ბედის ირონიაა: თავის დროზე, „სანდერლენდთან“ შინ გამარჯვება „მანჩესტერ სიტის“ წინა მწვრთნელ მარკ ჰიუზს თანამდებობის შესანარჩუნებლად არ ეყო

ბედის ირონიაა: თავის დროზე, „სანდერლენდთან“ შინ გამარჯვება „მანჩესტერ სიტის“ წინა მწვრთნელ მარკ ჰიუზს თანამდებობის შესანარჩუნებლად არ ეყო, ახლანდელ თავკაც რობერტო მანჩინის კი იმავე გუნდის იმავე სტადიონზე ძლევა სულ სხვანაირ მომავალს ჰპირდება. საქმე ის გახლავთ, რომ მანჩინისა და მის შეგირდებს მკაფიოდ გამოკვეთილი პროგრამა მინიმუმი აქვთ: ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილი უნდა დაიკავონ. იტალიელის სამსახურიდან მოხსნა-დატოვება ამის მიხედვით გადაწყდება, „სანდერლენდთან“ 5:0 გამარჯვებამ კი ისტლენდელებს სასურველი მიზნისკენ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა.

„სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“ კვირის შეხვედრას მანჩესტერელთა თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაქი ესწრებოდა. ის, შედეგით, რასაკვირველია, კმაყოფილი დარჩებოდა, თუმცა იმ დღეს მხოლოდ შედეგი არ ჭრიდა თვალს — მანჩინის ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. ხუთი ფეხბურთელის გატანილი ხუთი გოლი — ხუთგოლიანი უპირატესობით „სიტიმ“ ბოლოს ზუსტად ერთი წლის წინ მოიგო. მაშინ ისტლენდელებმა „ბარნლის“ აჯობეს, თუმცა მანჩინი იმედოვნებს, რომ შარშანდელ გაზაფხულთან მსგავსება ამით ამოიწურება და მიმდინარე ჩემპიონატი მაშინდელივით არ დასრულდება.

„სიტიმ“ „სანდერლენდს“ ძალიან კარგ დროს მოუგო. ეს გახლდათ ტური, როდესაც „არსენალმა“, „ჩელსიმ“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ ქულები დაკარგეს. მოვლენათა ასეთმა განვითარებამ მანჩინის გუნებაზეც იმოქმედა და პრეს-კონფერენციაზე მან იმ კაცივით კი არ ილაპარაკა ოთხეულში ფეხის მყარად მოკიდებით რომ არის კმაყოფილი, არამედ იმ კაცივით, რომელსაც „არსენალისთვის“ მეწორე პოზიციის წართმევა უნდა. „სიტის“ თავკაცმა თქვა:

„ჩვენ არანაირ ზეწოლას არ განვიცდით. მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა გვქონდა დასახული და თუ ასე ვითამაშებთ ამ მიზანს უპრობლემოდ მივაღწევთ. დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა მესამე ადგილზე ვართ და „არსენალს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამოვრჩებით. „ჩელსიც“ ჩვენს უკან არის“.

„სანდერლენდთან“ შეხვედრაში ისტლენდელებმა შეტევაში ითამაშეს დიდებულად. მათი რამდენიმე კომბინაცია უეჭველად მიიპყრობდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაც სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღებას — შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს მანჩესტერული გუნდები ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში ხვდებიან ერთმანეთს.

საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება „დეილი მეილმა“. მეორე ტაიმის დასაწყისში იყო ასეთი ეპიზოდი: „სანდერლენდის“ მცველებმა ბურთი აუტისკენ მოიგერიეს, ზუსტად იქით, სადაც მანჩინი იდგა. თავიდან შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „სიტის“ თავკაცი ვერაფერს ხედავდა, თუმცა მან ფეხის ერთი მოძრაობით ბურთი ადგილზე გააქვავა. ეს იყო მშვიდი, საკუთარ თავში დარწმუნებული კაცის მოქმედება და ზუსტად ასე თამაშობდა იმ დღეს მისი გუნდი.

„ახლა მთავარია ასე გავაგრძელოთ და შემდეგ ტურში „ლივერპულსაც“ მოვუგოთ“ — დასძინა მანჩინიმ.

„სანდერლენდის“ მწვრთნელი სტივ ბრუსი: „დღეს ჩვენი თამაში არაფრად ვარგოდა. მთელი 90 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგე გვჯობდა, თან აბსოლუტურად ყველაფერში. „მანჩესტერ სიტი“, რასაკვირველია, შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენი დღევანდელი განადგურების მიზეზი მარტო ეს არ იყო. დღეს ჩვენ საკუთარი უნიათობის გამოც წავაგეთ“.

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის