ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დაფასებული არვიდას საბონისი

დაფასებული არვიდას საბონისი

გუშინ იმ კალათბურთელების ვინაობა გაირკვა, რომლებსაც წელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზში შეიყვანენ
გუშინ გაირკვა იმ კალათბურთელების ვინაობა, რომლებსაც წელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზში შეიყვანენ. ოფიციალური ცერემონია აგვისტოში ამერიკის ქალაქ სპრინგფილდში გაიმართება.

ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ სკანდალურად ცნობილმა დენის როდმანმა ნაადრევად გაუმხილა საზოგადოებას იმის შესახებ, რომ წელს ის დიდების დარბაზის წევრი გახდებოდა. დანარჩენების ვინაობა კი მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი.

ერთ-ერთი მათგანია ლეგენდარული ლიტველი ცენტრი არვიდას საბონისი. მასთან და როდმანთან ერთად დიდების დარბაზში შეიყვანენ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, "გოლდენ სტეიტისა" და "ინდიანას" ყოფილ მოთამაშეს, კრის მულინს, NBA-ის ვარსკვლავებს ერტის გილმორსა და ტომ სანდერსს, "ჩიკაგოსა" და "ლეიკერსში" ფილ ჯექსონის ყოფილ ასისტენტს ტექს უინტერს, ცნობილი საკალათბურთო გუნდის "ჰარლემ გლობტროტერსის" წევრ რიზ ტატუმს, მწვრთნელებს - ჰერგი მაგისა და ტარა სანდერვირსა და ქალებს შორის ოლიმპიურ ჩემპიონ ტერეზა ედვარდსს.

არვიდას საბონისმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში თამაშისას გაითქვა სახელი. მას 1981 წლის ოქტომბერში, 16 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი კაუნასის "ჟალგირისის" შემადგენლობაში, მომდევნო წელს კი უკვე სსრკ-ის ნაკრებში მიიწვიეს. საბასმა პირველად "ჟალგირისი" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 1985 წელს გახადა და მომდევნო სეზონში გაიმეორა ეს წარმატება. იმავე 1986 წელს ის "პორტლენდმა" NBA-ის დრაფტში 24-ე ნომრად აირჩია. სხვათა შორის, წინა წელს "ატლანტამ" 77-ე ნომრად აიყვანა, მაგრამ იმ დრაფტის შედეგი გააუქმეს, რადგან მაშინდელი წესების თანახმად, ლიტველს თავისი ასაკის (20 წლის) გამო არ შეეძლო დრაფტზე გასვლა.

1987 წელს აქილევსის მყესის დაზიანების მიუხედავად, საბონისმა "ჟალგირისს" ზედიზედ მესამე ჩემპიონობა მოაგებინა. ამის შემდეგ ტრავმა გაიმიზეზა და ერთი წელი მკურნალობა მოუწია. ამერიკელი ექიმების დახმარებით ის ფეხზე დადგა და სეულის ოლიმპიადაზე (1988) გაემგზავრა, სადაც სსრკ-ის ნაკრებთან ერთად ოქროს მედალი მოიგო.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 1995 წელს მოხვდა მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალთან" ერთად კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. სექტემბერში "პორტლენდთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი. 1997-98 წლების სეზონში მან NBA-ში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - ერთ მატჩში 33 ქულა ჩააგდო. მისთვის საუკეთესოდ 1998-99 წლების სეზონი მიიჩნევა, როცა "პორტლენდმა" NBA-ის ფინალში ითამაშა, 2000 წელს კი "ბლეიზერსს" დასავლეთის ფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც "ლეიკერსთან" დამარცხდა. კარიერის ბოლო წლები საბონისმა "ჟალგირისში" გაატარა.

ლიტვის ნაკრების შემადგენლობაში ვეტერანმა ცენტრმა ევროპის 1995 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მიიღო, ასევე საპრიზო სამეულში შევიდა ბარსელონასა და ატლანტას ოლიმპიადებზე. 2001 წელს საბონისმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან უმაღლესი ჯილდო - ოლიმპიური ორდენი მიიღო.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა