ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში ჩატარებულ საქართველოს მოყვარულთა ლიგის ფინალში ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების გამარჯვებულები შეხვდნენ - თბილისის „ბასიანმა“ „წყალტუბო“ 3:1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

მატჩი მართლაც თვალსასეირო სანახავი გამოდგა და ფეხბურთელებმა ისეთი ოსტატობა გამოავლინეს, ეროვნული ლიგის ბევრ გუნდს რომ შეშურდებოდა. თავიდან იმერულმა გუნდმა შეუტია, მაგრამ სადღაც მე-15 წუთისთვის „ბასიანი“ ინიციატივას დაეუფლა და ულამაზესი გოლით ხიდაშელმა დააწინაურა, ხოლო მეორე გოლი მეტოქის კარში ლეჟავამ გაიტანა. „წყალტუბოს“ სასახელოდ უნდა ითქვას, არ გატყდა, კომპენსირებულ დროში გურეშიძემ ანგარიში შეამცირა და სიტუაცია დაიძაბა. თუმცა, ბოლოს „ბასიანმა“ მაინც იმარჯვა. ჯერ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, სირაძის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ფანცხავამ საოცარ ნახტომში მოიგერია, ბოლოს კი გაბელიამ შორიდან დალაშქრა „წყალტუბოს“ კარი და შეხვედრა 3:1 დასრულდა.

„ბასიანი“ (მწვრთნელი გიზო ტაბიძე) პირველად გახდა მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული და უეფას რეგიონთა თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ესტონეთის ჩემპიონებს შეხვდება.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
ქალთა ხელბურთის ლიგა: "აჭარამ" ვერცხლის მედლები გაინაღდა
"ბასიანმა" უეფას რეგიონთა თასზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო
ფუტსალის ლიგა. I ტური. "სტუ-თელასი"-"წყალტუბო" [LIVE]
წყალტუბოს "სამგურალმა" მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
“წყალტუბომ” მეორე გამარჯვება ქუთაისში კსუ-ს წინააღმდეგ მოიპოვა
სამოყვარულო კლუბი "ბასიანი" უეფას რეგიონთა თასზე იასპარეზებს