მამაკაცთა პროფესიული ტურის კიდევ ერთმა წამყვანმა მოთამაშემ გადაწყვიტა მწვრთნელის შეცვლა.

მამაკაცთა პროფესიული ტურის კიდევ ერთმა წამყვანმა მოთამაშემ გადაწყვიტა მწვრთნელის შეცვლა. ეს ჩოგბურთელი გახდავთ ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელმაც შეწყვიტა თანამშრომლობა თავის პირად მწვრთნელთან ერიკ ვინოგრადსკისთან. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"ჟო-ვილფრიდ ცონგამ და ერიკ ვინოგრადსკიმ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც შეწყდა მათი მრავალწლიანი თანამშრომლობა", - ვკითხულობთ ვებგვერდზე.

ფედერაციის წარმომადგენლებმა ისიც დაამატეს, რომ ცონგა მომავალში ახალ მწვრთნელთან დაიწყებს მუშაობას, თუმცა მანამდე ინდივიდუალური პროგრამით იმუშავებს.

ცონგასა და ვინოგრადსკის თანამშრომლობა 2004 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ფრანგმა მოასწრო 2008 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გასვლა, აგრეთვე იმავე სეზონში პარიზის "მასტერსზე" გაიმარჯვა. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში ცონგას უმაღლესი მიღწევა მეექვსე ადგილია - ეს 2008 წლის 17 ნოემბერს მოხდა.

ეს სეზონი ფრანგისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს - ამ მომენტისთვის მას 11 მოგება და 6 წაგება აქვს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის მწვრთნელი შეიცვალა ბრიტანელმა ენდი მიურეიმაც. ამჟამად შოტლანდელი ჩოგბურთელი გრუნტის სეზონისთვის ემზადება და უახლოესი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს - მონაკოს მასტერსი (10-17 აპრილი) იქნება. გუშინ ტურნირის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ უაილდ-ქარდი მიანიჭეს მიურეისა და რეიტინგის ათეულის კიდევ ერთ წევრს - ჩეხ ტომაშ ბერდიხს. ეს იმიტომ გახდა საჭირო, რომ ენდი და ტომაში არ აპირებდნენ ამ მასტერსზე გამოსვლას და განაცხადი არ ჰქონდათ შეტანილი.

ასე რომ, მონაკოს მასტერსის შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერდა: მიურეი და ბერდიხი დაემატნენ ესპანელ რაფაელ ნადალს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს.

23 წლის ბრიტანელისთვის მონაკოში საუკეთესო შედეგი ნახევარფინალში გასვლაა (2009), იგივეს მიაღწია ბერდიხმა, ოღონდ 2007 წელს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა