"მანჩესტერ სიტიმ" ქულები დაკარგა ბარნლიში, "იუნაიტედმა" კი "ჰადერსფილდთან" დაგეგმილი გამარჯვების შემდეგ ლიდერთან სხვაობა 13 ქულამდე შეამცირა
"მანჩესტერ სიტიმ" ქულები დაკარგა ბარნლიში, "იუნაიტედმა" კი "ჰადერსფილდთან" დაგეგმილი გამარჯვების შემდეგ ლიდერთან სხვაობა 13 ქულამდე შეამცირა. ორშაბათს იმავეს ეცდება "ჩელსიც"...

დიდი ამბავი - 13 ქულა. სეზონის ბოლომდე ხშირად დავწერთ - შეამცირა, გაზარდა... ეს კატათაგვობანა საბოლოოდ ვისი გამარჯვებითაც დასრულდება, ამაზე უკვე შეთანხმებულები ვართ - ჩვენც, ბრიტანული მედიაც... უბრალოდ, რაღაცნაირად ვცდილობთ, ინტრიგა რაც შეიძლება დიდხანს ვაცოცხლოთ...

ბარნლი-მანჩესტერ სიტი

პეპ გვარდიოლამ თამაშის შემდეგ თქვა, რომ არ ადანაშაულებს რაჰიმ სტერლინგს ზერეალური ბოლო შანსის განიავების გამო, რაც "ქალაქელებისთვის" 3 ქულის გარანტია იქნებოდა. კაილი უოლკერის პასს სტერლინგი კარის წინ ექვს მეტრში დახვდა და ბურთს, ბადის გარდა, თითქოს სხვა გზა არ ჰქონდა, მაგრამ...

"ეს ფეხბურთია და ასეთი რამ ხდება ხოლმე, - თქვა პეპმა. - დიახ, რაჰიმმა დღეს საოცარი შანსი ვერ გამოიყენა, მაგრამ ასეთები ადრეც ყოფილა და სხვებსაც მოსვლიათ. ასე რომ, ვერ ვიტყვი, თითქოს ქულების დაკარგვის მიზეზი მაინცდამაინც სტერლინგის მიერ გაფუჭებული მომენტია".

თუ სტერლინგი არ დატუქსა, მაშინ გვარდიოლას მადლობა აქვს გადასახდელი მეკარე ედერსონისთვის, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში ივაჟკაცა, თორემ "სიტი" სულაც უქულოდ დარჩებოდა. თუმცა პეპი ამას სხვა კუთხით უყურებს:

"დღეს ჩვენ შევხვდით გუნდს, რომელიც პრემიერლიგაში ყველაზე ინგლისურ ფეხბურთს თამაშობს გრძელი პასებითა და მთელი თავისი ატრიბუტიკით. მაგრამ ფეხბურთი გოლებია და როცა გოლი ვერ გაგაქვს, შედეგმა არ უნდა გაგაკვირვოს. ჩვენ შეგვეძლო, გაგვეტანა მეორე, მესამე... როცა "ბარნლისთან" სტუმრად 0:1-ს აგებ და კიდევ 15 წუთია სათამაშო, უნდა ელოდო საპასუხო გოლს, რაც მოხდა კიდეც".

საინტერესო იყო გვარდიოლას პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გააკეთა მხოლოდ ერთი შეცვლა:

"უბრალოდ, ჩვენ აღარ გვყავს სხვა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც თამაშში რამეს შეცვლიდა".

ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო ვერ ითამაშეს დავიდ სილვამ, ლეროი სანემ, გაბრიელ ჟეზუშმა... ალბათ, საკმარისია.

Video

03.02.18 ბარნლი - სიტი 1:1

ფაქტები

2017 წლის აპრილის შემდეგ "სიტიმ" პირველად ვერ მოიგო ისეთი თამაში, რომელშიც თავად იყო დაწინაურებული.

"სიტიმ" მიმდინარე პრემიერლიგის 26 მატჩიდან 25-ში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც. უკეთესი შედეგი ჰქონდა "არსენალს" 2001/02 წლების სეზონში, როცა 38 მატჩიდან 38-ივეში გაიტანა, სულ მცირე, ერთი გოლი.

"ბარნლის" არ მოუგია პრემიერლიგის ბოლო 9 მატჩი (5 ფრე, 4 წაგება). ეს არის ამ გუნდის უგრძესი მოუგებელი სერია 2014 წლის ნოემბრის (10 მატჩი) შემდეგ.

მანჩესტერი-ჰადერსფილდი

ალექსის სანჩესმა პრემიერლიგაში პირველად ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით და კინაღამ დებიუტი გაიფუჭა - ვერ გაიტანა 11-მეტრიანი, თუმცა იქვე თავადვე გამოასწორა შეცდომა და დამატებაზე შეაგდო.

ზოგადად, თამაში ძალიან მოსაწყენი იყო. "ჰადერსფილდი" უსუსურად გამოიყურებოდა და ასეთ პირობებშიც კი "იუნაიტედმა" მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლო სუსტი ბარიერის დაძლევა.

ჟოზე მოურინიომ ძირითადში არ დააყენა პოლ პოგბა, ხოლო მარუან ფელაინიზე თქვა, რომ ბელგიელმა ნახევარმცველმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და მარტის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

თამაშის წინ ფეხბურთელებმა და "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილმა საზოგადოებამ მიუნხენის ტრაგედიიდან 60 წლის თავზე წუთიერი დუმილით პატივი სცეს ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნას.

Video

03.02.18 მანჩესტერი - ჰადერსფილდი 2:0

ფაქტები

სექტემბრის შემდეგ რომელუ ლუკაკუმ ("მანჩესტერი") პირველად შეძლო "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერლიგის ზედიზედ ორ მატჩში გატანა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე პრემიერლიგის მე-15 მატჩში შეძლო კარის "მშრალად" შენახვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

ალექსის სანჩესის ("მანჩესტერი") წინააღმდეგ "ჰადერსფილდის" მოთამაშეები 7-ჯერ დაჯარიმდნენ, რაც ცალკე აღებული ერთი მატჩისა და ერთი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონის რეკორდია.

არსენალი-ევერტონი

აი, ასეთია "არსენალი" - როცა ხასიათზეა, ისეთ სპექტაკლს შემოგთავაზებთ, დიდხანს რომ არ დაგავიწყდებათ. "მეთოფეთა" ამგვარ ბუნებას ამჯერად "ევერტონი" ემსხვერპლა.

არსენ ვენგერმა ძირითადში გაამწესა ორივე ახალწვეული - ჰენრიხ მხითარიანი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი. პირველმა 3(!) საგოლე პასი მიითვალა, მეორემ კი დებიუტი გოლით აღნიშნა და აქაც მხითარიანის ხელი ერია. თუმცა მატჩის გმირის სტატუსი მაინც აარონ რემზის ეკუთვნის, ვინც კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა, "არსენალის" მაისურით კი უკვე 101 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 53 გაიტანა, 48 გაატანინა.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო თეო უოლკოტმა, ვინც "არსენალიდან" "ევერტონში" ახლახან გადავიდა.

Video

03.02.18 არსენალი - ევერტონი 5:1

ფაქტები

პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახდა "არსენალის" მე-8 ფეხბურთელი, ვინც თავის სადებიუტო მატჩში გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" (1997 წლის ნოემბერი) შემდეგ "არსენალი" მეორე გუნდია, რომელმაც ზედიზედ ორ საშინაო მატჩში (იგულისხმება პრემიერლიგა) პირველი ტაიმები 4-ბურთიანი სხვაობით მოიგო. "არსენალის" წინა მსხვერპლი "კრისტალ პალასი" იყო.

ინგლისის ლიგის ისტორიაში "არსენალისა" და "ევერტონის" დაპირისპირებებში ყველაზე მეტი, 151 გოლია გასული. ასევე, რეკორდია 105 გოლი, რომელიც "არსენალს" "ევერტონის" კარში გაუტანია. რეკორდულია 96 გამარჯვებაც, რომელიც ინგლისის ლიგის ისტორიაში "არსენალს" "ევერტონზე" მოუპოვებია.

ლივერპული-ტოტენჰემი

"ენფილდის" მატჩს უპრინციპულესი მნიშვნელობა ჰქონდა სატურნირო თვალსაზრისით. მიდის დიდი ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილებისთვის. ამიტომ გამარჯვებას ოქროს ფასი ედო. სიუჟეტით თუ ვიმსჯელებთ, ლივერპულური დრამა ნებისმიერი შედეგით შეიძლებოდა დასრულებულიყო.

მაგრამ სხვა საქმეა სამართალი, რომელიც მთლად ბოლომდე ვერ აღსრულდა. "ლივერპულის" კარში ორი, ძალზე საეჭვო 11-მეტრიანი დაინიშნა. პირველ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა იყო და ლაინსმენს ეს უნდა დაენახა. თუმცა "ტოტენჰემმა" საჩუქარი ვერ შეირგო - ჰარი კეინმა ისე უხეიროდ დაარტყა, პრემიერლიგის ბომბარდირსა და სხვა ამგვარი ტიტულების მფლობელს რომ არ ეკადრებოდა...

თუმცა მეორე პენალტის შემთხვევაში კეინს მიზანმა აღარ უმტყუნა (მე-100 გოლი პრემიერლიგის 141-ე მატჩში). ეგ იყო, ეს პენალტიც საეჭვო ეპიზოდს მოჰყვა - დაარღვია თუ არა წესი ვირჯილ ვან დაიკმა, არა გვგონია, საქმეში ჩახედულ ხალხს ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჰქონდეს...

მოკლედ, 2:2. სხვა მხრივ, აღსანიშნავია "ტოტენჰემის" ნახევარმცველ ვიქტორ ვანიამას გენიალური გოლი "ცხრიანში", რომელიც მოედანზე მისი შესვლიდან ერთ წუთში დაახლოებით 30 მეტრიდან დარტყმულს მოჰყვა.

მერე კი იყო მოჰამედ სალაჰის დიდებული დრიბლინგი სტუმრების საჯარიმოში, თან მოედნის მცირე მონაკვეთზე, რასაც "დეზების" მთელმა დაცვამ და მეკარემ ვერაფერი მოუხერხეს.

Video

04.02.18. ლივერპული - ტოტენჰემი 2:2

ფაქტები

"ლივერპული" არ დამარცხებულა საკუთარ მოედანზე პრემიერლიგის ბოლო 15 მატჩში (8 მოგება, 7 ფრე). ეს არის მეორე შედეგი "მანჩესტერ იუნაიტედის" 25-მატჩიანი ანალოგიური სერიის შემდეგ.

"ტოტენჰემმა" პრემიერლიგის ეგიდით "ენფილდზე" ჩატარებული 26 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო.

"ტოტენჰემს" არ მოუგია ბოლო 11 საგარეო მატჩი (იგულისხმება პრემიერლიგა) "დიდი ექვსეულის" გუნდებთან.

მოჰამედ სალაჰი არის "ლივერპულის" მეორე ფეხბურთელი ფერნანდო ტორესის (2007/08, 24 გოლი) შემდეგ, ვინც ამ გუნდის მაისურით სადებიუტო სეზონში 20 და მეტი გოლი გაიტანა.

ფაქტები სხვა მატჩებიდან

"ბორნმუთი" არ დამარცხებულა პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში (4 მოგება, 3 ფრე), რაც ამ გუნდის უგრძესი სერიაა პრემიერლიგაში.

1950 წლის შემდეგ, ყველა ტურნირის ჩათვლით, "ლესტერი" არ დამარცხებულა "სუონსისთან" ბოლო 14 საშინაო მატჩში (10 მოგება, 4 ფრე).

ზედიზედ 7 საგარეო მარცხის შემდეგ "სუონსი" არ დამარცხებულა პრემიერლიგის ბოლო 3 გასვლით შეხვედრაში (1 მოგება, 2 ფრე).

ახალი მწვრთნელის (კარლოს კარვალიალი) ხელში "სუონსი" არ დამარცხებულა ზედიზედ 7 მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით), ხოლო პრემიერლიგის ბოლო ორ საშინაო შეხვედრაში ზედიზედ გაიმარჯვა "ლივერპულთან" (1:0) და "არსენალთან" (3:1).

"ვესტ ბრომვიჩმა" პრემიერლიგის ბოლო 24 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (11 ფრე, 12 მარცხი).

"საუთჰემპტონმა" ბოლო 13 მატჩში პირველად გაიმარჯვა, მას მერე, რაც წააგო 5 და ფრედ ითამაშა 7 შეხვედრაში.

პრემიერლიგა. XXVI ტური

ბარნლი-მანჩესტერ სიტი 1:1

გოლები: 0:1 დანილო (22), 1:1 გუდმუნდსონი (82)

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, კომპანი, ოტამენდი, დანილო - დე ბრუინი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი - ბერნარდო სილვა, სტერლინგი (74. დიასი), აგუერო.

ბორნმუთი-სტოკი 2:1

გოლები: 0:1 შაქირი (5), 1:1 კინგი (70), 2:1 მუსე (79)

ბრაიტონი-ვესტ ჰემი 3:1

გოლები: 1:0 მიურეი (8), 1:1 ხავიერ ერნანდესი (30), 2:1 ისკიერდო (59), 3:1 გროსი (75)

ლესტერი-სუონსი 1:1

გოლები: 1:0 ვარდი (17), 1:1 ფერნანდესი (53)

მანჩესტერ იუნ-ჰადერსფილ. 2:0

გოლები: 1:0 ლუკაკუ (55), 2:0 ალექსის სანჩესი (68)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, როხო, შოუ - მაკტომინი, მატიჩი - მატა (71. რაშფორდი), ლინგარდი (65. პოგბა), ალექსის სანჩესი - ლუკაკუ (77. მარსიალი).

გამოუყენებელი პენალტი: ალექსის სანჩესი (68. მანჩესტერი)

ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტ. 2:3

გოლები: 1:0 ჰეგაზი (4), 1:1 ლემინა (40), 1:2 სტივენსი (43), 1:3 უარდ-პროუსი (55), 2:3 რონდონი (72)

არსენალი-ევერტონი 5:1

გოლები: 1:0 რემზი (6), 2:0 კოსიელნი (14), 3:0 რემზი (19), 4:0 ობამეიანგი (37), 4:1 კალვერტ-ლიუინი (64), 5:1 რემზი (74)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი (70. ოსპინა) - ბელერინი, კოსიელნი, მუსტაფი, მონრეალი (46. კოლაშინაცი) - რემზი (75. უილშირი), ჯაკა - ივობი, იოზილი, მხითარიანი - ობამეიანგი.

კრ. პალასი-ნიუკასლი 1:1

გოლები: 0:1 დიამი (22), 1:1 მილივოიევიჩი (55-პენ)

ლივერპული-ტოტენჰემი 2:2

გოლები: 1:0 სალაჰი (3), 1:1 ვანიამა (80), 2:1 სალაჰი (90+1), 2:2 კეინი (90+5-პენ)

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, ვან დაიკი, ლოვრენი, რობერტსონი - ჩანი, ჰენდერსონი (65. ვეინალდუმი), მილნერი (78. მატიპი) - სალაჰი, მანე (65. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ფირმინო.

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი (71. ლამელა), ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი, დემბელე (79. ვანიამა) - ერიქსენი, ალი, სონი (90+2. ლორენტე) - კეინი.

გამოუყენებელი პენალტი: კეინი (87. ტოტენჰემი)

ორშაბათი, 5 თებერვალი

უოტფორდი-ჩელსი 23:59

ბომბარდირები: 22 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 14 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური

10 თებერვალი: ტოტენჰემი-არსენალი, ევერტონი-კრ. პალასი, სტოკი-ბრაიტონი, სუონსი-ბარნლი, ვესტ ჰემი-უოტფორდი, მანჩესტერ სიტი-ლესტერი

11 თებერვალი: ჰადერსფილდი-ბორნმუთი, ნიუკასლი-მანჩესტერ იუნ, საუთჰემპტონი-ლივერპული

12 თებერვალი: ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა