ინგლისური პრემიერლიგის მომავალ ტურზე თხრობა, გვინდა თუ არა, "სიტის" ავანჩავანით უნდა დავიწყოთ
ინგლისური პრემიერლიგის მომავალ ტურზე თხრობა, გვინდა თუ არა, "სიტის" ავანჩავანით უნდა დავიწყოთ. "ქალაქები" "ნიუკასლს" მიიღებენ და ყველანაირი წინა პირობა აქვს იმისთვის, რომ ერთგვარი მინიკრიზისი დასძლიონ. თუ სასწაული არ მოხდა, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი ამ შეხვედრას მოიგებს.

"სიტის" მნიშვნელოვანი გარკვეული დანაკლისი აქვს. წესით, ვერ უნდა ითამაშონ ფაბიან დელფმა, გაბრიელ ჟეზუშმა, ხოლო ბენჟამინ მენდი დიდი ხანია მკურნალობს. ამ რთულ შეხვედრაში სრული შემადგენლობით ვერც "ნიუკასლი" იქნება. მინდორზე ვერ ვიხილავთ ფლორიან ლეჟუანს, ხოლო ხესუს გამესი კარგა ხანია ლაზარეთშია. საეჭვოა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"სიტის" უახლოესი მდევარი "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერთან სხვაობის 12 ქულამდე შემცირებამ კვლავ იშტაზე მოიყვანა. ჟოზე მოურინიოს გუნდი "ბარნლის" ესტუმრება. "წითელი ეშმაკების" გულებში ჯერაც ცოცხალია ჩემპიონობის იმედი და თქმა რად უნდა, რომ ამ მატჩში გამარჯვებისთვის თავს გადადებენ.

სხვათა შორის, 1996 წელს "მანჩესტერ იუნაიტედი" 23 ტურის შემდეგ 12 ქულით ჩამორჩებოდა (იმდენით, რამდენითაც დღეს "სიტის") ლიდერ "ნიუკასლს", მაგრამ... მაინც ჩემპიონი გახდა...

"იუნაიტედს" დააკლდებიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ერიკ ბაილი. რაც შეეხება "ბარნლის", ამ გუნდის შემადგენლობაში ვერ იქნებიან ბრეიდი და ჰიტონი, საეჭვოა ვუდისა და არფილდის მინდორზე გასვლა.

ბოლო დროს "ჩელსის" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ძალიან ბევრს აკრიტიკებენ. ზედიზედ სამი 0:0 და ორიოდ დღის წინ ქვედალიგელ "ნორვიჩთან" მხოლოდ პენალტების სერიაში მოგებული სათასო მატჩი კრიტიკისთვის მართლაც საკმარისი მიზეზია.

ამიტომ, კონტესთვის უაღრესად მნიშვნელოვანია "ბრაიტონთან" გასვლით შეხვედრაში გამარჯვება.

წესით, "არისტოკრატებმა, თუნდაც სათამაშო კლასზე დაყრდნობით, 3 ქულა მაინც უნდა აიღონ. "ჩელსის" შემადგენლობაში ალბათ ვერ ითამაშებენ ახალშეძენილი ბარკლი და კეჰილი. რაც შეეხება "ბრაიტონს", ამ გუნდს სიდუელი დააკლდება.

ლონდონურ დერბიში "არსენალი" დაუხვდება "კრისტალ პალასს" და თუ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა რეალურად სურს, უსათუოდ უნდა მოიგოს. მასპინძელთა შემადგენლობაში ბოლოს როდის ითამაშა სანტი კასორლამ, ალბათ, თვითონაც აღარ ახსოვს. ამიტომ, არსენ ვენგერის გუნდისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი დანაკლისი უნდა იყოს ოლივიე ჟირუს არყოფნა.

"მეთოფეთა" რიგებში საეჭვოა ასევე კოსიელნის, ნაჩო მონრეალისა და იოზილის მინდორზე

გასვლა. რაც შეეხება ალექსის სანჩესს, ეს წინასამატჩო მიმოხილვა რომ იწერება, ჩილელი ჯერაც "არსენალშია", თუმცა, როცა "ლელოს" ამ ნომერს გადაშლით, შეიძლება, უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი იყოს...

საშინელი სტარტის შემდეგ "კრისტალ პალასი" როი ჰოჯსონის ხელში თანდათან ემსგავსება იმ გუნდს, რომელმაც პრემიერლიგაში ადგილი უნდა შეინარჩუნოს. ეგაა, გუნდს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება, რამაც მიზნის მიღწევა ძალიან უნდა გაართულოს.

"ლივერპულს", რომელსაც ზედიზედ 4 მოგება აქვს, სიფრთხილე მართებს აუტსაიდერ "სუონსისთან" საგარეო მატჩში, რადგან ამ გუნდთან ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირებაში სულაც არ აქვს უპირატესობა - 2 მოგება, 2 მარცხი.

ბოლოს "ტოტენჰემზეც" ვთქვათ. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი საუთჰემპტონში ჩადის. ქომაგებს იმედი აქვთ, რომ "მამლები" 3 ქულით ხელდამშვენებულები დაბრუნდებიან შინ, რითიც კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საქმეში. "ტოტენჰემს" ცოტა მეტი სტაბილურობა სჭირდება, თორემ თამაშის ხარისხით ის ერთ-ერთი საუკეთესოა პრემიერლიგაში.

ფაქტები

"არსენალმა" გაიტანა ერთი გოლი მაინც პრემიერლიგის ბოლო 25 საშინაო მატჩში. უფრო დიდი სერია (29 მატჩი) "მეთოფეებს" 2007 წლის აპრილიდან 2008 წლის ნოემბრამდე ჰქონდათ.

"ევერტონი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა "ვესტ ბრომვიჩთან" ბოლო 10 დაპირისპირებაში (5 მოგება, 4 ფრე).

"ვესტ ჰემსა" და "ბორნმუთს" შორის პრემიერლიგის ბოლო 5 დაპირისპირებაში 23 გოლი გავიდა (საშუალოდ 4.6 მატჩში).

"მანჩესტერ სიტი" არ დამარცხებულა "ნიუკასლთან" პრემიერლიგის ბოლო 20 დაპირისპირებაში (17 მოგება, 3 ფრე).

თუ "ნიუკასლი" მოიგებს, ეს იქნება ამ გუნდის ზედიზედ მესამე საგარეო გამარჯვება - პირველად, 2001 წლის დეკემბრის შემდეგ.

ჰარი კეინს ("ტოტენჰემი") 2 გოლი აკლია, რათა გახდეს პრემიერლიგის 27-ე ფეხბურთელი 100-გოლიანი მონაგარით.

"ლივერპულმა" პრემიერლიგის ბოლო 6 საგარეო მატჩიდან თითოეულში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

მიმდინარე პრემიერლიგაში ყველაზე ცოტა (6) საშინაო გოლი "სუონსის" აქვს გატანილი, ხოლო ყველაზე მეტი (29) - "ლივერპულს".

პრემიერლიგა. XXIV ტური

შაბათი, 20 იანვარი

ბრაიტონი-ჩელსი 16:30

არსენალი-კრ. პალასი 19:00

ბარნლი-მანჩესტერ იუნ 19:00

ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

ლესტერი-უოტფორდი 19:00

სტოკი-ჰადერსფილდი 19:00

ვესტ ჰემი-ბორნმუთი 19:00

მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი 21:30

კვირა, 21 იანვარი

საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 20:00

ორშაბათი, 22 იანვარი

სუონსი-ლივერპული 23:59

ბომბარდირები: 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 14 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა