სერია A-ს მორიგი ტურის სასტარტო მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა
სერია A-ს მორიგი ტურის სასტარტო მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. ლიდერ "ნაპოლის" ურთულესი ჯახი გადახდა ბერგამოში, სადაც მაურიციო სარის გაწვრთნილი გუნდი ყოჩაღ "ატალანტას" ეწვია. ამ მატჩმა ნათლად გამოაჩინა, რომ როცა საჭიროა, სარის გაწვრთნილი გუნდი ძალიან კარგად ასრულებს პრაგმატული ფეხბურთის მოთხოვნებს.
მართალია, ვერ ვნახეთ დიდი სანახაობა, მაგრამ სამაგიეროდ, ვნახეთ ძალიან დაძაბული 90 წუთი. "ნაპოლიმ" მაინც დამსახურებულად მოიგო. სტუმრებმა მოწინააღმდეგეს მაგრად შეუზღუდეს სივრცეები და ჩაკეტეს "ატალანტას" არგენტინელი ლიდერი ალეხანდრო გომესი, თავად კი ძალიან მწარედ იკბინებოდნენ.
სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ მათი რომელიმე შანსი ადრე თუ გვიან გოლად გარდაისახებოდა და საბოლოოდ, ეს ასეც მოხდა. მატჩის გმირად იქცა დრის მეტენსი. ამ მოგებამ "ნაპოლი" გაახარა და არცთუ ტყუილად. რაც უნდა მოხდეს, ამ ტურის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებს პირველ ადგილს და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება სკუდეტოს.
საჩემპიონოდაც თითქოს მომწიფებულია სარის გუნდი. ის აღარ არის მხოლოდ მხიარული ფეხბურთის მიმდევარი, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როცა საქმე ეხება ტიტულზე ნადირობას.
21.01.18 ატალანტა - ნაპოლი 0:1
შესანიშნავ ფორმაშია "ლაციო", რომელიც ამ დროისთვის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს იტალიის ჩემპიონატში. სიმონე ინძაგის გაწვრთნილმა "ბიანკოჩელესტემ" ამჯერად "კიევო" გაანადგურა. მასპინძელთა შორის საუკეთესო იყო სერგეი მილიონკოვიჩ-სავიჩი. შემთხვევითი არ არის, რომ 22 წლის სერბის თამაშს ყურადღებით ადევნებენ თვალს ევროპული ფეხბურთის გრანდები. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ერთი გოლი პორტუგალიელმა ვეტერანმა ლუიშ ნანიმაც შეაგდო, განსხვავებით ჩირო იმობილესგან - საკვირველია, რომ ამ გოლების წვიმაში სერია A-ს ბომბარდირი "მშრალად" გავიდა მოედნიდან...
დღის მატჩებიდან როგორ არ უნდა აღვნიშნოთ "სამპდორიას" 34 წლის ფორვარდის, ფაბიო კვალიარელას ჰეთ-თრიკი "ფიორენტინას" კარში. იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევი ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე აღზევდა.
"მილანმა" უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში მოუგო "კალიარის". მატჩის მთავარი გმირი შეიქნა კოტდივუარელი ფრენკ კესი, რომელმაც დუბლი მიითვალა. ძალიან უხეშ შეხვედრაში ვიხილეთ ორი წითელი ბარათი. "მილანი" ისეთივე იყო, როგორიც ბევრ სხვა მატჩში, უბრალოდ, ცოტა მეტი ფხა გამოიჩინა შეტევაში.
21.01.18. კალიარი - მილანი 1:2
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მართლაც რომ ძალიან კარგი საფეხბურთო სანახაობა ვიხილეთ. "ინტერმა" ისევ ვერ მოიგო. ამის მიუხედავად, გულშემატკივარს წამითაც არ მოუწყენია.
თვალსასეირო შეხვედრაში ანგარიში მეკარესთან პირისპირ გასულმა რომაელმა სტეფან ელ შაარავიმ გახსნა შესანიშნავი დარტყმით.
გააფთრებულმა "ინტერმა" მოწინააღმდეგის კარზე არაერთი იერიში მიიტანა, თუმცა გატანა გაუჭირდა. როგორც ასეთ შეხვედრებში ხშირად ხდება, იყო რამდენიმე საეჭვო ეპიზოდი. არ უნდა დაგვავიწყდეს "რომას" მეკარე ალისონის შექება, ვინც მთელ რიგ ეპიზოდებში შეუდარებელი იყო.
ლუჩანო სპალეტის გუნდი წასაგებად ცოდო იყო და არც წააგო. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, მარსელო ბროზოვიჩის ჩაწოდების შემდეგ მატიას ვესინოს თავურმა მიზანს უწია.
21.01.18 ინტერი - რომა 1:1
ფაქტები
სექტემბრის შემდეგ "მილანმა" პირველად შეძლო სერია A-ს ზედიზედ 2 მატჩის მოგება.
ფრენკ კესიმ ("მილანი") დუბლი ბოლოს 2016 წლის 21 აგვისტოს შეასრულა, როცა "ატალანტას" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა "ლაციოსთან" საშინაო მატჩში (3:4).
"მილანმა" სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში პირველად გაუშვა გოლი საწყის 15 წუთში.
ჯაკომო ბონავენტურამ ("მილანი") სერია A-ში მე-200 მატჩი ჩაატარა.
ფაბიო კვალიარელამ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 15 გოლი გაიტანა, რაც მისთვის რეკორდია ერთი სეზონის მასშტაბით. კვალიარელას მაქსიმუმი იყო 13-13 გოლი 2014/15, 2008/09 და 2006/07 წლების სეზონებში.
დომენიკო ბერარდიმ ("სასუოლო") სერია A-ს ბოლო 10 ტურში პირველი გოლი გაიტანა.
დრის მერტენსმა ("ნაპოლი") გაიტანა გოლი 910-წუთიანი "მშრალი" სერიის შემდეგ.
"ატალანტამ" სერია A-ს ბოლო 8 ურთიერთდაპირისპირების შემდეგ პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა "ნაპოლის" კარში.
პირველად მიმდინარე სეზონში, "ინტერმა" სერია A-ს მატჩის პირველი ტაიმი მდევრის როლში დაასრულა.
სერია A. XXI ტური
ატალანტა-ნაპოლი 0:1
გოლი: 0:1 მერტენსი (65)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო, ზელინსკი (86. როგი) - კალიეხონი (90. მაჯო), მერტენსი, ინსინიე (74. ჰამშიკი)
ბოლონია-ბენევენტო 3:0
გოლები: 1:0 დესტრო (35), 2:0 დე მაიო (73), 3:0 ჯემაილი (88)
ლაციო-კიევო 5:1
გოლები: 1:0 ლუის ალბერტო (23), 1:1 პუჩარელი (25), 2:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (31), 3:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (68), 4:1 ბასტოსი (83), 5:1 ნანი (86)
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ბასტოსი, დე ვრეი, უოლასი - მარუშიჩი, პაროლო, მილინკოვიჩ-სავიჩი (76. ნანი), ლულიჩი (64. ლუკაკუ) - ლუის ალბერტო - იმობილე (35. ანდერსონი)
სამპდორია-ფიორენტინა 3:1
გოლები: 1:0 კვალიარელა (30), 2:0 კვალიარელა (60), 3:0 კვალიარელა (68), 3:1 სანჩესი (80)
სასუოლო-ტორინო 1:1
გოლები: 0:1 ობი (26), 1:1 ბერარდი (54)
უდინეზე-სპალ 1:1
გოლები: 1:0 სამირი (11), 1:1 ფლოკარი (49)
ვერონა-კროტონე 0:3
გოლები: 0:1 ბარბერისი (3), 0:2 სტოიანი (54), 0:3 რიჩი (67)
გაძევება: ძუკულინი (61. ვერონა)
კალიარი-მილანი 1:2
გოლები: 1:0 ბარელა (8), 1:1 კესი (36-პენ), 1:2 კესი (42)
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი - კესი (86. ბორინი), ბილია, ბონავენტურა (76. ლოკატელი) - სუსო (82. აბატე), კალინიჩი, როდრიგესი
გაძევება: როდრიგესი (80. მილანი), ბარელა (88. კალიარი)
ინტერი-რომა 1:1
გოლები: 0:1 ელ შაარავი (31), 1:1 ვესინო (86)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კანსელო, შკრინიარი, მირანდა, სანტონი (76. დალბერტი) - ვესინო, გალიარდინი (46. ბროზოვიჩი) - კანდრევა (71. ედერი), ბორხა ვალერო, პერიშიჩი - იკარდი.
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - პელეგრინი, სტროოტმანი, ნაინგოლანი - ჟერსონი (70. პერესი), ელ შაარავი (75. ჟეზუში), ჯეკო (84. შიკი).
ორშაბათი, 22 იანვარი
იუვენტუსი-ჯენოა 23:45
ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი).
გამოტოვებული მატჩები
24 იანვარი: ლაციო-უდინეზე, სამპდორია-რომა
მომდევნო ტური
27 იანვარი: სასუოლო-ატალანტა, კიევო-იუვენტუსი
28 იანვარი: სპალ-ინტერი, კროტონე-კალიარი, ფიორენტინა-ვერონა, ჯენოა-უდინეზე, ნაპოლი-ბოლონია, ტორინო-ბენევენტო, მილანი-ლაციო, რომა-სამპდორია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა