"რედ ბულის" გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი გაფიცვით ისევ იმუქრება
ფორმულა 1-ის პილოტების სავარაუდო გაფიცვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ავსტრალიის გრანპრის წინ გავრცელდა. მაშინ "რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ საჭეზე ღილაკების რიცხვის გაზრდამ და უსაფრთხოების საეჭვო დონემ, შესაძლოა, პილოტების აქტიური პროტესტი გამოიწვიოს. მას შემდეგ სიტუაცია დაწყნარდა, თანაც მაშინ "რედ ბულის" პილოტების გარდა ეს პრობლემა სერიოზულად არავინ აღიქვა.

მაგრამ ახლა, მალაიზიის გრანპრის წინ სიტუაცია განმეორდა - გერმანული Welt-ის მეშვეობით სებასტიან ფეტელმა ისევ დაიმუქრა სავარაუდო გაფიცვით...

"თუ სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრა, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი და უკიდურეს შემთხვევაში, უარი ვთქვათ რბოლებში მონაწილეობაზე. თუმცა მანამდე უნდა ვცადოთ ავტოსპორტის ფედერაციასთან მოლაპარაკება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა მოქმედმა ჩემპიონმა.

ბოლო თვეებში ყატარის ტერიტორიაზე გრანპრის გამართვის იდეა არაერთხელ გაჟღერებულა პრესის ფურცლებზე. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ავსტრალიის გრანპრის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ყატარი შეიძლება გახდეს მომავალში მელბურნის ეტაპის შემცვლელი. ამ თემაზე ჭორების ახალი ტალღა ბაჰრეინში პოლიტიკური კრიზისის შემდეგ აგორდა, რის გამოც გაუქმდა 2011 წლის სეზონის პირველი რბოლა.

ყატარი აქტიურად ცდილობს მსოფლიო სპორტულ საზოგადოებაში დამკვიდრებას. იქ აშენდა ლოსაილის თანამედროვე ავტოდრომი, რომელიც მოტოგრანპრის ეტაპებსა და სხვა სერიებს მასპინძლობს, თანაც აქ შესაძლებელია ხელოვნური განათების ქვეშ რბოლების ჩატარება.

თუ ბაჰრეინში სიტუაცია არ დაწყნარდა, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა ამ რეგიონში რბოლის შესანარჩუნებლად ყატარს მიმართავს. ამისთვის საჭირო თანხები არსებობს, ხოლო რამდენად აინტერესებთ ამ ქვეყანაში ფორმულა 1-ის გრანპრი, ამას ზაფხულში შევიტყობთ, როცა პილოტები სადემონსტრაციო რბოლას ჩაატარებენ.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა