"ა" ლიგის მეორე ტური გუშინ ქუთაისში დაიწყო და დღეს თბილისში 2 მატჩით დასრულდება. წყალტუბოელებმა ლიგის დებიუტანტ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს ქუთაისში უმასპინძლეს და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 85:81 დაამარცხეს.

სტუდენტური გუნდი დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. "წყალტუბომ" პირველ ტურში თბილისში "არენა 76" დაამარცხა და ამბიციაც მოჭარბებულად აქვს, თუმცა კსუ-სთან საშინაო მატჩში საკმაოდ გაუჭირდა. პირველი პერიოდი სტუმრებმა 23:22 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის სტუდენტები 3 ქულით – 42:39 იგებდნენ.

მესამე პერიოდში "წყალტუბომ" თამაში კი გამოასწორა, მაგრამ ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო. ბოლო პერიოდის წინ იმერული კლუბი 1 ქულას იგებდა და ბოლო წუთებამდე ასე თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა. გადამწყვეტ მომენტში წყალტუბოელებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს. აღსანიშნავია ამერიკელი ლეგიონერის, ტომას ფინის შედეგიანობა, რომელმაც საჯარიმოებიც ჩააგდო, შედეგიანი გარღვევებიც განახორციელა და "წყალტუბოს" გამარჯვება გაუნაღდა.

ფინი 26 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. 15 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა გუჯა ბირკაიამ, ხოლო დავით წივწივაძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. ორმაგი დუბლი, 12-12 ქულა-მოხსნა დააგროვა იმერული კლუბის მეორე ამერიკელმა – ჩარლზ ბრონსონმა. კავკასიის უნივერსიტეტის გუნდში 25 ქულით საუკეთესო იყო ვასო კუტალაძე, 23 ქულა და 11 მოხსნა ამერიკელმა რაიან აარონმა მოაგროვა.

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩი გაიმართება. 16:15 საათზე "თბილისი – "ტიტები", ხოლო 18:15-ზე "თსუ-ჰიუნდაი" – "არენა 76".

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს