NBA: "ლეიკერსმა" შინ "დენვერთან" წააგო, "სან ანტონიომ" კი ოდნავ ამოისუნთქა და უახლოეს ორ-სამ ტურში მის ლიდერობას არაფერი ემუქრება
არ უმართლებს ამ სეზონში ვეტერან ვარსკვლავ შაკილ ო'ნილს. გუშინ "ბოსტონს" "დეტროიტთან" მატჩში დაუბრუნდა მონატრებული ცენტრი, რომელიც ორი თვე მკურნალობდა აქილევსის მყესის დაზიანებას. შაკი თამაშში კარგად შევიდა და თავიდანვე 6 ქულა დააგროვა, მაგრამ ამით მისი და გულშემატკივრების სიხარული დასრულდა. ხუთი წუთი თამაშის შემდეგ "დიზელი" მოულოდნელად ცალ ფეხზე ხტუნვით სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა. იქედან კი ექიმების დახმარებით გასახდელში გადაინაცვლა.

ტრავმის ხარისხზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, მაგრამ, ალბათ, მოვიდა დრო შაკმა წასვლაზე იფიქროს - 39 წლის კალათბურთელის ტრავმირებულ ფეხებს უჭირს 160 კილოგრამის თრევა.

ძალიან კარგად განვითარდა გუშინდელი სათამაშო დღე რეგულარული ჩემპიონატის ლიდერ "სან ანტონიოსთვის". როგორც იცით, გრეგ პოპოვიჩის გუნდს ექვსმატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა, რის გამოც მის ლიდერობას "ლეიკერსი" დაემუქრა. მაგრამ გუშინ "სპურსმა", როგორც იქნა მოიგო, ჩემპიონი კი მოულოდნელად შინ დამარცხდა "დენვერთან". ამის წყალობით "სან ანტონიომ" ოდნავ ამოისუნთქა და უახლოეს ორ-სამ ტურში მის ლიდერობას არაფერი ემუქრება.

"სან ანტონიომ" შინ დაამარცხა "ფინიქსი", თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია - მასპინძლებს საკმარისი მოტივაცია ჰქონდათ და თან სტუმრები სტივ ნეშის გარეშე თამაშობდნენ. უკვე პირველი მეოთხედის შემდეგ თამაშის ბედი გარკვეული იყო - 10 წუთში ტექსასელების 15-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა. ერთი პირობა სხვაობა 31 ქულაც კი იყო, მაგრამ პოპოვიჩმა ადრე გაიყვანა მოედნიდან თავისი ლიდერები, რის გამოც ბოლოსთვის სხვაობა თითქმის ორჯერ შემცირდა.

"ლეიკერსისა" და "დენვერის" დაპირსპირებაში მთავარი მოვლენები მეოთხე მეოთხედში განვითარდა, რომელიც სტუმრების ერთქულიანი უპირატესობით დაიწყო. "ნაგეტსი" თითქმის სულ წინ იყო, კობი და კომპანია კი ცდილობდა არ ჩამორჩენოდა მეტოქეს. გარკვეული ხანი ეს გამოსდიოდა, მაგრამ 58 წამში 7:0 გაქცევამ პრაქტიკულად გადაწყვიტა მატჩის ბედი. ოდომმა სცადა თამაშის გადარჩენა, როცა შორიდან ჩააგდო და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, მაგრამ თავის ფარზე ბრძოლა წააგო და ნენეს მარტინის აცილებულ საჯარმოზე დამატების საშუალება მისცა - 90:95.

დაბოლოს, კიდევ ერთი მატჩი უნდა გამოვყოთ - "ნიუ იორკმა" "კლივლენდი" დაამარცხა და 2004 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა პლეი ოფის საგზური.

სან ანტონიო-ფინიქსი 114:97

35:20, 35:26, 21:25, 23:26

ს-ა: ჰილი (29), ბონერი (16+11 მოხსნა), ნილი (15), ჯეფერსონი (12+7 მოხსნა).

ფ: ფრაი (14), ბრუქსი (14+6 პასი), დადლი (12+ 10 მოხსნა), კარტერი (12), კორტატი (10+9 მოხსნა).

ლეიკერსი-დენვერი 90:95

20:21, 27:19, 22:29, 21:26

ლ: ბრაიანტი (28), ოდომი (17+7 მოხსნა+5 პასი), გასოლი (16+12 მოხსნა), ბინუმი (8+16 მოხსნა).

დ: გალინარი (22+7 მოხსნა), მარტინი (18+8 მოხსნა), ფელტონი (16+5 მოხსნა), ნენე (12+7 მოხსნა).

ბოსტონი-დეტროიტი 101:90

26:29, 23:19, 33:18, 19:24

ბ: გარნეტი (23+8 მოხსნა), პირსი (22+6 მოხსნა), ალენი (13+5 პასი), დევისი (11+6 მოხსნა), უესტი (10+5 პასი), რონდო (4+14 პასი).

დ: ბინუმი (20), პრინსი (16), ვილანუევა (15+5 მოხსნა), ჰემილტონი (14+5 პასი), მონრო (11+5 მოხსნა+5 პასი).

ნიუ ჯერსი-მაიამი 94:108

18:32, 26:26, 25:19, 25:31

ნ-ჯ: უილიამსი (18+12 პასი), აუთლო (17+9 მოხსნა), ლოპესი (16), ფარმარი (13), ვუიაჩიჩი (12+6 მოხსნა).

მ: ჯეიმსი (31+11 მოხსნა+7 პასი), უეიდი (18+5 პასი), ბოში (16+7 მოხსნა), ილგაუსკასი (11), დამპიე (10+14 მოხსნა), ჯონსი (10).

ნიუ იორკი-კლივლენდი 123:107

36:25, 31:32, 26:31, 30:19

ნ-ი: სტაუდმაიერი (28+7 მოხსნა), ენტონი (25+5 მოხსნა), ბილაპსი (23+7 პასი), უოკერი (13), დუგლასი (11+6 პასი).

კ: ჰიქსონი (23+8 მოხსნა), დევისი (22+6 პასი), პარკერი (11+5 პასი), გი (11), სეშენსი (10+8 პასი).

საკრამენტო-იუტა 106:97

26:19, 24:21, 31:32, 25:25

ს: ევანსი (24+10 პასი), კაზინსი (17+9 მოხსნა+6 პასი+5 ჩაჭრა), გარსია (17), ტორნტონი (15+7 მოხსნა+7 პასი), უდრიხი (12), ჯექსონი (11).

ი: მილსეპი (21+7 მოხსნა), ჰეივორდი (19), უივერი (19), ჯეფერსონი (11+9 მოხსნა).

ტორონტო-ორლანდო 102:98

23:19, 23:30, 27:30, 29:19

ტ: დეროზანი (24+5 მოხსნა), ბეილესი (23+8 პასი), ბარბოზა (14), ჯონსონი (11+7 მოხსნა+5 პასი), უიმსი (11), ევანსი (4+17 მოხსნა).

ო: ჰოვარდი (31+9 მოხსნა), ნელსონი (21+7 პასი), ბასი (13+9 მოხსნა), რიჩარდსონი (13), თურქოგლუ (11).

შარლოტი-ვაშინგტონი 91:97

19:22, 24:26, 22:28, 26:21

შ: კეროლი (26), ოგუსტინი (21+7 პასი), ჰენდერსონი (13+6 მოხსნა), დიაო (13+6 მოხსნა), უაიტი (10+8 მოხსნა).

ვ: ბლეტჩი (25+17 მოხსნა), კროუფორდი (23+5 მოხსნა), უოლი (18+5 მოხსნა+5 პასი), მაკგი (15+7 მოხსნა), ევანსი (11+6 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ინდიანა 108:96

29:21, 28:23, 32:21, 19:31

ნ-ო: არიზა (19+9 მოხსნა), პოლი (18+9 პასი), ლენდრი (18+9 მოხსნა), ოკაფორი (14+17 მოხსნა), ჯეკი (11).

ი: გრეინჯერი (15), დანლივი (15), პრაისი (12+6 პასი), ჰიბერტი (10+6 მოხსნა), კოლისონი (10+5 პასი).

ჰიუსტონი-ატლანტა 114:109

21:23, 33:40, 32:18, 28:28

ჰ: მარტინი (35+5 პასი), ჰეიესი (19+12 მოხსნა), ლოური (17+8 პასი), სკოლა (15+6 მოხსნა), ბადინგერი (11).

ა: ჯონსონი (25+7 პასი), სმიტი (21+11 მოხსნა+7 პასი), კროუფორდი (15), ჰორფორდი (14), უილიამსი (11+6 მოხსნა), ტიგი (10).

პორტლენდი-დალასი 104:96

23:17, 38:29, 24:21, 19:29

პ: უოლასი (19+8 მოხსნა), ოლდრიჯი (18+8 მოხსნა), მეტიუზი (16), ბატუმი (15), ფერნანდესი (11), მილერი (10).

დ: ნოვიცკი (19+5 მოხსნა), ბობუა (18), ნოვიცკი (16+5 მოხსნა), ბარეა (12), ჰეივორდი (5+11 მოხსნა).

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა