგაც მას სხვა მრბოლელი შეეჯახა.

სამედიცინო სამსახურმა ოპერატიულად კი იმუშავა, თუმცა სონდერმანს თავის ძალიან სერიოზული ტრავმა ჰქონდა მიღებული და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინციდენტის სხვა მონაწილეები სერიოზულ დაშავებას გადაურჩნენ.

სონდერმანის კარიერა ბევრი ბრაზილიელი პილოტისთვის ჩვეული სცენარით ვითარდებოდა - რეგიონალურ დონეზე წარმატების მიღწევის შემდეგ ის ევროპაში გადავიდა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში რბოლებში ორლიტრიანი "ფორმულა რენოთი" მონაწილეობდა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ გუნდში სონდერმანის პარტნიორი - რაფაელ სპერაფიკო ამავე ავტოდრომზე 2007 წელს მომხდარ ავარიაში დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია F1news-ის მიხედვით

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა