ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ეპოქალური დუელი: აქეთ კარლო, იქით ფერგი

ეპოქალური დუელი: აქეთ კარლო, იქით ფერგი

ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალის პირველი მატჩები. "ჩელსი"-"მანჩესტერი"
„ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ უმძაფრესი დუელი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ცენტრალური მატჩია - დაპირისპირება, რომელსაც მთელს ევროპაში, განსაკუთრებით კი ინგლისში, მოუთმენლად ელოდებიან.

მარტო ის ფაქტი, რომ პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ყველაზე მეტი, სამი გუნდითაა წარმოდგენილი, ინგლისისთვის უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინალი ლონდონში გაიმართება. ამთავითვე ვიცით, რომ ინგლისურ ფეხბურთს ნახევარფინალში აუცილებლად ეყოლება მინიმუმ ერთი გუნდი და ეს ან „ჩელსი“ იქნება, ანაც „მანჩესტერ იუნაიტედი.“

„არისტოკრატებისა“ და მანკუნიანელების პირველი დუელი ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგება და ეს დაპირისპირება არაერთ დამაინტრიგებელ მოგონებას აღძრავს. პირველი, რაც გვახსენდება, ჩემპიონთა ლიგის 2008 წლის ფინალია, რომელიც მოსკოვში გაიმართა და რომელიც „იუნაიტედმა“ პენალტების სერიით მოიგო. გვახსენდება, როგორ დაუცდა ჯონ ტერის ფეხი თერთმეტმეტრიანის დარტყმისას, რამაც მანჩესტერელთა ტრიუმფი სრულყო. გვახსენდება „ჩელსისა“ და „მანჩესტერის“ რამდენიმე კვირის წინანდელი დუელიც, რომელშიც ლონდონელებს ძალიან გაუმართლათ და 2:1 გაიმარჯვეს - იმ მატჩს სერ ალექს ფერგიუსონის განრისხება და მსაჯებთან ჩხუბი მოჰყვა.

ცალკე სალაპარაკო თემაა მწვრთნელების დაპირისპირება - კარლო ანჩელოტი ფერგიუსონის წინააღმდეგ. როგორც ერთი, ასევე მეორე, ჩემპიონთა ლიგის სპეციალისტებად მიიჩნევიან და მართალია, ფერგიუსონმა „მანჩესტერში“ გაცილებით დიდი და განუმეორებელი ეპოქა შექმნა, მაგრამ არც ანჩელოტის მილანური ეპოქაა ხელწამოსაკრავი მიღწევა. მთავარი კი ისაა, რომ კარლიტოსაც და სერ ალექსსაც, ჩემპიონთა ლიგა ორ-ორჯერ აქვთ მოგებული.

„მანჩესტერთან“ ორი განსაკუთრებული დუელი გველის. შეუძლებელია, გამარჯვებული ერთმა მატჩმა გამოავლინოს, ორი შეხვედრის ჯამში კი, წარმატებას ის გუნდი მიაღწევს, რომელიც მოცემული მომენტისთვის უკეთ მომზადებული და უფრო მოტივირებული იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი „ჩელსი“ იყოს,“ - ეს ანჩელოტის სიტყვებია და ჩვენ ვიცით, რომ კარლიტოს ძალიან კარგად ეხერხება გუნდის ერთი კონკრეტული, სეზონის უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის კარგად მომზადება.

ფერგიუსონი მატჩის წინ უფრო კონკრეტულად საუბრობს. მისი თქმით, „მანჩესტერმა“ დღესვე უნდა მიაღწიოს ისეთ შედეგს, რომელიც მას საპასუხო მატჩის წინ უპირატესობას მიანიჭებს. „გვაწყობს, თუ არა ლონდონში ფრე? არ მაწყობს! თუ ნახევარფინალში გასვლა გვინდა, „სტემფორდ ბრიჯზეც“ მხოლოდ მოგებაზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა ფერგიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ერთი სიტყვით, ინტრიგა უდიდესია და ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ თამაშის დაწყებას დაველოდოთ. დღევანდელი შეხვედრის წინ, სტატისტიკა „ჩელსის“ სასარგებლოდ მეტყველებს, რადგან „მანჩესტერს“ „სტემფორდ ბრიჯზე“ 2002 წლის აპრილის შემდეგ არ მოუგია. რაც შეეხება პრემიერლიგაში გამართულ ბოლო შეხვედრებს: „ჩელსიმ“ „სტოკთან“ მხოლოდ 1:1 ითამაშა და ფრეს მიღწევაც გაუჭირდა, „მანჩესტერი“ კი „ვესტ ჰემთან“ 0:2-ს აგებდა და საბოლოოდ, 4:2 მოიგო, რის შემდეგაც, ფერგიუსონის გუნდი ძალიან ახლოსაა ინგლისის მორიგ, „იუნაიტედისთვის“ რიგით მე-19 ჩემპიონობასთან.

საინტერესოა, ვის ათამაშებს ანჩელოტი თავდასხმაში. გამორიცხული არაა, რომ კარლიტომ ნიკოლა ანელკას ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში ფერნანდო ტორესი გაამწესოს. მართალია, ეს უკანასკნელი არაა კარგ ფორმაში, მაგრამ მაინც ტორესია და მან იცის, როგორ უნდა გაუტანოს გოლი „მანჩესტერ იუნაიტედს“. ლოგიკურად კი, ანჩელოტიმ ესპანელ გოლეადორს ფრანგი ანელკა უნდა ამჯობინოს. შეგახსენებთ, რომ „ბენფიკადან“ ნაყიდ ცენტრალურ მცველ დავიდ ლუისს ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსის“ ფორმით თამაშის უფლება არ აქვს.

„მანჩესტერის“ დაცვის ბურჯმა რიო ფერდინანდმა ვარჯიში განაახლა და გამორიცხული არაა, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ, რაც „ჩელსისთვის“ ცუდი სიურპრიზი იქნებოდა. თუ ფერგიუსონის რიოს სასტარტოში გამწესებას ვერ გარისკავს, ნემანია ვიდიჩის გვერდით ისევ სმოლინგს ათამაშებს. ნახევარდაცვის ცენტრში ფერგიუსონი ალბათ ისევ სქოულზსა და ქერიკს ენდობა, თუმცა არის ფლეტჩერის, ანდერსონისა და გიბსონის ალტერნატივებიც. თავდასხმაში, უეინ რუნისა და „ჩიჩარიტოს“ წყვილს წყალი არ გაუვა, სათადარიგოთა სკამზე კი, სერ ალექსს დიმიტარ ბერბაროვი ჰყავს, რომელსაც „იუნაიტედის“ წინა ხაზის გაძლიერება ნებისმიერ დროს შეეძლება.

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“. 22:45

ჩელსი-მანჩესტერი

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-4-2): ჩეხი - ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - რამირესი, ესიენი, ლემპარდი, მალუდა - დროგბა, ანელკა.

მანჩესტერი (4-4-2): ვან დერ სარი - ფაბიო და სილვა, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა - ნანი, ქერიკი, სქოულზი, გიგზი - რუნი, ერნანდესი.

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი).

[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია

[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა

"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა