ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "სამტედიამ" კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა. ივან ფატიჩის შემდეგ კლუბი ჰოლანდიელი ნახევარმცველით, 27 წლის ვინსენტ ლუკას ვეილით გაძლიერდა.

"სამტრედიამ" კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა [VIDEO]

ვინ არის ვეილი? - მივყვეთ თანმიმდევრობით. ის ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში დაიბადა, ფეხბურთის თამაში კი "ალკმაარში" დაიწყო.

აი, რას ამბობს ის ამ პერიოდზე - მასალა ჰოლანდიურ საიტზე, elfvoetbal.nl-ზეა გამოქვეყნებული.

"ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მე "აიაქსისა" და "ალკმაარის" ახალგაზრდულ გუნდებშიც ვირიცხებოდი. ასევე მითამაშია ახალგაზრდულ ნაკრებებში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც - ჯეფრი ბრუმა, დენი ბლინდი, ლეროი ფერი, პატრიკ ვან ანჰოლტი, ჯორჯინიო ვინალდუმი და კევინ სტროოტმანი არიან".

2008 წელს ვეილი "ლივერპულის" 23-წლამდელთა გუნდში გადაბარგდა. ამ დროს ის 17 წლის იყო. თუმცა, მას "მერსისაიდელთა" ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი არ მისცემია.

"2008 წელს "ლივერპულში" თამაშის შესაძლებლობა მომეცა. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელს ასეთი შანსი გეძლევა, ამაზე არც კი დაფიქრდები. მეორე გუნდში ჩავირიცხე, თუმცა პირველი და მეორე გუნდი ერთად ხშირად ვარჯიშობდა. ისეთ ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობდი, როგორებიც - სტივენ ჯერარდი, ფერნანდო ტორესი და ჩაბი ალონსო არიან. მწვრთნელი კი რაფაელ ბენიტესი იყო".

ფეხბურთელს რეზერვისტთა რიგებში ასპარეზობა აღარ სურდა და ამიტომ 2010 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ჰოლანდიის მე-2 დივიზიონის კლუბ "ჰელმონდში", იჯარის წესით ჩაირიცხა. თუმცა ვეილი ამ გუნდში დიდი ხანი არ გაჩერებულა და 9 ჩატარებულ შეხვედრაში საკუთარ ანგარიშზე 1 გატანილი გოლიც ჩაიწერა.

2010 წლის 27 აგვისტოს, ლუკასი ესპანური "ეიბარის" სრულუფლებიანი წევრი ხდება და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს. ამ დროს "ეიბარი" სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობდა. ესპანური კლუბის მაისური მან 15 მატჩში მოირგო და აქაც თავი ერთი გატანილი ბურთით გამოიჩინა.

"ეიბარში ასპარეზობისას ჩემს თავს ვეკითხებოდი - რა გინდა აქ? მე ენაც კი არ ვიცოდი. ჩემს თანაგუნდელებს მეგობარი გოგონები ჰყავდათ და ჩინებულ დროსაც ატარებდნენ, მაგრამ მე ჩემი თავი ვერ ვიპოვე. ასევე, საკმარისი სათამაშო დრო არ მეძლეოდა. ამიტომ კლუბი მალევე დავტოვე".

2012 წლის იანვარში ის კვლავ სამშობლოში ბრუნდება და ისევ მე-2 ლიგის გუნდში ირიცხება. ამჯერად მისი ნავსაყუდელი "კამბური" ხდება. ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის წევრი ვერც ამ კლუბში გახდა და ჰოლანდიური კლუბის ფორმა მხოლოდ 8 შეხვედრაში მოირგო, თუმცა თავი გატანილი გოლით აღარ გამოუჩენია.

"კამბურში თავდაპირველად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ვითვლებოდი, თუმცა შემდეგ მწვრთნელი გამოიცვალა და ჩემი საქმეები ცუდად წავიდა. თითქმის ერთი წელი უგუნდოდ დავრჩი. მინდოდა ამერიკაში წავსულიყავი, რადგან ჩემი CV-სთვის იქაურ ჩემპიონატში ასპარეზობა მომგებიანი იქნებოდა.

თავდაპირველად, ეს გავაკეთე კიდეც, თუმცა, ვიზის პრობლემა შემექმნა და ამის გამო ამერიკის დატოვება მომიწია".

ამის შემდეგ ფეხბურთელი "ჰონგ-კონგში" ჩაირიცხა. მას ამ გუნდში თამაში მხოლოდ 9 მატჩის განმავლობაში მოუწია, რა დროშიც საკუთარ ანგარიშზე 2 გატანილი ბურთი ჩაიწერა. ჰონგ-კონგის პირველ დივიზიონში მან სადებიუტო გოლი 2013 წლის 18 იანვარს გაიტანა და კლუბს "კიტიზენის" დამარცხებაში - 4:1 დაეხმარა.

2015 წელს ვეილი ჰონგ-კონგში მოგზაურობას ამთავრებს და სათამაშოდ ესპანეთში მიდის, სადაც "ფუენლაბრადაში" ირიცხება. ამ კლუბში მას საქმეები კარგად არ წაუვიდა და მოედანზე მხოლოდ 6 შეხვედრაში გამოჩნდა და საკუთარ ანგარიშზე არცერთი გოლი არ ჩაუწერია.

"ჰონგ-კონგი დიდებული ქალაქია. მას აზიის ნიუ-იორკი შემიძლია ვუწოდო. ამ ქვეყანაში ორ სხვადასხვა კლუბში ვთამაშობდი და საქმეები შესანიშნავად მიდიოდა, თუმცა ერთ დღესაც ზარი შემოვიდა... ფერნანრდო მორიენტესს ჩემი დამატება სურდა, რომელიც ამ დროს "ფუენლაბრადას" მწვრთნელი იყო. "ფუენლაბრადა" მადრიდის ერთ-ერთი გარეუბანია და ამ ქალაქში ცხოვრება დიდებული იყო".

2016 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იგი დანიის პირველი დივიზიონის ბინადარ "ფრედერიკას" შემადგენლობაში ირიცხება, სადაც 18 შეხვედრაში 2 გოლის ავტორი ხდება.

"დანიაში შესანიშნავი პერიოდი გავატარე. იქ ჰოლანდიის მსგავსი ჩემპიონატი აქვთ. მე იქ დიდხანს დარჩენას ვაპირებდი, თუმცა ამ დროს მალაიზიიდან დამირეკეს".

ბოლო კლუბი, სადაც ვეილი ასპარეზობდა, მალაიზიის პრემიერლიგის ბინადარი PKNP იყო, რომელიც თავის ქვეყანაში საკმაოდ ცნობილი გუნდია. ფეხბურთელი აქაც ერთი სეზონი გაჩერდა და 20 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი გაიტანა.

"მალაიზიის შესახებ ბევრი არაფერი მსმენოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა იყო. მე ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემას ვუყურე, ვნახე, თუ რა ჩინებული ბუნება იყო ამ ქვეყანაში, ასევე, თუ რა სილამაზე იყო მის ქალაქებში...

მალაიზიაში კლუბმა ჩინებული სახლი მომცა, საკუთარი მანქანა დამიქირავა და შესანიშნავი გასამრჯელოც დამინიშნა".

კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაკავშირებდა, რომელიც აღარ გახანგრძლივდა და წამოვედი".

ამის შემდეგ ვეილი თავისუფალი აგენტი გახდა და "სამტრედიაში" ჩაირიცხა. მას ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 20-წლამდელთა გუნდის ფორმა კი მხოლოდ 1 მატჩში მოირგო.

(ინტერვიუ "სამტრედიაში" გადასვლამდეა ჩაწერილი). "მალაიზიის კულტურა ძალიან შემიყვარდა. მე და ჩემი მეუღლე ამ ქვეყნის აღმოჩენაში ვართ და მუდამ რაღაც ახლისკენ ვისწრაფვით. მას არ შეუძლია ერთ ადგილზე გაჩერდეს. ჩვენ გვსურს, მალე ფილიპინებში წავიდეთ, დავათვალიეროთ ამერიკის ქალაქები, ანდაც აზიის ქვეყნებში ვიმოგზაუროთ. საღამოობით, ჩვენ კინოთეატრში დავდივართ და რომანტიკულ საღამოებს ვიწყობთ", - აღნიშნა ვეილიმ.

ვეილის 6 ქვეყნის სხვადასხვა კლუბში აქვს ნათამაშები. "სამტრედია" კი მისთვის მე-7 ქვეყანაა. მას ახალ კლუბში კიდევ ერთი ლეგიონერი, ივან ფატიჩი დახვდება, რომლისთვისაც მოგზაურობა ასევე არცთუ ისე უცნაური ამბავია.

ივან ფატიჩი: თავიდან "სამტრედიას" უარი ვუთხარი, თუმცა შემდეგ...

სოსო
გასტროლიორი ჩანს ეს კაცი.სტუმარი ცოტა ხანისა,ხვალ სხვაგან წავა აქითა.დროს ტარება და გოგონები ჰყვარებია ნამეტნავად.არცთვითონ გაჩერდება ეგ აქ და არც სამტრედიას გამოადგება რაიმეში.ნეტავი შევცდე,მაგრემ ასეთი ქარაქუცა ...თაგვიც ცხოვრობს წისქვილში,მაგრამ მეწისქვილეობა მაინც ვერ ისწავლა.
crudeli
სად პოულობენ ეს ქართული გუნდები ესეთ გზააბნეულ ფეხბურთელებს ვერ ვხვდები .
ანტიფეხბურთი
სამტრედიას ტოპ-მენეჯერებმა კარგად იციან რომ სანაგვეზე ზოგჯერ ფასეულობებიც მოიპოვება და ნაგვის გადამუშავება საერთოდ რომ მომგებიანი ბიზნესია. მათთვის მთავარია ფინანსური ხეირი და არა შენი წუხილი თუ როგორ იასპარეზებს სამტრედია ჩემპიონატში ან ევროპალიგის შესარჩევში. ან მოითმინეთ ამათი სურვილები და გადაწყვეტილებები,ან სხვა ალტერნატიული კლუბი დაარსეთ.
levani
ეს კაცი სადმე იყო წარმატებული ოდნავ მაინც თან საუკეთესო წლებში? ნეტა ახლა მაინც თუ იცის რა უნდა აქ? ენა იცის?
rodemdeeeee
"ეიბარში ასპარეზობისას ჩემს თავს ვეკითხებოდი - რა გინდა აქ? მე ენაც კი არ ვიცოდი. ჩემს თანაგუნდელებს მეგობარი გოგონები ჰყავდათ და ჩინებულ დროსაც ატარებდნენ, მაგრამ მე ჩემი თავი ვერ ვიპოვე. აი აქ ჩანს ამის ფეხბურთელობა
ჯემალი
ჰო ჯერარდთან და ტორესთან ვარჯიშობდა და ახლა აქაა ხაშურის ივერიაში :D :D ეს მოგზაური ფეხბურთელები რად უნდათ ფოთის კოლხეთი ჭრიდა კაი ტრანსფერებს ეგეთი ჯობია

meti aseti transperi ero)))))) erti sakmea rogor tamashobs magram ugandis meore ligidan gamokceulis chamokvanas es sjobs !
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ბადრი კვარაცხელია: "სამტრედია" ამ დროისთვის განახევრებულია
"სამტრედიამ" მილანის "ინტერის" ყოფილი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - კაცნაკლულმა "გრანადამ" სტუმრად "ეიბართან" ფრეს მიაღწია [VIDEO]
ქოჩორაშვილის ლამაზი საგოლე გადაცემა - "ლევანტე" "ეიბარს" ამარცხებს [VIDEO]
ქოჩორაშვილის შესანიშნავი საგოლე პასი - "ლევანტე" "ეიბართან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ბენზემას დუბლი და “რეალის” 8 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ლა ლიგაში [VIDEO]
ივან ფატიჩი: თავიდან "სამტრედიას" უარი ვუთხარი, თუმცა შემდეგ...
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონის გუნდში გადავიდა
14 კლუბი 10 წელში - ვინ არის "სამტრედიის" ახალწვეული, რომელიც "ინტერში" თამაშობდა
გულიაშვილის "რასინგს" "ეიბართან" მარცხი შეიძლება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდეს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ლეგიონერები ჩვენს ქვეყანაში: რატომ და რისთვის მოდიან საქართველოში?
[VIDEOS] ნიდერლანდების ჩემპიონატი იეგოიანის გოლით გაიხსნა - ის მატჩის MVP გახდა
ივან ფატიჩი: საქართველოში ჩემი ქვეყნის მსგავსი ცხოვრებაა... განსაკუთრებით ხინკალი და ხაჭაპური მომეწონა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]