ბუნდესლიგის მე-19 ტური საინტერესო მატჩით გაიხსნა - ბერლინში "ჰერტა" "დორტმუნდს" მასპინძლობდა
ბუნდესლიგის მე-19 ტური საინტერესო მატჩით გაიხსნა - ბერლინში "ჰერტა" "დორტმუნდს" მასპინძლობდა. უკვე თითქმის 100 პროცენტით არის გადაწყვეტილი, რომ დორტმუნდელთა რიგებში აღარ ითამაშებს პიერ-ემერიკ ობამეიანგი. ისევე, როგოც წინა ტურში, გაბონელი განაცხადში არ ყოფილა და "დორტმუნდმა" პირველად ითამაშა ასეთი შემტევი ტრიოთი: პულიშიჩი - შიურლე - სანჩო.
შედეგად ის მივიღეთ, რომ პირველ ტაიმში სტუმრებს არცერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონიათ, ისევე, როგორც მასპინძელ გუნდს. პირველ ნახევარში თამაშის სურათმა და შინაარსმა საშინელი შთაბეჭდილება დატოვა.
მეორე ტაიმის პირველივე წუთზე პირველი ზუსტი დარტყმა შესრულდა და ანგარიშიც გაიხსნა - პაპასტატოპულოსს ზელკე გაეპარა და ახალგაზრდა ფორვარდმა გახსნა ანგარიში. იქვე ბერლინელებმა მეორე გოლიც გაიტანეს, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.
დორტმუნდელებმა ტაიმის მეორე ნახევარში მოიპოვეს ინიციატივა და 71-ე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში - სანჩომ კარიერაში პირველი საგოლე პასი შეასრულა, გოლი კი კაგავამ გაიტანა.
დარჩენილ დროში უფრო მეტს სტუმრები უტევდნენ, შანსებიც ჰქონდათ, ერთხელ პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა მათ სასარგებლოდ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ფრე ლოგიკური ანგარიშია.
"დორტმუნდი" სტაბილურად კარგავს ქულებს და უკვე ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმაა. გუნდმა სასწრაფოდ უნდა ისწავლოს ობამეიანგის გარეშე თამაში - ეს იყო მეოთხე მატჩი სეზონში, როცა გაბონელი არ თამაშობდა და ამ შეხვედრებში გუნდმა მხოლოდ სამი ქულა აიღო და სამი გოლი გაიტანა.
19.01.18 ჰერტა - დორტმუნდი 1:1
შაბათს, სატურნირო თვალსაზრისით, ყველაზე საინტერესო იყო მატჩი "ჰოფენჰაიმსა" და "ლევერკუზენს" შორის. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთ ქულას შეადგენდა. "დორტმუნდის" წაფორხილების გათვალისწინებით, მოგებული ჩემპიონთა ლიგის ზონაში შედიოდა.
პირველი ტაიმი "ჰოფეს" კარნახით მიდიოდა, მაგრამ გოლი "ლევერკუზენმა" გაიტანა, თანაც, ეს იყო შედევრი - ბეილიმ პენალტის ნიშნულიდან ქუსლით შეაგდო! იამაიკელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო, რადგან თავისი გუნდის სამ გოლში მიიღო მონაწილეობა.
"ჰოფენჰაიმს" კი მეორე ტაიმი საერთოდ არ გამოუვიდა. იულიან ნაგელსმანის გუნდი, რომელსაც შარშან არცერთი წაგება არ ჰქონდა შინ და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა, მეცხრე ადგილამდე დაეშვა.
"ლევერკუზენი" კი მეორე ადგილზე გადავიდა, რასაც ხელი შეუწყო "ლაიპციგის" წარუმატებლობამ. ვიცე-ჩემპიონი იგებდა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა მეტოქის მთავარ იარაღს - "სტანდარტებს". "ფრაიბურგს" სტანდარტული მდგომარეობიდან გოლების 58 პროცენტი (19-დან 11) აქვს გატანილი.
ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა "გლადბახიც", რომლის რიგებში ბრწყინავდა ტორგან აზარი - მის ანგარიშზე გოლი და შედეგიანი პასია. თუმცა, უკვე კვირას "ბორუსია" გამოვარდა ოთხეულიდან, რადგან "შალკემ" აიღო ქულა "ჰანოვერთან" საშინაო მატჩში და ბურთების უკეთესი სხვაობით გავიდა წინ.
"ბაიერნს" 14-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა "ვერდერთან". შესაბამისად, ეჭვი არავის ეპარებოდა მის გამარჯვებაში, თუმცა 75-ე წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო, ბრემენელები ღირსეულად გამოიყურებოდნენ და სენსაციასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მიულერმა და ლევანდოვსკიმ სარეკორდო გოლები გაიტანეს და დუბლები გაიფორმეს.
მიულერი მეხუთე ფეხბურთელია "ბაიერნის" ისტორიაში, ვისაც ჩემპიონატში 100 გოლი დაუგროვდა. ის შეუერთდა დიტერ ჰოინესს (102 გოლი), როლანდ ვოლფარტს (119), კარლ-ჰაინც რუმენიგესა (162) და გერდ მიულერს (365). ლევანდოვსკი კი "ბაიერნის" ყველა დროის შედეგიანი ლეგიონერი გახდა.
ამასობაში, "ბაიერნის" უპირატესობა ცხრილში 16 ქულა გახდა...
21.01.18 ბაიერნი - ვერდერი 4:2
ფაქტები
"ჰერტა" ზედიზედ ოთხი მატჩია შინ არ მარცხდება. ამ ოთხ მატჩში 12 შესაძლებლიდან 8 ქულა აიღო.
"დორტმუნდი" ოთხი მატჩია არ მარცხდება, მაგრამ ბოლო ორ მატჩში ფრედ ითამაშა.
"დორტმუნდს" ბუნდესლიგაში გასვლით მატჩებში 20 ათასი გოლი დაუგროვდა.
"ლევერკუზენი" 7 მატჩია სტუმრად არ მარცხდება. ასეთი სერია გუნდს შვიდი წელია არ ჰქონია.
"ლევერკუზენმა" საკლუბო რეკორდი გაიმეორა - ზედიზედ 24 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
"ფრაიბურგი" შვიდი მატჩია დაუმარცხებელია (+4=3).
"ფრაიბურგმა" ბოლო ორ საშინაო მატჩში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფი გუნდები დაამარცხა.
"ფრაიბურგს" მხოლოდ 7 გოლი აქვს შინ გაშვებული - მესამე შედეგი ლიგაში.
"ლაიპციგი" ხუთი მატჩია სტუმრად ვერ იგებს.
"ლაიპციგს" ბოლო 6 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
ჰოლგერ ბადშტუბერმა მხოლოდ მესამე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში.
"მაინცმა" შეწყვიტა ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია.
"შტუტგარტს" გასვლით მატჩებში მხოლოდ ერთი ქულა აქვს აღებული. ეს გუნდი ზედიზედ 17 მატჩია (=3-14) სტუმრად ვერ იგებს. ბოლო გამარჯვება გასვლაზე 2016 წლის 6 თებერვლით თარიღდება.
"აინტრახტმა" ბუნდესლიგაში მე-600 გამარჯვება მოიპოვა.
"აინტრახტი" ექვსი მატჩია სტუმრად არ მარცხდება.
"აინტრახტმა" 2012 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოუგო სტუმრად "ვოლფსბურგს".
"ვოლფსბურგი" ხუთი მატჩია მოუგებელია.
შეწყდა "ვოლფსბურგის" რვამატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე.
"კიოლნმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო - პირველად 2011 წლის შემდეგ.
"ჰამბურგს" ზედიზედ ოთხი წაგება აქვს და ექვსი ტურია ვერ იგებს.
მიულერმა მე-100 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში.
ლევანდოვსკის 94 გოლი დაუგროვდა "ბაიერნში", გაუსწრო არიენ რობენს და კლუბის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი უცხოელი გახდა.
"ბაიერნი" არასოდეს აგებს ბუნდესლიგაში, როცა მიულერს გოლი გააქვს - 74 მოგება, 4 ფრე.
"ბაიერნს" "ვერდერთან" 15-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
"ბაიერნი" 30 მატჩია არ აგებს საკუთარ მოედანზე - ბოლო მარცხი თარიღდება 2016 წლის 2 მარტით.
ხავი მარტინესმა მეასე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
ნალდომ 366-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და გაიმეორა ზე რობერტოს რეკორდი. ამ ბრაზილიელებს ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ნათამაშები გერმანიის ჩემპიონატში.
"შალკეს" ბოლო 7 მატჩში ერთი მოგება აქვს.
"შალკე" შინ 7 მატჩია დაუმარცხებელია. "ჰანოვერმა" სტუმრად ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
ბუნდესლიგა. XIX ტური
ჰერტა-დორტმუნდი 1:1
გოლები: 1:0 ზელკე (46), 1:1 კაგავა (71)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, თოფრაქი, ტოლიანი - კაგავა, ვაიგლი, გიოტცე (67. ისაკი) - პულიშიჩი (85. იარმოლენკო), შიურლე, სანჩო.
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 1:4
გოლები: 0:1 ბეილი (43), 0:2 ბუმგარტლინგერი (52), 0:3 ალარიო (70), 1:3 შალაი (86), 1:4 ალარიო (90+3)
ლევერკუზენი: ლენო - ტა, ს. ბენდერი, ვენდელი (85. ჰენრიხსი) - ბრანდტი (78. მეჰმედი), არანგისი, ლ. ბენდერი (68. რეტსოსი), ბაუმგარტლინგერი, ბეილი - ალარიო, ფოლანდი.
ფრაიბურგი-ლაიპციგი 2:1
გოლები: 0:1 ვერნერი (66), 1:1 ჰაბერერი (72), 2:1 კოხი (76)
ლაიპციგი: გულაში - ლემერი, უპამეკანო, ორბანი, ბერნარდო - კამპლი, დემე - ზაბიტცერი, ბრუმა (88. კონატე) - ოგუსტენი (71. პოულსენი), ვერნერი.
გლადბახი-აუგსბურგი 2:0
გოლები: 1:0 გინტერი (10), 2:0 ტ. აზარი (90)
გლადბახი: ზომერი - ელვედი, გინტერი, ვესტერგაარდი, ვენდტი - ჰერმანი (75. ჰოფმანი), ზაკარია, კუიზანსი, ტ. აზარი - რაფაელი (85. იანტჩკე), შტინდლი (90+1. გრიფო).
მაინცი-შტუტგარტი 3:2
გოლები: 0:1 ბადშტუბერი (19), 1:1 მუტო (45+2), 2:1 მუტო (54), 3:1 ჰოლტმანი (64), 3:2 გინჩეკი (90+1)
ვოლფსბურგი-აინტრახტი 1:3
გოლები: 0:1 ჰალერი (18), 0:2 ჩენდლერი (22), 1:2 არნოლდი (66), 1:3 იოვიჩი (85)
გაძევება: დიმატა (67. ვოლფსბურგი)
ჰამბურგი-კიოლნი 0:2
გოლები: 0:1 ტეროდე (27), 0:2 ტეროდე (67)
ბაიერნი-ვერდერი 4:2
გოლები: 0:1 გონდორფი (25), 1:1 მიულერი (41), 2:1 ლევანდოვსკი (63), 2:2 ზიულე (75-საკ. კარში), 3:2 ლევანდოვსკი (76), 4:2 მიულერი (84)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჯ. ბოატენგი, ზიულე, ბერნატი - ხავი მარტინესი (58. ვიდალი) - რობენი (58. კომანი), ხამეს როდრიგესი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი (77. ვაგნერი).
შალკე-ჰ ანოვერი 1:1
გოლები: 1:0 პიაცა (16), 1:1 ფიულკრუგი (86)
შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - მ. მაიერი - შიოპფი, ოშჩიპკა - გორეტცკა (64. მაკენი/83. სტამბული), ჰარიტი - პიაცა (56. ემბოლო), ბურგშტალერი.
ბომბარდირები: 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 9 - მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
26 იანვარი: აინტრახტი-გლადბახი.
27 იანვარი: ბაიერნი-ჰოფენჰაიმი, დორტმუნდი-ფრაიბურგი, ლაიპციგი-ჰამბურგი, კიოლნი-აუგსბურგი, შტუტგარტი-შალკე, ვერდერი-ჰერტა.
28 იანვარი: ლევერკუზენი-მაინცი, ჰანოვერი-ვოლფსბურგი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
გირასი წასვლაზე თანახმაა - ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბებს სურთ
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
"ლივერპული", "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" "კრისტალ პალასის" მცველისთვის იბრძვიან
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
"გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ... კევინ, მოკეტე!" - "ვოლფსბურგის" ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
"ტოტენჰემმა" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მცველი შეიძინა
"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან