ბუნდესლიგის მორიგ ტურში მთავარი თამაში მიუნხენის "ალიანც არენაზე" გაიმართება
ბუნდესლიგის მორიგ ტურში მთავარი თამაში მიუნხენის "ალიანც არენაზე" გაიმართება.

მართალია, "ვერდერის" წარსული დიდებიდან დღეს მხოლოდ აჩრდილიღაა დარჩენილი, მაგრამ სწორედ ამ წარსულის ინერციიდან გამომდინარე, "ბაიერნთან" "ბრემენელი მუსიკოსების" დაპირისპირება მაინც დიდი ყურადღების ქვეშ ექცევა ხოლმე.

რა თქმა უნდა, ფავორიტი ამ მატჩში გამოკვეთილია. რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე დარჩენილმა "ბაიერნმა" მაინც უნდა მოახერხოს მოწინააღმდეგის დამარცხება. ეგაა, მიუნხენურ გრანდზე გერმანული მედია ტრადიციულად ბევრს წერს. ამბობენ, რომ გუნდმა ზაფხულში შეიძლება ფრანკ რიბერი და არიენ რობენი გაუშვას.

ბარემ, კვირის მატჩებზე საუბარი აქვე მოვითაოთ. მესამეადგილოსანი "შალკე" "ჰანოვერს" დაუხვდება. რა თქმა უნდა, "ხუმარები", 3 ქულის გარდა, სხვა შედეგს ვერ მიიღებენ. შესაძლოა, გუნდის ლიდერმა ლეონ გორეტცკამაც შეიტანოს წვლილი ამ მოსალოდნელ გამარჯვებაში.

მეორე ადგილზე მყოფი "ლაიპციგი" ეწვევა "ფრაიბურგს" და, რა თქმა უნდა, ფავორიტი იქნება წყვილში. სტუმართა რიგებში შეიძლება ვერ ვიხილოთ ფორსბერგი და ჰალსტენბერგერი. რაც შეეხება კეიტას, მისი თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამორიცხულია და ეს "ლაიპციგისთვის" დიდი დანაკლისი იქნება. "ფრაიბურგს" კი ფრანცი და ნიდერლეხნერი დააკლდებიან. რამდენიმე ფეხბურთელის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთის ზეიმს ველით შეხვედრაში, რომელშიც "ჰოფენჰაიმი" დაუპირისპირდება "ლევერკუზენს". თუ სტუმრები ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ, მასპინძლებს ერთბაშად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდებათ - აკპობუმა, ამირი, დემირბაი და კობელი.

"გლადბახი" ისტუმრებს "აუგსბურგს". ამ შეხვედრაში მასპინძლებს დააკლდებიან ბენეში, ჯანსონი და შტრობლი. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ რიგებში გადაჭრით ვერავისზე იტყვი, რომ ვერ ითამაშებს. სამაგიეროდ, კითხვის ნიშნის ქვეშაა მთელი რიგი ფეხბურთელების მინდორზე გასვლა.

ბოლოში მოვაქციეთ "დორტმუნდის" მატჩი, რომლითაც ეს ტური იხსნება. სტუმრებს "ჰერტასთან" მართლაც რომ საინტერესო ჯახი ელით. "ჰერტას" შემადგენლობაში ფეხბურთელთა მთელი ჯგუფის თამაშია საეჭვო. ასევეა "დორტმუნდში", ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ზუსტად ვიცით - არ იქნებიან ფილიპი და შმელცერი.

ფაქტები

ბუნდესლიგაში აღზევების შემდეგ "ლაიპციგმა" სამივე მატჩი მოუგო "ფრაიბურგს" და თითოეულ ამ მატჩში 4 გოლი გაიტანა - 4:1 და 4:0 შინ, ასევე 4:1 სტუმრად.

"შტუტგარტს" "მაინცი" სტუმრად არ დაუმარცხებია 2005 წლის 17 სექტემბრის შემდეგ.

"ვოლფსბურგს", ყველა ტურნირის ჩათვლით, არ წაუგია საშინაო მატჩი 2017 წლის 19 აგვისტოს ("დორტმუნდი", 0:3) შემდეგ.

"ვოლფსბურგმა" დაამარცხა "აინტრახტი" ბუნდესლიგის ბოლო 3 დაპირისპირებაში და ამ სამ თამაშში ერთი გოლიც არ გაუშვა.

"ბაიერნმა" "ვერდერს" ბოლო 12 ოფიციალური მატჩიდან ყველა მოუგო.

ბუნდესლიგა. XIX ტური

პარასკევი, 19 იანვარი

ჰერტა-დორტმუნდი 23:30

შაბათი, 20 იანვარი

ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 18:30

ფრაიბურგი-ლაიპციგი 18:30

გლადბახი-აუგსბურგი 18:30

მაინცი-შტუტგარტი 18:30

ვოლფსბურგი-აინტრახტი 18:30

ჰამბურგი-კიოლნი 21:30

კვირა, 21 იანვარი

ბაიერნი-ვერდერი 18:30

შალკე-ჰანოვერი 21:00

ბომბარდირები: 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს