დღეს, 24 იანვარს უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ჯგუფის მეტოქეები გაირკვა. ჩვენი ნაკრების მეტოქეები ანდორა, ყაზახეთი და ლატვია იქნებიან.

გაგაცნობთ ჩვენი ჯგუფის ყველა მონაწილის სატრანსფერო ღირებულების ჯამს გერმანული გამოცემა "ტრანსფერმარკეტის" მონაცემების მიხედვით.

ჯგუფში ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრები საქართველოს ჰყავს. ჩვენი ნაკრების ჯამური ფასი 28,32 მილიონ ევროს შეადგენს. ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი საბა კვირკველიაა - მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი, რომელიც 5,8 მილიონ ევროდაა შეფასებული. გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის ფასები კი იდენტურია - 2,5 მილიონი ევრო.

ფიფას რეიტინგში: 104-ე ადგილი

რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6

საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-3 ადგილი 1996 წელს

ნაკრების ვარსკვლავი: თორნიკე ოქრიაშვილი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: საბა კვირკველია ("ლოკომოტივი", 5.8 მილიონი ევრო)

მეორე ადგილზე, 21,95 მილიონი ევროთი, ყაზახეთის ნაკრები მოდის. მათი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები არიან - დიმიტრი შომკო და ბაურჟან ისლამხანი, რომელთა ღირებულება 2 მილიონი ევროა.

ფიფას რეიტინგში: 136-ე ადგილი

რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 3

საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-5 ადგილი 2016 წელს

ნაკრების ვარსკვლავი: იური ლოგვინენკო

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ბაურჟან ისლამჰანი ("კაირათი", 2 მილიონი ევრო)

მესამე ადგილს ლატვიის ნაკრები იკავებს. ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება კი 5,8 მილიონ ევროს შეადგენს. 700 000 ევროთი, ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები - კასპარს დუბრა და დევიდა იკაუნიესკა არიან.

ფიფას რეიტინგში: 131-ე ადგილი

რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6

საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-2 ადგილი 2004 წელს, მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატზეც

ნაკრების ვარსკვლავი: ანდრის ვანინსი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: კარპას დუბრა (რფს, 700 000 ევრო)

დაბოლოს, რა თქმა უნდა, ბოლო ადგილს ანდორის ნაკრები იკავებს. ჯუჯა სახელმწიფოს ნაკრების ჯამური ღირებულება 350 000 ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ 350 000 ევროდან, 200 000 ევრო ორ ფეხბურთელზე მოდის.

მარკ ვალესისა და მაქს ლიოვერას სატრანსფერო ღირებულებები - 100 000 ევროა.

ფიფას რეიტინგში: 139-ე ადგილი

რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 5

ნაკრების ვარსკვლავი: მარკ ვალესი

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: მაქს ლოვერა ("ლეიდა", 100 000 ევრო)

საქართველოს ნაკრების მეტოქეები უეფას ერთა ლიგის ჯგუფში ცნობილია!

უეფას ერთა ლიგის ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა

ucha
ოქრიაშვილი ვარსკვლავია???კაი რააააააა...მესი პლანეტაა
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ვიმსჯელოთ ნაკრებზე შემადგებლობამდე - სად რა გვიჭირს და რას ველოდოთ
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
როგორ ფორმაში ვართ ჩვენ და თურქები და რომელი ტაქტიკით ვითამაშებთ ორი ნახევარმცველის გარეშე...
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა