როცა მეორეადგილოსანი ლიდერს მასპინძლობს, ტურის ცენტრალურ მატჩზე მარჩიელობა აღარ ღირს
როცა მეორეადგილოსანი ლიდერს მასპინძლობს, ტურის ცენტრალურ მატჩზე მარჩიელობა აღარ ღირს. მით უფრო, როცა ორივე კლუბი ცნობილი და ტრადიციულია. მოკლედ, "ლიონისა" და პსჟ-ის დაპირისპირებაში ყველაფერია, სერიოზული სატურნირო ინტრიგის გარდა...

"ლიონი" პსჟ-ს 11 ქულით ჩამორჩება და რომც მოიგოს, არა გვგონია, საჩემპიონო ინტრიგა დაიძაბოს. მოკლედ, თუ 2000-იანების დასაწყისში პოლ ლე გუენისა და ჟერარ ულიეს ხელმძღვანელობით ზედიზედ 7 ჩემპიონატი მოიგო, ახლა პსჟ-ის ეპოქაა, ბოლო 5-დან 4 ჩემპიონატი პარიზელებმა მოიგეს, უბრალოდ, სერია გასულ სეზონში "მონაკოს" სუპერთამაშმა დაარღვია.

პსჟ-ის მტერი კი საფრანგეთში... პსჟ თუ იქნება, თორემ სხვა კონკურენტები მას დიდად ჩამორჩებიან. გავიხსენოთ თუნდაც 8:0 "დიჟონთან". ეს მატჩი მართლაც გასახსენებელია, რადგან ბოლოს ნეიმარმა პენალტი და პოკერი შეასრულა. მიუხედავად ამისა, მას უსტვინეს.

ბრაზილიელმა ედინსონ კავანის პენალტი არ დაარტყმევინა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი (156 გოლი) არ მოახსნევინა. ედინსონი ახლა პსჟ-ის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორია შვედ ფორვარდთან ერთად.

ფანებმა აშკარად არ მოუწონეს ბრაზილიელს საქციელი და პოკერის ავტორი ანტიგმირივით სტვენით გააცილეს, მაგრამ კაპიტანმა ტიაგო სილვამ და უნაი ემერიმ აშკარად ბრაზილიელის მხარე დაიჭირეს. ბასკმა სპეციალისტმა ნეიმარის გუნდში გამოჩენას ლამის ღვთის წყალობა უწოდა, მაშინ, როცა კავანის გოლეადორობა დიდწილად გუნდის წარმატებად მოიხსენია.

ბრაზილიელი კაპიტანი კი ფანებსაც შემოსწყრა, თქვენი მხრიდან უმადური საქციელია 4 გოლის გამტანი კაცის მიმართო. ერთ რამეში ორივე მართალია - ურუგვაელი აუცილებლად მოხსნის ზლატანის რეკორდს და ეს შეიძლება "ლიონთან" მატჩშიც მოხდეს. აურზაური პენალტისტობის გამო სწორედ "ლიონთან" მატჩით დაიწყო სექტემბერში, როდესაც ნეიმარმა დარტყმა მოინდომა, მაგრამ იმ დროს შტატიანმა პენალტისტმა კავანიმ ამის უფლება არ მისცა და... ვერ გაიტანა.

შემდეგ მწვრთნელმა განაცხადა, რომ ნეიმარი და კავანი მორიგეობით დაარტყამდნენ თერთმეტმეტრიანებს. ეს კონსენსუსი მაშინვე დასრულდა, როგორც კი კავანის ისევ დაუცდა ფეხი - ნოემბერში მან კიდევ ვერ გაიტანა პენალტი. და მაინც, საინტერესოა, ვინ დაარტყამს პენალტს "ლიონთან" მატჩში (თუ ის დაინიშნება).

ურთიერთშეხვედრებში პარიზელთა უპირატესობა ძალზე დიდია. მათ თამაშების 83% მოიგეს, ხოლო ბოლო 6 დაპირისპირებიდან პსჟ-ის გამარჯვებით 5 დასრულდა. ბოლოს "ლიონმა" 1 წლისა და 11 თვის წინათ მოუგო მეტოქეს, კორნესა და დარდერის გოლებით - 2:1. დარდერი სამშობლოში, "ესპანიოლში" თამაშობს, მაქსველ კორნე კი კვლავ "ლიონშია", თუმცა პარიზელები, პირველ რიგში, ნაბილ ფეკირის უნდა უფრთხოდნენ, "ლიონის" ფორვარდი სუპერფორმაშია. "ლიონის" რიგებში ფერნანდო მარშალის თამაში საეჭვოა. პარიზელებს არ ეყოლებათ ლუკას მოურა, ტიაგო მოტა და ხავიერ პასტორე.

ფაქტები

"პარი სენ-ჟერმენმა" ლიგა 1-ში ბოლო11 მატჩიდან 10 მოიგო.

"ლიონმა" ლიგა 1-ში ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.

"კაენი" ლიგა 1-ში ყველაზე მეტ საჰაერო დუელს იგებს - საშუალოდ 22,9 მატჩში.

პსჟ-მა ბოლო 21 მატჩიდან 18-ში, სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.

"მარსელმა" ლიგა 1-ის ბოლო 16 შეხვედრაში მხოლოდ 1 მატჩი წააგო.

"მეცს" ბოლო 5 ტურია, რაც არ წაუგია.

ლიგა 1. XXII ტური

პარასკევი, 19 იანვარი

კაენი-მარსელი 23:45

შაბათი, 20 იანვარი

ნანტი-ბორდო 20:00

ამიენი-გენგამი 23:00

მონპელიე-ტულუზი 23:00

რენი-ანჟერი 23:00

სტრასბური-დიჟონი 23:00

ტრუა-ლილი 23:00

კვირა, 21 იანვარი

ნიცა-სენტ ეტიენი 18:00

მონაკო-მეცი 20:00

ლიონი-პსჟ 23:59

ბომბარდირები: 20 - ედინსონ კავანი (პსჟ); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 15 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), ნეიმარი (პსჟ); 13 - მარიანო დიასი (ლიონი); 12 - მარიო ბალოტელი (ნიცა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა