სერია A-ს მორიგ ტურში მორიგი 3 ქულა იზეიმა "იუვენტუსმა"
სერია A-ს მორიგ ტურში მორიგი 3 ქულა იზეიმა "იუვენტუსმა". "ბებერი ქალბატონი" აშკარა ფავორიტად ითვლებოდა "კიევოსთან" გასვლით შეხვედრაში და რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდს ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს.
შეხვედრა ზუსტად ისეთი სცენარით წარიმართა, როგორსაც ველოდით. "კიევო" დაცვაში იჯდა და მხოლოდ ფავორიტის იერიშებს იგერიებდა. თამაშის სცენარზე იმოქმედა იმანაც, რომ მასპინძელი ძალიან ადრე დარჩა კაცნაკლული, შეხვედრა კი სულაც 9 მოთამაშით ჩაამთავრა. ნავსი სამი ხედირამ გატეხა, ვინც ბერნარდესკის პასით გაიტანა. მერე კი დუგლას კოშტას დაუფასა გარჯა გონსალო იგუაინმა.
თამაშის დასრულების შემდეგ "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ "კიევოს" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენამ მნიშვნელოვნად გააიოლა მისი გუნდის ამოცანა. ისე კი, ალბათ, "იუვენტუსს" უფრო იოლად უნდა მოეგო.
28.01.18 კიევო - იუვენტუსი 0:2
კვლავ აქტუალური რჩება კითხვა - რა სჭირს "ინტერს"? მილანურმა კლუბმა გასვლაზე სპალ-ი ვერ გატეხა. არადა, მილანელებს ეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაეკეთებინათ. "ინტერმა" ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდს საჩუქარი მასპინძელთა მცველმა ვიკარიმ გაუკეთა. სულელური ავტოგოლით "ინტერი" მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა.
მერე კი მოხდა ის, რაც სულ ხდება ხოლმე ამ ბოლო დროს. "ინტერი" გაუმართლებლად ჩაჯდა დაცვაში და მეტოქეს შეტევების განვითარების საშუალება მისცა. უკვე დამატებული დრო მიდიოდა, როცა პალოსკიმ ანგარიში სტანდარტული სიტუაციის შემდეგ გაათანაბრა. ეს იყო ნამდვილი შოკი "ინტერისთვის".
"თუ ჩვენ ვერ ვიპოვით ბალანსს და შესაბამის მენტალიტეტს, წინ ვერ წავალთ. მე სულ ვამბობდი, რომ გვექნებოდა ჩავარდნა მაშინაც კი, როცა ვიგებდით. ასეც მოხდა. ვქმნით უამრავ მომენტს, მაგრამ ვერ ვიყენებთ", - თქვა სპალეტიმ ნამატჩევს.
28.01.18 სპალი - ინტერი 1:1
"ნაპოლიმ" შინ შანსი არ დაუტოვა "ბოლონიას". მართალია, თამაშის დასაწყისშივე გამოცდილმა როდრიგო პალასიომ სტუმრები დააწინაურა, მაგრამ სკუდეტოზე მონადირე "ნაპოლიმ" თამაში გამოასწორა და საბოლოოდ სასურველ შედეგსაც ეწია.
მატჩის გმირი გახდა ბელგიელი დრის მერტენსი, ვინც დუბლი მიითვალა. "ბოლონიას" დამრიგებელმა რობერტო დონადონიმ კი დაიჩივლა, "ნაპოლის" რომ 11-მეტრიანი დაუდეს, ასეთით მხოლოდ გრანდებს თუ ასაჩუქრებენო.
28.01.18 ნაპოლი - ბოლონია 3:1
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მილანმა" 2:1 მოუგო "ლაციოს". ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ყველაზე სამართლიანი შედეგი, ალბათ, ფრე იქნებოდა, მაგრამ საფეხბურთო ფორტუნამ უფრო ჯენარო გატუზოს გაწვრთნილ გუნდს გაუღიმა.
ანგარიში ჰაკან ჩალჰანოღლუს პასის შემდეგ პატრიკ კუტრონემ გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც "როსონერის" გატუზო წვრთნის, კუტრონე შესანიშნავად ათამაშდა.
ანგარიში მალევე გათანაბრდა. ლუკას ლეივას პასის შემდეგ ადამ მარუშიჩი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა. "მილანს" გამარჯვება ჯაკომო ბონავენტურას გოლმა მოუტანა, ვინც კალაბრიას პასი დაუფასა. "ლაციოს" ჰქონდა შანსები, თუმცა არ გაუმართლა. განსაკუთრებით მარკო პაროლოს მომენტი უნდა ვახსენოთ.
ამ ხუმრობა-ხუმრობაში "მილანმა" ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, მე-7 ადგილზე აჩოჩდა და ევროპალიგაში გამსვლელთა ზონას მიუახლოვდა.
28.01.18 მილანი - ლაციო 2:1
ფაქტები
2017 წლის მარტის შემდეგ "მილანმა" პირველად შეძლო ზედიზედ 3 მატჩის მოგება.
აგვისტოს შემდეგ პატრიკ კუტრონემ ("მილანი") პირველი გოლი გაიტანა.
"ნაპოლიმ" მიმდინარე სერია A-ში ყველაზე მეტი (18) ქულა დააგროვა იმ შეხვედრებში, რომლებშიც თავიდან მეტოქე იყო დაწინაურებული.
"ინტერმა" პირველად ითამაშა ზედიზედ 4 ფრე 2004 წლის ნოემბრის შემდეგ.
მაურო იკარდი ("ინტერი") სპალ-თან მატჩის პირველ ტაიმში მხოლოდ 5-ჯერ შეეხო ბურთს - ყველაზე ცოტაჯერ, ვიდრე ამ შეხვედრის ნებისმიერი სხვა მონაწილე.
გონსალო იგუაინმა ("იუვენტუსი") სერია A-ში 706-წუთიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.
"ატალანტამ" მიმდინარე სერია A-ში ზედიზედ მე-4 გასვლითი მატჩი მოიგო - პირველად 1991 წლის შემდეგ და მეორედ - კლუბის ისტორიაში.
სერია A. XXII ტური
სასუოლო-ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 მაზიელო (30), 0:2 კრისტანტე (83), 0:3 ფროილერი (86)
გაძევება: კოლდანიგა (90+7. სასუოლო)
კიევო-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ხედირა (67), 0:2 იგუაინი (88)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბენატია, ბარძალი, ასამოა (72. ლიხტშტაინერი) - ხედირა, პიანიჩი, სტურარო (52. ბერნარდესკი) - დუგლას კოშტა, იგუაინი (89. ბენტანკური), მანჯუკიჩი
გაძევება: ბასტიანი (37. კიევო), კაჩატორე (61. კიევო)
სპალ-ინტერი 1:1
გოლები: 0:1 ვიკარი (48-საკ. კარში), 1:1 პალოსკი (90)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, კანსელო - ვესინო, ბორხა ვალერო (90. რაფინია) - კანდრევა (46. ედერი), ბროზოვიჩი (87. გალიარდინი), პერიშიჩი - იკარდი.
კროტონე-კალიარი 1:1
გოლები: 1:0 ტროტა (29-პენ), 1:1 ჩიგარინი (45)
გაძევება: პიზაკანე (45+2. კალიარი)
ფიორენტინა-ვერონა 1:4
გოლები: 0:1 ვუკოვიჩი (11), 0:2 კინი (20), 0:3 კინი (46), 1:3 ჟილი (53), 1:4 ფერარი (55)
ჯენოა-უდინეზე 0:1
გოლი: 0:1 ბეჰრამი (61)
გაძევება: სამირი (64. უდინეზე)
ნაპოლი-ბოლონია 3:1
გოლები: 0:1 პალასიო (1), 1:1 მბაიე (5-საკ. კარში), 2:1 მერტენსი (37-პენ), 3:1 მერტენსი (59)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, კულიბალი, კირიკეში, მარიო რუი - ჟორჟინიო (74. დიავარა), ალანი, ჰამშიკი (66. ზელინსკი) - კალიეხონი, მერტესი, ინსინიე (80. როგი)
ტორინო-ბენევენტო 3:0
გოლები: 1:0ფალკე (3), 2:0 ნიანგი (40), 3:0 ობი (45)
გაძევება: ბელეცი (33. ბენევენტო)
მილანი-ლაციო 2:1
გოლები: 1:0 კუტრონე (15), 1:1 მარუშიჩი (20), 2:1 ბონავენტურა (44)
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, ანტონელი (71. აბატე) - კესი, ბილია, ბონავენტურა - სუსო (81. ბორინი), კუტრონე (71. ანდრე სილვა), ჩალჰანოღლუ.
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ბასტოსი, დე ვრეი (74. მარკი), რადუ - მარუშიჩი (83. ნანი), პაროლო, ლუკას ლეივა (52. ანდერსონი), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი - ლუის ალბერტო - კაისედო
რომა-სამპდორია 0:1
გოლი: 0:1 საპატა (80)
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ჟეზუში, კოლაროვი - პელეგრინი (70. დეფრელი), სტროოტმანი, ნაინგოლანი - უნდერი (72. პეროტი), ელ შაარავი (78. ანტონუჩი), ჯეკო.
გამოუყენებელი პენალტი: ფლორენცი (39. რომა)
28.01.18 რომა - სამპოდორია 0:1
ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 13 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 10 - ედინ ჯეკო (რომა), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).
მომდევნო ტური
3 თებერვალი: სამპდორია-ტორინო, ინტერი-კროტონე
4 თებერვალი: ვერონა-რომა, ატალანტა-კიევო, ბოლონია-ფიორენტინა, კალიარი-სპალ, იუვენტუსი-სასუოლო, უდინეზე-მილანი, ბენევენტო-ნაპოლი
5 თებერვალი: ლაციო-ჯენოა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი