21 წლის ანა ჩარლსტონში ასპარეზობს, სადაც WTA-ს ტურნირი "ფემილი საირქლ ქაფ" მიმდინარეობს

როგორც ვივარაუდეთ, ანა ტატიშვილმა მაიამის ტურნირის მეორე წრეში გასვლით რეიტინგ-ლისტში ერთბაშად 10 საფეხურით წაიწია წინ და კარიერის ახალ საუკეთესო მაჩვენებელს უწია. ანას 608 სარეიტინგო ქულა აქვს და ის მსოფლიოს 115-ე ჩოგანია. მსოფლიოს საუკეთესო ასეულამდე 15 ადგილი და დაახლოებით 60 ქულაღა რჩება.

8 საფეხურით დაწინაურდა ოქსანა კალაშნიკოვა, ვინც 310 ქულით მსოფლიოს 188-ე ჩოგანი გახდა. სხვები: 234 (-2) მაკა ჩახნაშვილი - 231 ქულა; 284 (-) სოფიო შაფათავა - 185; 299 (-7) თათია მიქაძე - 168; 409 (+8) სოფიო ქვაცაბაია - 95; 551 (+1) ეკა გორგოძე - 54; 622 (-21) მანანა შაფაქიძე - 40. როგორც ხედავთ, რეიტინგ-ლისტიდან ანა ჯიქია ამოვარდა. სხვათა შორის, WTA-ს წლის რბოლაში ანა ტატიშვილს კიდევ უფრო კარგი პოზიცია აქვს - 83-ე საფეხურზეა. ვაჟები: 704 (+1) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 22 ქულა; 832 (+35) ლადო ჩიხლაძე - 13 ქულა.

21 წლის ტატიშვილი ამერიკის ქალაქ ჩარლსტონში ასპარეზობს, სადაც "ფემილი საირქლ ქაფ" მიმდინარეობს, WTA-ს ტურნირი 721 ათასი დოლარი საპრიზო ფონდით. ჩვენებური მე-5 ნომრად იყო განთესილი საკვალიფიკაციო ბადეში, რომელიც წარმატებით დაძლია. მეორე წრეში მან მე-14 ნომრად განთესილ უკრაინელ ტატიანა ლუჟანსკას იოლად აჯობა - 6:2, 6:2 და ძირითად ბადეში გავიდა.

ძირითად ბადეში ანა დღეს ავსტრალიელ ელენა დოკიჩს შეხვდება, 28 წლის ჩოგბურთელი დღეისათვის მსოფლიოს 64-ე ჩოგანია, მაგრამ ერთ დროს ის პლანეტის მე-4 ჩოგბურთელი გახლდათ. 2010 წელს ტატიშვილი პირველად გადაეყარა კორტზე დოკიჩს. რომის "ტირო ა ვოლოს" ტურნირის პირველ წრეში ანამ პირველ სეტში 7:6 დაამარცხა ელენა, მაგრამ შემდეგ 4:6, 0:6 დათმო ფავორიტთან.

ანთალიაში დაიწყო მორიგი 10-ათასიანი ტურნირი. შეგახსენებთ, რომ წინა 19 წლის გორგოძემ მოიგო (12 ქულა მას მომავალ ორშაბათს დაერიცხება). საკვალიფიკაციო ბადეში სამმა ჩვენებურმა პირველივე წრეში წააგო. ბარბარე ერისთავმა იტალიელ ლორენცა სტეფანელისთან დათმო - 3:6, 4:6, ირინა თოიძე მეორე სეტში დანებდა ბულგარელ ალინა პეტრასს - 2:6, 1:2 და ანი გოგვაძემ ვერაფერი დაუპირისპირა ფრანგ ჟული ტრინგას - 0:6, 5:7. გორგოძე ძირითად ბადეში განთესილთა შორის იქნება.

იტალიურ პომეციაში 10-ათასიანი ტურნირის პირველი ჩოგანია მაკა ჩახნაშვილი. ჩვენებური პირველ წრეში იტალიელ კაროლინა პილოტს (484) შეხვდება. სოფიო ქვაცაბაიას მეტოქე კი მე-7 ნომრად განთესილი მასპინძელი ანალიზა ბონაა (362). ქვაცაბაიასა და ჩახნაშვილის დუეტი ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი და პირველი წრისგან თავისუფალია.

ანთალიაში ვაჟთა ტურნირიც დაიწყო, რომლის საკვალიფიკაციო ბადეში გიორგი რევაზიშვილმა რუს რუსლან რახიმოვს 6:0, 6:0 მოუგო, მაგრამ მეორე წრეში ფრანგ კევინ ბოტისთან წააგო - 0:6, 3:6.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა